,, ის დღე, როდესაც მას შევხვდი, არასდროს დამვიწყებია. ალბათ არც მას დაავიწყდებოდა."
პატარაობიდანვე ვიცნობდი ჯიმინს. იგი ისეთივე ცივი არ იყო როგორც მე ვარ ახლა. აღარაფერს ვგრძნობ მისი დაკარგვის შემდეგ. გაგეცინებათ მაგრამ, ცოტა გავგიჟდი. არასდროს მითქვამს მისთვის ჩემი გრძნობების შესახებ, არასდროს მითქვამს თუ რა ტკივილს ვიგრძნობდი, თუ იგი მარტო დამტოვებდა. ალბათ ამას ვეღარასდროს შევძლებ.
ჩემი ბრალია ყველაფერი,მხოლოდ ჩემი.
რა კარგი იყო ის დღეები, როცა ერთად ვიყავით.
-იცი, ჯიმინ, როგორ მენატრები? შენს არყოფნის გამო გავგიჟდი და სულ სხვა ქვეყანაში გადამიყვანეს.
ალბათ, ისიც იცი, რომ ეს ყველაფერი ჩემი ბრალია, მაგრამ ამის აღიარება რატომღაც არ გინდა!
ჯიმინ, თუ შენ გესმის ჩემი,
იცოდე რომ, ყველაზე მეტად მიყვარხარ. ამის თქმას ვერ ვბედავდი, მაგრამ ასეა.
ჩემი ოჯახის ბრალია ეს რომ მოხდა. შენ იცი, მათი მდგომარეობა. მამაჩემს ვეზიზღებოდი, დედაჩემს კი უბრალოდ ჩემი სიკვდილი სურდა. მათ მხოლოდ სიყვარული გოგოსა და ბიჭს შორის მიაჩნდათ! მაგრამ იმასაც კი ვერ ხვდებოდნენ რომ თავის თავს ატყუებდნენ. მე შენ სიგიჟამდე მიყვარდი და ამას ვერ შეცვლიდნენ, ვერანაირად.
შენ ყოველთვის მიმეორებდი თუ როგორ გიყვარდი, მეფერებოდი და მეალერსებოდი, მაგრამ მე ისეთი ცივი ვიყავი როგორც ყინული. ეს იმის ბრალი არ იყო, რომ იგივეს არ ვგრძნობდი შენს მიმართ.. უბრალოდ მაშინებდა ეს ყველაფერი და იმის გაფიქრებაზეც კი მაკანკალებდა, რომ ეს გატკენდა. მხოლოდ მე ვიცოდი ის, რომ ძალიან მიყვარდი, ჩემს თავზე მეტად მიყვარდი, მაგრამ სულელი ვიყავი და ამას არასდროს გეუბნებოდი. იმიტომ რომ, იმ დროს მეგონა, ყოველთვის ერთად ვიქნებოდით და ამის თქმას მოგვიანებითაც მოვასწრებდი.ყველა ის წამი უნდა დამეფასებინა, როცა შენთან ერთად ვიყავი.
უამრავი კარგი და ტკბილი მოგონება მაკავშირებს შენთან, ჯიმინ..