-რამდენი ხანი მეძინა?
თეჰიონმა ტელეფონში საათს დახედა, შენსკენ გადმობრუნდა ნაზად მიგიზიდა და გითხრა
-ერთად დაახლოებით ორი საათი და მარტო შენ ერთი საათი და ოცი წუთი
-და ამდენი ხანი მიყურებდი?
-ჩემო პატარავ შენი ყურებით ვერასდროს ვძღები
-მიყვარხარ თეღიმილით უთხარი და მკერდზე თავი დაადე მან კი თმაზე მოფერება დაიწყო. ადრეც გრძნობდი რომ გიყვარდა მაგრამ ეს სიტყვა მისთვის არ გქონდა ნათქვამი.იგი ამ სიტყვას შენთვის არასდროს არ იშურებდა მაგრამ რატომღაც საპასუხოდ არაფერი გითხრა. ცოტათი გეწყინა კიდეც რადგან შენს პირველად ნათქვამ მიყვარხარს ოთახში დუმილი მოჰყვა
-კარგი გოგონი გვეყოფა ნებივრობა ავდგეთ,საქმეები გვაქვს
-კიდევ ცოტახანი რაა აი მიყურე მძინავს
-კარგი არ დგები ხოოღიმილით ჩაილაპარაკა ზემოდან გადაგახტა და ღუტუნი დაგიწტო.შენ აქეთ-იქით იქნევდი ხელებს სიცილით კი იმდენად დაიღალე თეჰიონს შეეცოდე და ღუტუნი შეწყვიტა.ღუტუნისგან დაღლილმა თვალები დახუჭე და დასაძინებლად გადაბრუნდი.ხმის ამოუღებლად გავიდა და სააბაზანოდან გეძახის
-სიფორცხლეეე
ამ სიტყვას გამოკვეთს.იცის, რომ როდესაც ამ გოიმურ და სულელურ სიტყვას ახსენებს ვღიზიანდები,სწორედ ამიტომ ის ამ სახელის წარმოთქმას აგრძელებს.ნერვებ მოშლილი საწოლიდან დგები სააბაზანოსკენ მიდიხარ საიდანაც წყლის წვეთების წკაპაწკუპი გესმის,აღებ კარს,უეცრად კი თეთე კარის უკნიდან ხელს გკიდებს და წყლის ქვეშ შეჰყავხარ.ის ისევ ვნებიანად გკოცნის და ცხელი წყლის ქვეშ სექსით კავდებით.ბოლოს კი რაც არუნდა სასაცილო იყოს ერთმანეთს ბავშვებივით აბანავებთ.ღმერთო ჩემო როგორ შეიძლება ასეთი აღვირახსნილები უეცრად საყვარელ ბავშვურ წყვილებად გადაიქცეთ.თეჰიონი პირსახოცის შემოხვევით გამშრალებს,სარკის წინ თმებს გიშრობს შენ კი სველ,ნაზ ვარდისფერ თმებს უჩეჩავ.იცინიხართ,მღერიხართ,ცეკვავთ აკეთებთ ყველაფერს რაც გაბედნიერებთ.გკიდიათ ყველა და ყველაფერი.ტანის დამატენიანებლის წასმის შემდეგ ფეხებზე კრემს გისმევს და თან გკოცნის.ეს ვნებიანი წუთები შენი შეკითხვით რომ არ ჩაგეშალა შესაძლოა სექსი კიდევ ერთხელ გქონოდათ.
YOU ARE READING
ხელოვნების ნიმუში ხელოვნებას ქმნის
Romanceწარმოიდგინეთ,შეიგრძენით და განიცადეთ თითოეული წამი ❤