ერთი ჩვეულებრივი მშვიდი საღამო იყო, ჯუნმიონი ვარჯიშის შემდეგ ბიჭებთან ერთად სასტუმროში ბრუნდებოდა, ბიჭები მალევე დაემშვიდობნენ ერთმანეთს და დაიყვნენ ოთახებში.
ჩანბექი, ქაისუ, ლეიჰუნი და შიუჩენი თავიანთ ნომრებში დაუბრუნდნენ სუჰო კი მარტო დარჩა უზარმაზარ ოთახში.
ყოველ საღამოს მწარედ ახსენდება ის დრო როდესაც ნომერში კრისთან ერთად კომპიუტერულ თამაშებს შეექცეოდა ხოლმე, შემდეგ გათენებამდე უაზრო თემებზე ლაპარაკობდნენ და ძლივს ახერხებდნენ გამოძინებას.
კრისი ყველასთან ცივი იყო მემბერებთანაც კი, მაგრამ სუჰო ყოველთვის გამონაკლისი იყო, ისინი როგორც ლიდერები ძალიან დიდ დროს ატარებდნენ ერთად, მაგრამ ბოლოს რაღაც შეიცვალა...
ფანები და მემბერები კრისს და სუჰოს როგორც ცოლ ქმარს ისე აღიქვამდნენ თავიდან კრისს ამაზე არანაირი რეაქცია არ ჰქონდა მაგრამ მის წასვლამდე ერთი კვირით ადრე...
2014/05/08
ბიჭები კონცერტის შემდეგ დორმში ბრუნდებოდნენ, ყველაფერი ჩვეულებისამებრ მიდიოდა, ბექჰიონმა და ჩანიოლმა პიცა შეუკვეთეს, სტაფმა გაზიანი სასმელები მიიტანეს დორმში, ჯუნმიონი კი როგორც ყოველთვის პატარა სუფრას აწყობდა რომ მის "შვილებს" მთელი ფორმის არ მოესვარათ პიცით.
- ამდენი ხანი სად არიან? - აწუწუნდა ჩენი - მშიააა.
- აუ ჰოო... ისე რა მოაქვთ? - ჩენის ბარძაყებიდან თავი წამოყო შიუმინმა.
- კოკა-კოლა - გასძახა სავარძელში მჯდარმა ლუჰანმა და ისევ მობილურში ჩაძვრა.
- აუ კაი რააა სოჯუ მაინც დააბარეეთ - ტირილი გაითამაშა მინსეოკმა.
- კარგი რა ჰიონ ხვალ დილით ადრე უნდა ავდგეთ - ჩაერია ტაო.