ცუდ ადგილას დასმული ცუდი კითხვა

1.5K 232 39
                                    

ჩემი ერთადერთი ხსნა.

ჩემი ერთადერთი გამოსავალი გახდა ყავისფერთმიანი. რომ იცოდეთ რა ლამაზი იყო...

უკვე აღარც მაბრაზებდა მისი დუმილი, პირიქით, ამ სიჩუმით შეპყრობილი ვუცქერდი თეჰიონს, თეჰიონი კი - ნახატს.

უბრალოდ ეს სიხისტე ცოტათი მეხელოვნურებოდა. თვალსაც არ ახამხამებდა!

ვიფიქრებდი გავგიჟდითქო, მაგრამ დილაობით ყველაფერი ჩვეულ რეჟიმში ბრუნდებოდა, რაც საბოლოოდ აბათილებდა ჩემს ჰიპოთეზას.

მაშინ ძალიან მიჭირდა ცხოვრებისთვის ნაბიჯის აწყობა. ისე რა ოპტიმისტი ვარ...

რა ნაბიჯის აწყობა, ყველაფერი თავზე მენგრეოდა.

უბრალოდ ვსუნთქავდი, ვჭამდი და კიდევ რამდენიმე ასეთს ვაკეთებდი. მორჩა.

შეგიძლიათ შეგებრალოთ, ჩემთვის მაინც სულ ერთია. 

უბადრუკ სხეულში უბადრუკი სულია.

მხოლოდ იმ იისფერ კაბას ვერ ვიმეტებდი სანაგვეზე მოსასროლად, თორემ დიდი ხნის წინ მოვიკლავდი თავს, ალბათ.

და იმ ყვითელბერეტიანს...

როგორ დამეტოვებინა მარტო წყეულ პატარა ოთახში? რა მოხდებოდა, თუ მასაც კლაუსტროფობია სტანჯავდა?! მეთქვა 'უკაცრავად, ბატონო, მაგრამ ახლო მომავალში სუიციდს ჩავიდენ, ამიტომ არ შეგეშინდეთ რომ ვეღარ მნახავთ-მეთქი?!'

აბსურდი.

ზედმეტად ამაყი ვიყავი ამისთვის...

თან ხომ გითხარით - არ ვაინტერესებდი საერთოდ...

აი, მე კი შვება ვიპოვე მის რადიუსში. სიმშვიდეს გავცდი და ასტრალში გავედი.

მერე უცებ გავთამამდი, იმედი მომეცა, მეთქი, იქნებ, გადავრჩე...

- უკაცრავად, თქვენს სახელს გამანდობთ?

ოჰ.

ცუდ ადგილას დასმული ცუდი კითხვა...

შემომხედა და იცით რა ქნა?

დიახ, ეგ.
ისევ ეგ...

გული დამწყდა, რა...

არადა ძალიან მიხდებოდა ის ოდნავ გახუნებული იისფერი კაბა...

_______________________
სალამი, როგორ ხართ?
ვცდილობ, არაპროგნოზირებადი ვიყო, გამომდის?
არ მოგატყუებთ, ახლა მთლიანად 'ფსიქოპათზე' ვარ გადართული...
დილემა მჭამს. დასასრული მჭირდება, მაგრამ როგორი?!

მე, შენ და ვინსენტი (დასრულებული)Where stories live. Discover now