არაფერი,მაგრამ ამავდროულად ყველაფერი.

331 48 69
                                    

"ყოველთვის მაინტერესებდა რას ნიშნავდა სიყვარული,როგორი იყო ის და რას გრძნობდი,როცა მას განიცდიდი.

ადრე უბრალოდ შეგუება მეგონა. ვთვლიდი,რომ ის უბრალოდ ენდორფინების დიდი რაოდენობით გამოყოფა იყო და მეგობრებს სულ დავცინოდი,როცა აღტაცებულნი მიყვებოდნენ,როგორ უყვარდათ საკუთარი რჩეულები. სასაცილოები ხართ მეთქი ვეუბნებოდი,ისინი კი მხოლოდ მხრებს იჩეჩდნენ და "შენც გამოცდიო"-თი იფარგლებოდნენ.

მართლები ყოფილან და ძალიან ვნანობ,რომ მათ მასხრად ვიგდებდი,მათი სიტყვების არ მჯეროდა და მუდამ იმაზე ვწუწუნებდი,რომ საკუთარი სასიყვარულო ისტორიებით მომაბეზრეს თავი.

როცა ის დავინახე...არა,თვალი მოვკარი ადგილზე გავშეშდი. მასზე ლამაზი არავინ მენახა ამქვეყნად და ვერც ვერასდროს ვნახავდი,ამაში ღრმად ვიყავი დარწმუნებული.

ღია ვარდისფერი,ოდნავ ხორცისფერში გარდამავალი თმა ჰქონდა,მაგრამ მზის შუქზე მუქი მალინისფერი უჩანდა. თვალები კაშკაშა ყავისფერი,თაფლივით ტკბილი ჰქონდა. მიყვარდა მასში ყურება და საკუთარი ანარეკლის დანახვა. ცხვირი პაწია,მაგრამ ლამაზი ჰქონდა,მაგრამ ჩემი ფავორიტი მაინც მისი ტუჩები იყო. დიდი,ფუმფულა და მარწყვისფერი.

რეალური არ იყო,ან შესაძლოა მე ვთვლიდი ასე.

ის ღმერთისგან მოვლენილ საჩუქრად ან ეშმაკისგან მოვლენილ წყევლად ჩავთვალე,რადგან გამორიცხული იყო,რომ რეალური ყოფილიყო.

ასეთი სილამაზე ბუნებაში არ არსებობს. ასეთი ლამაზი მსოფლიოში არავინ არ არის.

პირველად პატარა კაფეში დავინახე,სადაც ხშირად დავდიოდი. გახსნის დღიდან მისი ერთგული მომხმარებელი ვიყავი და დარწმუნებით გეტყვით,რომ ის ამ კაფეში შემთხვევით შემოვიდა. ეს კაფე ისეთ ადგილასაა,თუ არ იცი შიგნით რაცაა,გვერდს რომ უბრალოდ აუვლი.

შემოსვლის მომენტში სახე მთლიანად დამალული ჰქონდა. კეპი და პირბადე ეკეთა,რის გამოც თითქმის არ ჩანდა. დიდი ზომის ჰუდი და შავი შარვალი ეცვა.

You've reached the end of published parts.

⏰ Last updated: Dec 10, 2023 ⏰

Add this story to your Library to get notified about new parts!

SaudadeWhere stories live. Discover now