8

984 83 21
                                    

-იარაღი დაუშვით-მესმის კაცის ხმა ყურთან.
ჯონგუკი და რამდენიმე მასთან ერთად მოსული ბიჭი ჩემსკენ მართავენ მზერას მე კი სუნთქვა მეკვრის და გაუნძრევლად ვდგავარ შუბლზე იარაღ მიბჯენილი.
-არ გესმით? იარაღი დაუშვით! თუ არადა არც დავფიქრდები ისე გამოვასალმებ სიცოცხლეს. ჯონგუკი არ ინძრევა მედგრად დგას და უბრალოდ თვალ გაშტერებული უყურებს კაცს.
-მაინტერესებს რას აპირებთ? ჩემს ხალხს გგონიათ თქვენ ექვსნი გაუმკლავდებით? *სიცილი*
-რატომაც არა სონგ-ჯონგუკი.
სონგის ხალხი აშკარად ჭარბობს და ყველას იარაღი ამ ექვსისკენ აქვთ მომართული. ძალიან მიკვირს, როგორ ახერხებენ სიმშვიდის შენარჩუნებას ასეთ ვითარებაში.
-თეჰიონი არ მოვა? ჰაჰ.. რა საწყენია.-როგორ მინდა ამ ამაზრზენი ადამიანის ხმა არ მესმოდეს და წუთით მაინც დამიქვეითდეს სმენა.
-გატყობ მოგენატრე-მესმის ნაცნობი დემონის ხმა,რომელიც უშიშრად შემოდის ოთახში შეიარაღებულ ხალხთან ერთად.
-ბატონო კიმ თეჰიონ მეგონა აღარ მოხვიდოდი და უკვე ვაპირებდი შენი პრინცესას მოკვლას. -კისერზე უფრო მეტად მომიჭირა ხელი და განაგრძო.-რაც არ უნდა იყოს მას მაინც მოვკლავ,რადგან დააგვიანე.
-მკიდია რას უზავ მას..-მშვიდად თქვა თეჰიონმა და მზერა ჩემს სახეზე გადმოიტანა.
-გკიდია? მაშინ მოვკლავ-უფრო ძლიერად მომაბჯინა იარაღი საფეთქელზე.
-მოკალი-*ჩაცინება*
-ვერ გამაცურებ კიმ თეჰიონ! შენ აქ მის გამო მოხვედი.
-ცდები.
სონგის გახშირებულ სუნთქვას ვგრძნობდი, რომელსაც ეტყობოდა რომ სიბრაზისგან ცოფებს ყრიდა. მას იმედი გაუცრუვდა,რაც მიხვდა რომ მე თეჰიონს ფეხებზე ვკიდივარ. მართლა არ მქონდა წარმოდგენა იმაზე თუ რა შეიძლება მომხდარიყო ამის შემდეგ სონგმა მოულოდნელად იარაღი თეჰიონისკენ მიმართა მე კი ყელზე ისე ძლიერად მომიჭირა ხელი ლამის გონება დავკარგე.
-თუ გგონია რომ იმედი გამიცრუვდა ცდები!-დაიყვირა სონგმა. ყველაფერი იმდენად სწრაფად ხდებოდა გონზე მოსვლას ვერ ვასწრებდი. თეჰიონის ცინიკური სახე დავაფიქსირე ფეხი სწრაფად აიქნია, სონგს ხელში ამოარტყა მიუხედავად ამისა გასროლა მოასწრო თეჰიონი მხარში დაიჭრა ხოლო იარაღი მის გვერდით დავარდა.
-მშვიდობით-თქვა უემოციოდ თეჰიონმა სწრაფად ამოიღო იარაღი სასხლეტს თითი გამოჰკრა და ადამიანი,რომელიც მთელი ძალით მიჭერდა კისერზე ხელს ჩემს ფეხებთან უგონოდ დაეცა. სულ სანტიმეტრების მოშორებით ეგდო მკვდარი ადამიანი. გასროლის ხმები ისმოდა გარშემო. გვამების რაოდენობა საგრძნობლად იმატებდა. ფეხები მომეკეცა და მუხლებზე დავეცი. არ მახსოვს რამდენ ხანს ვიყავი ასე თვალებდახუჭული და რამდენხანს ველოდებოდი ყველაფრის ჩაწყნარებას. საბოლოოდ,როდესაც თვალები გავახილე მხოლოდ თეჰიონის ხალხს ვხედავდი ცოცხალს და ფეხზე მდგომს.
-თეჰიონ დაჭრილი ხარ?-ჯონგუკი.
-ოდნავ არაფერია. წავედით..
-როგორ ხარ?-ჩემთან ახლოს მოვიდა მაღალი სიმპათიური ბიჭი და მკლავზე ხელი დამადო. სიტყვა ვერ ვუთხარი მხოლოდ უემოციოდ ავხედე.
-წავიდეთ ჯინ შეეშვი-თეჰიონმა უაზრო მზერა მტყორცნა და ზურგი მაქცია.
ადამიანმა კი,რომელსაც როგორც გავიგე ჯინი ერქვა სწრაფად ამიყვანა ხელში და ასე გამიყვანა ოთახიდან. შემდეგ გონება დავკარგე,მაგრამ ვერ გეტყვით რამდენ ხანს ვიყავი ასეთ მდგომარეობაში.

•Until the last breath•Where stories live. Discover now