-2-

622 51 22
                                        

-რატომ გაცვია რემბოს კოსწიუმი?-იუნგის ღიმილნარევმა ხმამ, საკუთარ თავზე მიშტერებული ჯონგუკი ტრანსიდან გამოიყვანა.

-ეს ჟაკეტიც უნდა მოვიცვა.-მშრალად, მაგრამ საოცრად ლამაზი ღიმილით წარმოსთქვა გუკმა. სარკეში კიდევ ერთხელ შეისწორა წინ ჩამოგდებული კულულა თმა და ჰაკისფერი, გრძელი ჟაკეტი შემოიცვა შავ სამოსზე.

-კარგად გამოიყურები.-ამჯერად სერიოზულად თქვა იუნგიმ.

-გმადლობ მეგობარო.

  იყო დრო, უყვარდა ჯონგუკის ღიმილის ყურება, სხვანაირი იყო მაშინ. არავინ თქვას, რომ ადამიანები არ იცვლებიან, ისინი მხოლოდ საკუთარ თავს ამჟღავნებენ? ეს ორი სხვადასხვა რამაა, ზოგჯერ ისე შეგიხუთავს სულს ცხოვრებისგან ზურგში მოყენებული ჭრილიბა ყველაფერს თავდაყირა დააყენებს. მაშინ შენი დედამიწა უკუღმა დაიწყებს ტრიალს. როდესაც შენთვის საყვარელი ადამიანის სრულიად მიუღებლობას აღმოაჩენ, ხვდები, რას გრძნობენ ბეღურები თბილ სარკმელთან შეჯახებისას. აუტანელი უსამართლიბაა, სრული ვაკუუმი. გიყვარდეს ვიღაც, ვინც სრულიად შეუფერებელია შენთვის, შენი ხასიათისა და პრინციპებისთვის. თუ გონება კიდევ შეგრჩენია, საღად თუ აზროვნებ შენვე იქნები გამყოფი შენსა და მას შორის. ეს იმას არ ნიშნავს რომ დავიწყებას შეძლებ, ყოველ დილას მასზე ფიქრითა და ღამით პირზე მისი სახელით არ დაასრულებ. ეს მუდმუვი მონატრებაა, დამღლელი ბრძოლა შენსავე ბედნიერებასთან თუ უბედურებასთან. საყვარელ ადამიანს შეუძლია დადებითისკენ ან უარყოფითისკენ შენი შეცვლა, ერთადერთი, რაც გაგაჩნია ნდობაა, რომ დრო ყველაფერს სხვანაირად დაგანახებს, საღი აზრის შენარჩუნებას შეძლებ. გამუდმებითი პარანოია და უსამართლიბის განცდა ეუფლებოდა გუკს, როდესაც თეჰიონის სახეს ან სახელს იხსენებდა. ზოგჯერ სხეულზე შემოიხვევდა-ხოლმე გაყინულ მკლავებს და მთელი ძალით ეკვროდა საკუთარ ტანს. იქ, ზურგს უკან თეჰიონის სითბოსა და სურნელს გრძნობდა, თვალებს მაგრად ხუჭავდა, რადგან ეს მხოლოდ მირჟი იყო, რადგან მისი საყვარელი ადამიანი, მშიშარა და მხდალი იყო. რადგან მას გუკთან რომ სდომოდა ახლა ერთად იქნებოდნენ. აქ საქმე პრინციპებს კი არ ეხებოდა თავმოყვარეობის საკითხი იყო. ისინი ჰგავდნენ ხეებს, რომლებიც გამუდმებით ირწევიან ერთმანეთისაკენ, მაგრამ ნაბიჯსაც არ დგამენ მიახლოებისთვის.

Naabot mo na ang dulo ng mga na-publish na parte.

⏰ Huling update: Apr 09, 2022 ⏰

Idagdag ang kuwentong ito sa iyong Library para ma-notify tungkol sa mga bagong parte!

The Show Must Go OnTahanan ng mga kuwento. Tumuklas ngayon