1/1

203 25 17
                                    

-ჯონგინ, მას უყვარდი - კვლავ დაბეჯითებით გაისმა მისი ხმა.

-არ მჯერა - თავი გააქნია ჯონგინმა - და საერთოდ არ მესმის მასზე წასრულში რატომ ლაპარაკობ?

-იმიტომ, რომ გარდაიცვალა... - მისმა სიტყვებმა თითქოს ბიჭის გულის ცემა შეაჩერა - 3 წლის წინ.

-რას ლაპარაკობ? ამდენი სისულელე ერთად... - თავი გააქნია და ოდნავ ჩეცინა.

-არაფერია ამაში სისულელე. - მან მკლავზე მოჰკიდა ჯონგინს ხელი და დაჟინებით დააჩერდა მის სახეს. - მომისმინე და ყველაფერს აგიხსნი.

ჯონგინი მის საუბარს ყურს უგდებდა და ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს ნელ-ნელა სწყდებოდა გარე სამყაროს. ნისლით მოცული მისი გონება მხოლოდ ნაწყვეტ-ნაწყვეტ აღიქვამდა მიღებულ ინფორმაციას. გრძნობდა, რომ სუნთქვა უჭირდა. ამდენი მძიმე ინფორმაციით გაჟღენთილი ჰაერი ძნელად აღწევდა მის ფილტვებამდე და სულს უხუთავდა. მკლავი უხეშად გაითავისუფლა მისი თითების მჭიდრო მარწუხებისგან და ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი. უეცრად თავბრუსხვევა იგრძნო და ოდნავ წაბარბაცდა, თუმცა სწრაფადვე მოეჭიდა იქვე დგარი სკამის საზურდეს. თვალები დახუჭა და შუბლზე მიიდო ხელი.

-კარგად ხარ? - ხელი მიაშველა მან.

ჯონგინს არაფერი უპასუხია. მხოლოდ ოდნავ დაუქნია თავი.

„უნდა ვნახო" ბრძანებასავით გაისმა მის გონებაში და გასასვლელისკენ აიღო გეზი.

-სად მიდიხარ? - გაკვირვება გაკრთა მის ხმაში.

-მშვენივრად იცი სადაც - ზედმეტად აუღელვებელი და მშვიდი ხმით უპასუხა ჯონგინმა და სახლი დატოვა.

4 წლის წინ მომხდარი კადრებად ტივტივებდა მის გონებაში. ექოსავით ჩაესმოდა მისი ცივი ხმა, რომელიც დაჟინებით უმეორებდა, რომ აღარ უყვარდა... რომ უნდა წასულიყო... რომ წუხდა, მაგრამ ეს დასასრული იყო...

ფიქრებიდან მძღოლის ყვირილისა და იმ მანქანის გაბმული სიგნალის ხმამ გამოარკვია, რომელსაც კინაღამ შეეჯახა. მხოლოდ ახლაღა გაიაზრა, რომ გზის უმეტესი ნაწილი უკვე გამოევლო. ხელის ზურგით უხეშად მოიწმინდა ცრემლები, რომელთაც უკვე მთლიანად მოესწროთ მისი სახის დასველება და ეცადა მთლიანად კონცენტრირებულიყო გზაზე.

ეგოისტიWhere stories live. Discover now