Chapter 1.

3.6K 89 22
                                    


~Forgotten Lake
And Him~

ჩემი დაბადების დღე.
აჰ როგორი სასიხარულოა როცა იღვიძებ და გახსენდება, რომ უკვე 34 წლის ხარ.
ღრმად სუნთქავ და ცდილობ სწორად გამოთვალო ეს გელანდება, სიზმარია თუ გაგაცურეს?
ოჰ, საყვარელო ეს რეალობაა.
რეალობა რაც სამწუხაროდ მწარედ გვევლინება და არა ტკბილად.
რეალობა ერთადერთია რაც ადამიანს საგონებელშიც აგდებს და შიშსაც ჰგვრის.
რეალობაა ის, რომ სანამ გათამამებული და ფულიანი ელიტა საკმაოდ კარგად ისვენებს ამ ზაფხულს სხვადასხვა ადგილებში, მანამდე მილიონობით ადამიანი შიმშილობს.
გლობალური დათბობა კი ცხვირწინ გვიტრიალებს დროშებს.
რეალობაა ის, რომ მალევე ჩვენი დაუდევრობით არც ერთი ცხოველი არ გადარჩება და 'აორთქლდება', გაიხრწნება.
რეალობაა ისიც რომ მალევე ჩვენი დაუდევრობით ხის ჩრდილსაც ვერ შევამჩნევთ!
მოსაკითხია, თვითონ ხეს შევამჩნევთ?

როგორც ყოველთვის ამ სამყაროზე გაბრაზებული ვარ და ისე მივაბიჯებ მწველი მზით განათებულ ქვაფენილზე.
მზეს ჩემი კანი ეფიცხება და მისგან მაქსიმალურ სითბოს იღებს, რაც ჩემი ორგანიზმისთვის სიამოვნების ზენიტია.

როგორ არ უნდა ვიყო გაბრაზებული?
მიმოიხედეთ.
კარგად დააკვირდით.
ბევრი რამ არის აქ.
ნუთუ ადამიანს არ უნდა ჰქონდეს იმის შეგნება რომ ნაგვის ურნა არსებობს?
ნუთუ იმ დროში დავბრუნდით სადაც ჯერ კიდევ შიშვლები დარბოდნენ და ერთმანეთს ტყავს აცლიდნენ.
შეუგნებელი არსებები!

მარტო სიარული არც ისე მომაბეზრებელია.
უბრალოდ დადიხარ როგორც მოგწონს და ამოძრავებ ტანს ისე, როგორც მოგწონს.
არ უნდა იდარდო იმაზე, სხვები შენზე რას იტყვიან.
შენ შენ ხარ.
აი მაგალითად მე მე ვარ.
ნაცრისფერ, კოპლებიან კაბაში გამოწყობილი ქალი.
შავი თმებითა და კრემისფერი შლაპით.

ჯერ კიდევ შეფიქრებული ვუყურებ სახელს.
უბრალო სახელს არა.
კაფის სახელს.
The Forgotten Lake.
ყოველთვის ვცდილობ მის აზრს ჩავწვდე.
რამდენი ვიფიქრე.
რამდენი ვიწვალე.
მაგრამ ვერაფერს ვიხსენებ ერთი სიმღერის გარდა.
The Handsome Family- ის The Forgotten lake.
შეიძლება უბრალოდ ეს სიმღერა უყვარს ვიღაცას.
ან უბრალოდ ეს სახელი ჩემი ტვინის საჭყლეტად დააწერა.

Two GhostsWhere stories live. Discover now