ბედნიერი ვარ.
რა მაქვს სანერვიულო?
მერე რა, რომ ჩემი გული დაგლეჯილია? ის მაინც ჩემშია და ვერავინ ხედავს.
მერე რა, რომ ჩემი ჭრილობები ღიაა? მაინც ვერავინ ხედავს.
მერე რა, რომ მატკინეს? ვის არ სტკენია?
მერე რა, რომ ისედაც დაგლეჯილი გული დღეს ისევ დაგლიჯეს, ხვალ ხომ მეზობლის ბავშვის მიერ ნათქვამ ხუმრობაზე მაინც გავიცინებ? მას ხომ მაინც გავუღიმებ? მერე რა რომ მის ხუმრობაზე სულაც არ მეცინება, მის აციმციმებულ თვალებს რომ შევხედავ, მარტო ამაზე გამეღიმება. მერე რა. ხვალ ხომ მაინც გამეღიმება.
ამიტომ მიდით, მატკინეთ, დღეს დამანაკუწეთ. მითხარით რომ ის არ უნდა ვიყო რადაც დავიბადე, მიდით, განა ხვალ ისევ არ გავიცინებ?
მიდით ითამაშეთ ჩემით, განა ხვალ მაინც გაღიმებულს არ დამინახავთ?
მიდით, მითხარით როგორ გიყვარვართ, მომაჩვენეთ თავი ისე, თითქოს თქვენთვის სამყაროს ტოლფასი ვარ და შემდეგ მითხარით როგორ ვერ მიტანთ როდესაც მეც შეგიყვარებთ.
ეს არ გართობთ?
სწორედ ეს არაა თქვენი საყვარელი გასართობი? უყუროთ როგორ კლავთ ადამიანებს?
სწორედ ასე არ ფიქრობთ? "მერე რა მოხდა, ხვალ აღარ ემახსოვრებ."
და ამის შემდეგ, დავიჯერო თავს კარგად გრძნობთ? შეიძლება მე ხვალ ისევ გავიცინო, მაგრამ თქვენ გაიცინებთ?