Chapter 12

796 61 23
                                    

თავი 12

|What else you can name those eyes, if not Devils? |

|What else you can name those eyes, if not Devils? |

Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.

***

პარასკევი საღამო დიდი ხანია მარტოს არ გამიტარებია. სულ ან ლივი რჩებოდა, ან კითხვაში ვაღამებდი, ან კიდევ კვლავ ლივის ძალისხმევით ქალაქში გავდიოდი.

საწოლზე ავძვერი და თბილი პლედი კომფოტულად დავიფარე, ის ის იყო ნოუთბუქი კვლავ მუხლებზე უნდა დამედო რომ კარებზე კაკუნის ხმა გაისმა.

-მოვდივარ. - სწრაფად წამოვდექი და კარები გავღე.

უკანასკნელი ვისაც აქ ველოდი ეს ლიამი იყო, მაგრამ ახლა ის ჩემი ოთახის კარებთან დგას და ოდნავ უცნაური მზერით მიყურებს. გაოცებას ვერ ვმალავდი, ღმერთო ჩემო... ის ახლა ჩემს სახლშია, ჩემი ოთახის კარებთან, ჩემს სახლში!

-ჰეი. - ოდნავ გაიღიმა, შემდეგ კი ხელები მისი ჯინსის ჯიბეში ჩაიწყო, შემიძლია დავიფიცო რომ მომდგარი ჯინსები ძალიან უყვარს და ბევრიც ექნება.

- ა-აქ რას აკეთებ? - დაბნეულმა ძლლივს ამოვილაპარაკე. არც კი მჯერა რომ ის ჩემს სახლშია. მოიცა, საერთოდ აქ რა უნდა? ან როგორ შემოვიდა? ის და ნაილი ხომ ჯერ ისევ ბრაზობენ ერთმანეთზე? ან იქნებ სწორედ ნაილმა შემოუშვა? მაგრამ მაინც, ამ საღამოს აქ რას აკეთებს? ან რატომ?

-შეიძლება შემოვიდე? - ჩემს ოთახზე მანიშნა და მეც ერთი ნაბიჯი უკან გადავდგი რომ ოთახში შემოსულიყო.

ღმერთმა მაინც იცის რამდენჯერ მყავს წარმოდგენილი ამ ოთახში ლიამი, ან რამდენჯერ დამსიზმრებია ამ ორი კვირის განმავლობაში ის და მე ჩემს კომფორტულ საწოლში მძინარეები, რამდენჯერ დამსიზმრებია ჩემი საყვარელი და ძალიან ნაცნობი სიზმარი, მაგრამ იმ განსხვავებით რომ ბიჭის სახეს ვხედავდი, და ის ლიამი იყო. ალხა კი, ის მართლაც აქ არის. ღმერთო ჩემო...

Devil Eyes (შეწყვეტილი) Where stories live. Discover now