ადგილზე გავიყინე განცვიფრებისგან, "დანარჩენებიც აქ არიან", ეს იმას ნიშნავს რომ ისიც აქაა... ჯიმინიც აქაა...
ანა: ალოო! გამოფხიზლდი! - რეალობაში დამაბრუნა - გაიხსენე ქვევით ვინ გველოდება და ჩაიცვი დროზე გოგო, ყველას კიარ ემართება მსგავსი რამ.
სიცილით მითხრა და თეთრ შორტებში ჩახტა. ქვედაბოლოს დავუწყე ძებნა თუმცა ხელების დაბნეულად ფათურის გამო ერტი-ორჯერ გავცდი კიდეც სანამ ანამ არ გამოიღო კარადიდან და სახეში შემომაჩეჩა.
ანა:რამ გამოგაშტერა ჰოლ, მეც კი გამოვფხიზლდი უკვე
უემოციო, ფიქრებში ღრმად წასული სახით შევხედე თუ არა, გამომეტყველება შეეცვალა, ჯერ თვალები გაუფართოვდა და ნელ-ნელა პირი ღიმილმა დაუღრიცა
ანა: ვაიმე ! ვაიმე ვიცი! - ისევ ხტუნვა დაიწყო - ჯიმინზე ფიქრობ ხომ ასეა?! გამოდის ისიც აქაა და ნახავ !- გაოგნებული სახით პირზე ხელი აიფარა და მეტი ემოციურობით განაგრძო - რომ მოეწონო? ვაიმე ჰოლ აუცილებლად მოეწონები! შენ ვინმეს როგორ არ უნდა მოეწონო! ვუჰუ ბითიესის რძლის და ვიქნები!
ცეკვა და ხელების ქნევა დაიწყო რაზეც სიცილი ამიტყდა
ჰოლი: მგონი სულ გაგიჟდი - ქვედბოლო ამოვიცდი და მაისურს დავტაცე ხელი - იმდენი გოგო ჰყავს ნანახი მე ალბათ ვეღარც შემამჩნევს
ანა: ხო და ალბათ იმ ყველა გოგოს შინაგანი სამყაროც ზეპირად იცის ხო?
ჰოლი: კარგი რაა, რა შინაგანი სამყარო - სიცილით ოთახის კარისკენ წავედი
ანა: ხო იცინე, სხვა რომ გეუბნება იგივეს კი დნები და
ჰოლი: სხვას ხომ არ ვეტყვი გაგიჟებულხარ მეთქი
ანა: ოოხ! შენ რა ჯიუტი ხარ რა
ჰოლი: რას ამბობ მე ხომ გასაოცარი შინაგანი სამყარო მაქვს
სიცილით ვუპასუხე და პასუხად დამანჭული სახე მივიღე
ანა: ბლე ბლე ბლე- ენა გამომიყო
YOU ARE READING
🌟💞შენ მასწავლე სიყვარული 💞🌟 《დასრულებული》
Romance[[დასრულებული]] სახალისოო, კომედიური, რომანტიკა. გადარეულ დებს ბითიესის გვერდით მოუწევთ ცხოვრება და წავა იქ სიყვარული-შმიყვარული, მეგობრობა ტანცი-მანცი და წაიკითხე ბარემ რაღა დაგასპოილერო მეტი😂 I do not own any media file used in this fiction ფიკშ...