Chapter 32

664 51 6
                                    

-ვინ არის ჩემი ძმა ზეინ? - კვლავ გავუმეორე კითხვა და ამჯერად უკვე მის წინ ხელებგადაჯვარედინებული დავდექი . ზეინი ხელებს ნერვულად ხლართავდა , რაღაცებს ბურტყუნებდა , მომენტალურად ამომხედავდა პირს გააღებდა რაღაცის სათქმელად , თუმცა ისევ ჩახრიდა და ისევ იგივე .
-ელენა ოთახში ადი - თქვა ჰარიმ ჩემსკან წამოიწია და იდაყვზე ხელი მომკიდა , მისი ხელი ცივად მოვიშორე .
-არსად არ ავალ სანამ ამ საუბრის დასასრულს არ მოვისმენ . ფეხს არ მოვიცვლი ადგილიდან . - ჩემი სიტყვები იმდენად დამაჯერებლად ჟღერდა , მეც კი შემეპარა ეჭვი ეს ნამდვილად მე ვიყავი თუ არა .
- კარგი ელენა . დაჯექი . - საბოლოოდ ამოღერღა ზეინმა , თვითონ ადგა და თავის ადგილი გამინთავისუფლა . დავჯექი და მივაშტერდი .
- მახსოვს , იმის მერე რაც შენი ძმა დაიკარგა მე გიწევდი მის მაგივრობას. ყოველთვის შენთან ვიყავი და შენც სულ ჩემთან ყოფნას ითხოვდი . მოკლედ მთელი ეს ავარია ... მთელი ეს ამბავი გათამაშებული იყო ...
-ვის რაში დასჭირდა ამის...- ზეინმა ხელით მანიშნა რომ მისთვის დასრულების ნება მიმეცა და გავჩუმებულიყავი .
- 2 წლის იყავი და არაფერი გახსოვს , თუმცა მე კარგად მახსოვს შენი ცრემლებით სავსე დიდი თვალები , როცა ჯეიმსის სიკვდილი გაცნობეს. მაშინვე ჩემთან გამოიქეცი და იცი რა მითხარი? ზენ ჩემი ძმა ღმერთმა წაიყვანაო . მერე მკითხე , შეგიძლია ღმერთთან წამიყვანო? შენ ხომ დიდი ხარ და მანქანას ატარებ , ის ძალიან მენატრებაო . - თვალებიდან ცრემლები ღაპაღუპით მომდიოდა , ნელ-ნელა ყველაფერი მახსენდებოდა თუმცა ბუნდოვნად . ჯეიმსი . როგორ შეიძლება დას , თავისი ძმის სახელი დავიწყებოდა?
- მისი სიკვდილის გათამაშება რაში დასჭირდათ ვერ გეტყვი, რადგან ამ კითხვაზე პასუხი თვითონაც არ ვიცი . მხოლოდ ის ვიცი რაც გითხარი . ეს ბიჭი ლონდონში იზრდებოდა . სწორედ იმ წლებში გავიცანი როცა სახლიდან და საერთოდ აქედან წასული ვიყავი . შემდეგ აქ ჩამოვიყვანე და თქვენს სახლთან დავაყენე , ვთხოვე რამე გაეხსენებინა , თუმცა არაფერი ახსოვს . პატარა იყო და მასაც დაავიწყდა .- ჩემი ძმა ჩემს სახლთან იყო . ცოცხალია. არ მომკვდარა . - მალე წესით ლუისი და ლიამი მოვლენ . მათ შორის ერთ-ერთია . მოკლედ მიხვდები მაშინვე , როცა ლაპარაკს დაიწყებენ .
-ზეინ რა საჭიროა ეს გამოცანები . უბრალოდ მითხარი რომელია - იმის გააზრებისას რომ ჩემი ძმა ორი უსიმპატიურესი ბიჭიდან ერთ-ერთი იყო ძალიან მესიამოვნა .
-საჭიროა ელენა .  ახლა ადი და დაისვენე . შენს ძმას დიდი ენერგიებით უნდა შეხვდე - გამიღიმა . მე კი ცრემლები მოვიწმინე და ფეხზე წამოვდექი .
-მივდივარ , მაგრამ მარტო იმიტო რო მეძინება . - ამ საღამოს ჩემს ძმას ვნახავ . არ მჯერა . არ მჯერა .
  კიბეებზე ავდიოდი , როცა ზარი დარეკეს . დენდარტყმულივით მოვბრუნდი უკან .
-მოვიდა - ამოვთქვი და კიბეზე დავეშვი .


ბოდიშით პატარა თავია <3
დღეს ჩემი დაბადების დღეაააა 😂😂❤️❤️ იეაჰ <3 მოკლედ მიყვარხართ რა ❤️

Your eyes Adorn the space ✨ (Completed)Where stories live. Discover now