If I could fly

308 31 2
                                    

Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.


ორივე ოთახში ვართ გამოკეტილები. ვიცი, რომ მასაც ეშინია, ისევე როგორც მე. ამას არ იმჩნევს და ძლიერად მეხუტება.

კარის მეორე მხრიდან საშინელი ხმები ისმის.

რა იქნება თუ ჩვენამდე მოაღწევს?

კარის შემომტვრევას ცდილობენ, მაგრამ არ გამოსდით. ჯერჯერობით კარი უძლებს. მერე კი არ ვიცი რა იქნება.

მისი დაკარგვა არ მინდა...

-ლუი... _ მას ავხედე.

- მშვიდად... ყველაფერი კარგად იქნება...

ლუი თავზე მკოცნის და კვლავ მეხუტება.

ხმები არ წყდება.

- აქედან უნდა გავიდეთ... _ ვამბობ _ არ მინდა დაგკარგო...

- ვერ დამკარგავ... ვეცდები გასასვლელი ვიპოვო...

ლუი ფეხზე დგება და ოთახს ამოწმებს.

- აქ არაფერია... ერთადერთი გასასვლელი ეს კარია...

- აქ მოვკვდებით... _ ვაბობ და სახეზე ხელებს ვიფარებ.

- ჰარი _ ლუი ჩემთან მოდის _ აქედან გავალთ... გპირდები, აქედან გაგიყვან.

მას ვეხუტები. ცოტა ხნის შემდეგ ვშორდები და ცრემლებს ვიწმენდ. ლუი სახეზე ხელებს მაწყობს და თვალებში მიყურებს.

- მალე კარს შემოამტვრევენ, ჩვენ კართან უნდა დავდგე. როცა შიგნით შემოვლიან, თავს დავესხმებით და აქედან გავაღწევთ.

- არ გამოგვივა...

- გამოგვივა. აქედან გავალთ და გავიქცევით.

- არ გამოგვივა, ლუი.

- ჩემი გჯერა? _ მეკითხება.

თავს თანხმობის ნიშნად ვუქნევ.

- ყველაფერი გამოგვივა.

მკოცნის. შემდეგ მშორდება. ფეხზე ვდგები და კარის გვერდით ვდგები. მეორე მხარეს ის დგას.

უეცრად კარი შემოამტვრიეს.

ერთ-ერთ მათგანს ლუიმ სახეში დაარტყა. მეორეს უკნიდან დავესხი თავს. გარეთ სწრაფად გამოვედით. უეცრად ერთმა გაისროლა, მაგრამ ტყვია არ მომხვედრია.

ლუისთან ერთად შენობის სახურავზე ავედი.

მისკენ შევბრუნდი. მუცელზე ჭრილობა აქვს. ბევრი სისხლი მოსდის. 

მაშინვე მასთან მივედი.

- ლუი... ეს... დაჭრილი ხარ...

- არაფერია.

- სასწრაფოდ საავადმყოფოში უნდა წავიდეთ _ უკვე ძალიან ვღელავ.

- მანდაც გვიპოვის და მაინც მოგვკლავს. სადაც არ უნდა წავიდეთ, ყველგან მოგვაკითხავს და მშვიდ ცხოვრებას დაგვინგრევს _ ამბობს და ჭრილობაზე ხელს იდებს.

- ერთი ადგილი ვიცი, სადაც ვერაფერს დაგვიშავებს.

- მოდი, იქ წავიდეთ.

ლუიმ გამიღიმა. ჩემკენ მოიწია და მაკოცა. ხელები კისერზე მოვხვიე და სხეულზე ავეკარი. მან კი ხელები წელზე შემომხვია.

- მალე ამოვლიან _ ვთქვი და კარისკენ გავიხედე.

- ყოველთვის მაინტერესებდა, რა გრძნობაა, როცა დაფრინავ _ თქვა და დაბლა ჩაიხედა.

- მიყვარხარ.

- მეც _ თვალებში მიყურებს _ იმ სამყაროშიც მეყვარები.

მას ჩავეხუტე.

- სამუდამოდ ერთად? _ მეკითხება.

- სამუდამოდ ერთად _ ვიმორებ და ვგრძნობ, რომ ფეხებში მიწა გამომეცალა.

მალე ორივე ქვემოთ ვეშვებოდით.

ლუის ხელებს უფრო ძლიერად ვხვევდი. ისიც იმავეს აკეთებდა.

გრძნობა, რომელიც ამ დროს დამეუფლა, ძალიან სასიამოვნო იყო.

ახლა ორივე თავისუფლები ვიქნებით.

ერთად ყოფნაში ხელს ვეღარავინ შეგვიშლის.

ფრენა რომ შემეძლოს...

You've reached the end of published parts.

⏰ Last updated: Jun 20, 2019 ⏰

Add this story to your Library to get notified about new parts!

Larry Stylinson // ImaginesWhere stories live. Discover now