ტკივილი, ცრემლი, გულისტკივილი. ეს ყველაფერი საშინელებაა, მაგრამ იცით რა არის კიდევ უფრო რთული? ის, რომ შენი არავის ესმის. ის, რომ ვერავის ვერაფერს ეუბნები რადგან უკვე იცი რასაც გიპასუხებენ. იცი,რომ ვერ გაგიგებენ, იცი, რომ გეტყვიან "არაუშავს, ეს გაივლის. გეტკინება, გაივლის, გეწყინება, გაივლის, ყველაფერი გაივლის." მაგრამ იმას არავინ უკვირდება ახლა როგორ გტკივა. მხოლოდ გეუბნებიან რომ გაივლის მაგრამ ვერავინ ხვდება მანამდე რამდენად დიდი ტკივილია. მეუბნებიან, "დაიკიდე, გაივლის, დრო, რომ გავა აღარც გემახსოვრება." ეგეთი მარტივი რომ იყოს დაკიდება, არც დაგჭირდებოდა რჩევა. არ დაგჭირდებოდა ფიქრი, მაგრამ იცი საქმე რაშია? დროთა განმავლობაში უკვე იმდენად ბევრ ტკივილის იტან რომ ახალი უკვე მართლა გკიდია. შენდა უნებურად შეეჩვევი და მერე სიტყვები "არაუშავს, მკიდია" სიმართლეს ასახავს. შენდაუნებურად ხდები უგრძნობი, ვეღარ აცნობიერებ, რომ გტკივა, შესაბამისად საჭიროდ აღარ თვლი რომ ტკივილი სხვას უამბო. პასუხი ხომ მაინც იგივე იქნება? მაინც გეტყვის დაიკიდეო. ამ სიტყვებმა კი შეიძლება გამოგაფხიზლოს და განახოს რომ ისევ გტკივა, რაც შენ არ გინდა. ალბათ ამიტომ ბევრს გარიყავ. ბევრს ეტყვი "არ მჭირდები.", ხალხის ნდობას დაკარგავ. უკვე აღარ გეცოდინება ვის უნდა ენდო, ვის არა და უკვე იმდენად ხარ დასუსტებული, თავი აღარ გაქვს არჩიო, ეს კარგია და ეს არაო. ახლა ასეთ მდგომარეობაში ხომ ადამიანების გამო ხარ? მაგრამ არაუშავს. თავის დაღუპვა განაგრძე, ან თავს დაეხმარე რადგან როდესაც დახმარებას ითხოვ, პასუხი მაინც იგივე იქნება.
"არაუშავს, გაივლის."