"საზარელი ამბავი" თავი 1

32 0 0
                                    

*Flashback* (3 წლის წინ)

-მის ჰემინგს,ვწუხვარ,მაგრამ თქვენთვის ცუდი ამბავი მაქვს

-ექიმო,რაშია საქმე? ყველაფერი რიგზეა?-გთხოვთ,მითხარით,რა დაემართა ეშტონს-როცა ექიმს ამას ვეუბნებოდი,ვგრძნობდი,თუ როგორ მიკანკალებდა ხელ-ფეხი-ლუკი რომ არა,ალბათ შიშისგან გონებას დავკარგავდი-მაშინვე ხელი ჩამჭიდა და მითხრა:

-ვიკი,ჩემო ლამაზო,დამშვიდდი

-ლუკ,შენ რა-სულ გაგიჟდი?-ჩემი საყვარელი ადამიანი სიკვდილს ებრძვის-როგორ ფიქრობ,აქ მშვიდად ჯდომას შევძლებ?-ვკითხე,მაგრამ მას ერთი სიტყვაც არ უთქვამს-ექიმმა კი ცოტა ხნის სიჩუმის შემდეგ მითხრა:

-მისტერ ირვინი გარდაიცვალა-ამის შემდეგ ვიგრძენი,რომ ნელ-ნელა გონებას ვკარგავდი-მალევე კი ირგვლივ ყველაფერი გაშავდა

*flashbackის დასასრული*

ჩემს ოთახში ვიჯექი და ფანჯარას მოწყენილი გავყურებდი,როცა უეცრად კარზე გაბმული კაკუნი ატყდა

-ვინ არის?-გავძახე ისე,რომ კარისკენ არც კი გამიხედავს

-ვიკი,დაიკო,შეიძლება შემოვიდე?-როგორც კი ბენის ხმა გავიგე,მაშინვე კარისკენ გავიხედე და ვუპასუხე:

-შემოდი,ბენ

როგორც კი ეს ვუთხარი,მაშინვე კარი გააღო,ოთახში შურდულივით შემოვარდა,ჩემთან მოირბინა,გულში ჩამიკრა და მითხრა:

-პრინცესავ,დამშვიდდი-გპირდები,რომ ყველაფერი კარგად იქნება

-ცდები,ბენ-ეშის სიკვდილის შემდეგ კარგად ვეღარაფერი იქნება-საყვარელი ადამიანი დავკარგე-როგორც ფიქრობ,ცხოვრების გაგრძელებას შევძლებ?-ჩამწყდარი ხმით ვკითხე და მწარედ ავქვითინდი,მან კი ცრემლები შემიმშრალა და ღიმილით მკითხა:

-პატარა პინგვინო,შეწყვიტე-სად გაქრა ის მამაცი გოგო,რომელსაც ვიცნობდი? რა დაემართა ჩემს ლამაზ დაიკოს?

You've reached the end of published parts.

⏰ Last updated: Jun 06, 2020 ⏰

Add this story to your Library to get notified about new parts!

"Where do broken hearts go"(A.I Fanfiction)Where stories live. Discover now