ჩანიოლი პირველ კურსელებით გადატენილ სართულს ივლის, რომ როგორღაც თავის აუდიტორიას მიაგნოს, მაგრამ გზაში პატარა სხეული ეჯახება და იატაკზე ვარდება თავის წიგნებთან ერთად.
- უი... მაპატიე ვერ შეგამჩნიე! - წამოიყვირა გიგანტმა და დაიხარა რომ პატარას დახმარებოდა.
- თვალები მიხატული გაქვს? - წამოიყვირა ბექჰიონმა უცებ ფეხზე წამოხტა და წიგნების აკრეფა დაიწყო.
- უკაცრავად? - შოკირებულმა ჩაიცინა - მადლობა უნდა გადაგეხადა პარაზიტო! - კბილებში გამოსცრა ჩანიოლმა.
- ნუ მიდგახარ ქართლის დედასავით! გაიწიე! - ბექჰიონმა, ჩანის გვერდი აუარა და თავის აუდიტორიაში შევიდა.
- ეს ლილიპუტი! - შეიცხადა ჩანიოლმა.
უცებ მის გვერდით მისი პირველკურსელი, ბავშვობის მეგობარი ომეგა, სეჰუნი გაჩნდა.
- გიგანტო სულ წითელი ხარ, ამჯერად რომელი თამაში წააგე?
- თამაში არაფერ შუაშია სე - თმა ნერვიულად მოიქექა და ხელი მეგობრის მხრებზე დაასვენა - ლილიპუტმა ნერვები მომიშალა.
- აა ეგ ის სწერვაა წიგნისჭიას ლუქით? - სეჰუნმა გადაიხარხარა.
- რა გაცინებს?
- ვაიჰ... წარმოვიდგინე როგორ ხოცავთ ერთმანეთს სპილო და ჭიანჭველა - სეჰუნმა თვალებთან ჩამდგარი ცრემლი მოიწმინდა - მაგრამ დაიმახსოვრე! - საჩვენებელი თითი სახესთან მიუტანა - სპილოს ჭიანჭველის ეშინია - გველურად ჩაიცინა და სანამ ჩანიოლი ჩაარტყავდა რომელიღაც ლექტორს შეუვარდა კაბინეტში.
- აიშ... რა უნდა ამ ჭინკას ჩემგან? - ნელი ნაბიჯებით აუდიტორიაში შევიდნენ და თავისი ადგილი დაიკავეს.
- რავი ძმაო რა გითხრა, უკვე მეორე კურსზე ხართ და ყოველი დილა ერთნაირად გეწყებათ - სიცილით თქვა სეჰუნმა.
- მომაბეზრებელი ბეტა! - წამოიძახა ჩანიოლმა და ლექტორის მოსმენა განაგრძო, ბოლოს და ბოლოს ერთ კვირაში გამოცდები უნდა ჩაებარებინა.