Chapter 17.

517 44 10
                                    

~Я знаю, что время лечит, но мне пока не легче~

საშინელი წვიმის შემდეგ,
1 კვირა გაუსაძლისი სიცხე იყო.
1 კვირა ისევ წვიმდა და ასე შემოგველია ზაფხულის დღეები.
20 აგვისტოს დილა გათენდა.
ჩიტები როგორც ყოველთვის ჭიკჭიკებდნენ და ვაღიარებ არ მომბეზრდება მათი მოსმენა.
მზის სხივები თვალებში არ მომხვედრია.
ცა მოღრუბლული იყო და ბალახიც დანამული იყო.
მეტად ცუდ ხასითზე დავდექი, რადგან ჩვენს წასვლას ასეთი ცუდი ამინდი დაემთხვა.

საწოლზე წამოვჯექი და ჰარის დავაკვირდი.
მისთვის დამახასითებელ პოზაში ეძინა და პირიდან დაბალ ხვრივნას უშვებდა.
წვერი ოდნავ წამოზრდოდა და ნიკაპს უფარავდა.
ხანდახან მინდა, რომ საათობით დავჯდე და ვუყურო.
ვუყურო მის სიმშვიდეს.
ვუყურო და ვაანალიზებდე, რომ მას პრობლემები არ აქვს.
მას არ ენატრება არავინ.
მას არაფერი სტკივა.
მინდა, რომ საკუთარ თავს ტყუილი დავაჯერო.
მინდა, რომ დავიჯერო, რომ ის ყოველთვის ჩემთან იქნება.
ყოველდღე დამეცემა მისი დორბლი ლოყაზე.
ყოველდღე დამიკბენს სხეულის ნაწილებს.
ყოველდღე იბუზღუნებს და გამებუტება.

ჩემი ცხოვრებიდან გამომდინარე, ყოველთვის იმას ვარ შეჩვეული, რომ რაღაც შეცდომას ვუშვებ.
რაღაცას მაინც არასწორად ვაკეთებ და ამით ვიღაცას ვკარგავ.
არ მინდა, რომ ახლაც ასე მოხდეს.
არ მინდა რომ დავკარგო.
მინდა რომ ყოველთვის გვერდით მყავდეს და არასდროს მიმატოვოს.

ვიცი დიდი ხანი არაა, რაც ერთმანეთს ვიცნობთ.
მაგრამ ის უკვე ჩემს ცხოვრებაში მთავარი ფიგურაა.
ყველა წითელი ძაფი მას უკავშირდება.
ჩემი ყოველი სისხლძარღვი მასთან მიდის.
მე მისით ვფუნქციონირებ.

ჯანდაბას ეს დამპალი ცხოვრება.
დასწყევლოს ღმერთმა კაცობრიობა.
თუნდ ჯოჯოხეთის ცეცხლში დავიწვა ჩემი ცოდვებისთვის, მზად ვარ ეს ჰარისთვის გავაკეთო.
ყველაზე ეგოსიტმა ადამიანმა, მზად ვარ ეს მისთვის გავაკეთო და არ ვინანო.
მე ყოველთვის ფარისეველი ვიყავი და არასდროს მქონდა სიმამაცე ოდნავი უმნიშვნელო რაღაცისთვისაც.
მე მელა ვიყავი.
ცუდი მატყუარა მელა, რომელსაც ყველაფრისთვის საზღაური მიზღვა, მაგრამ ვინ იცის.
იქნებ ჩემი დასჯა ჯერ არ დასრულებულა.

Two GhostsWhere stories live. Discover now