კლუბში გამაყრუებელი მუსიკის ხმა ისმის. ოფლის, სუნამოს, იღლიის სპრეის სუნი ერთმანეთშია არეული. მოსაწევი და ალკოჰოლი, რომელიც ახლად შესულს ცხვირს წვავს. ამ გულის ამრევი ნაზავისგან შეიძლება კუჭის წყლული დაიმართოს. შავფეხსაცმლიანი მტკიცე ნაბიჯით მიაბიჯებს და მოცეკვავე წყვილებს გზიდან უხეშად იშორებს, ერთ-ერთი მის მანტოზე არწყევს, რის გამოც ქერა ხმამაღლა იგინება და გაბრაზებული სწრაფად მიიწევს წინ. უაზრო მუსიკა პირდაპირ საფეთქელში სცემს.
-გუკ, დედაშენი მოვიდა.-სიცილით ამბობს ჰოუფი, მაგრამ როგორც კი მოსულის სახეს აწყდება მაშინვე ეცვლება გამომეტყველება.
-ადექი ახლავე,-კბილებში ცრის ქერა და შავთმიან ბიჭს უყურებს ისე, რომ მას ყელში ნერწყვი სცდება.თეჰიონი ნამდვილად საოცრად გამოიყურება შავი შარვალი და თეთრი სამ ღილზე ჩახსნილი პერანგი აცვია მხრებზე გრძელი, მუქი ლურჯი მანტო მოუსხამს და ქერა თმა ოდნავ დახვეული აქვს. თითქოს ახლახანს შემოაბიჯა წვიმიდან, თუმცა გუკი დარწმუნებულია რომ გარეთ არ წავიმს.
-არსად არ წამოვა,-იუნგი გუკს მხრებზე ეხვევა.-ჯონ ჯონგუკ, ფეხზე ადექი და წამოდი სანამ თავზე პასუხს ვაგებ.
-მე არ მინდა წასვლა,-ბავშვივით იბუტება ბიჭი და იუნგის წელზე ეხვევა.-თეჰიონი უანგარიშოდ კიდებს მაჯაზე და ფეხზე ძალით აყენებს.
-შენი ხელით წაყვანა რომ მომიწიოს, მაინც ჩემთნ ერთად წამოხვალ და ჰო, ამას გარეცხავ,-თავის დასვრილ მანტოს უყურებს და კბილებში ცრის.
-არ მინდა,-გუკი ისევ იბუსხება და იუნგისკენ იწევს.
-არ გამაბრაზო, ჯონ!-კბილებში ცრის ბიჭი და ისე უყურებს ლამისაა შუბლი გაუხვრიტოს.
-არა მეთქი, ჩემს სიტყვას ფასი რატომ არ აქვს?
-შენს თავს დააბრალე,-თეჰიონმა ნახევარი ძალით ჩაარტყა ცხვირში მუშტი და იქიდან ნახეთქი სისხლისთვის ცხვირსახოცი მიაწოდა.

DU LIEST GERADE
The Show Must Go On
Romantikთავდაცვის მინისტრის შვილს, ჯონ ჯონგუკს, თავისი პირადი მცველი, კიმ თეჰიონი უყვარს, რომელიც გეი არაა და ჯონგუკისთვის მხოლოდ სიცივეს და უხეშობას იმეტებს.