იცით სიყვარული რა არის? სიყვარული არის ისეთი ამაღელვებელი გრძნობა, რომლის სიტყვებით გადმოცემა, უბრალოდ შეუძლებელია.ალბათ არ არსებობს ისეთი ადამიანი მსოფლიოში, რომ ეს საოცრება არ ეწვიოს.
გამარჯობა, მე თეჰიონი ვარ.23წლის. სეულის ვიწრო ქუჩების წარმომადგენელი. მხატვარი. სკოლა არ დამიმთავრებია, ჩემი და ჩემი ოჯახის უსახსრობის გამო.
ზუსტად ასეთი გასაუბრება მქონდა სკოლის დირექტორთან.
-იცით, ბატონო თეჰიონ, ბევრი ყოყმანის გარეშე, ვფიქრობ აუცილებლად სჭირდებათ თქვენნაირი მასწავლებელი ბავშვებს!
აი ამ დროს , ისეთი გრძნობა დამებადა, თითქოს ვფრინავდი სიხარულისგან. იქნებ საკმარისი ფული მეშოვა, რომ მეჭამა.
სახლში დაღლილი მივედი. სარკეში ჩავიხედე და...-ვიღას სჭირდება საწყალი თეჰიონი?! უსუსური, ღატაკი,
კაცთა მოყვარული თეჰიონი. ყველას ეზიზღები, ვერ ხედავ? ყველა თვალს გარიდებს! წარსულის გამო , უამრავი ცუდი რამ გადაგხდა, მაგრამ ამან ვერაფერი შეცვალა შენს მომავალში!- აი ამ სიტყვებს ვუმეორებდი ჩემს თავს.
ცრემლები სიბრაზისგან წამომცვივდა. იქვე სკამზე წამოვჯექი და ჩამეძინა კიდეც.როგორც მოგეხსენებათ,
მე ადრეც სკოლაში ვმუშაობდი.
იქ ერთ-ერთმა ბიჭმა მიიპყრო ჩემი ყურადღება. ის ჩემზე გაცილებით პატარა იყო. ზუსტად იქ მეწვია ის გრძნობა, რომელსაც სიყვარული ჰქვია. ამის გამო შემემთხვა უამრავი პრობლემა. იმ დროს მამამისმაც გაიგო ეს ამბავი, რომელიც სასტიკად გამისწორდა. რა შემეძლო მაშინ? სრულიად არაფერი. სკოლიდან გამიშვეს. უფულობის გამო კი სახლი დავკარგე. ქუჩაში ვცხოვროვდი.
ამ საქმიანობას მაინც არ ვეშვები. გული მიგრძნობს რომ კიდევ ასეთი რაიმე უნდა დამემართოს. უბრალიდ ჩემს თავს საფრთხეში ვიგდებ .
დილით გავიღვიძე. სკოლაში წავედი. კლასის დიდი შავი კარი ნელა შევაღე. ბავშებს ვერ ვუწოდებდი, ისინი სადღაც 18 წლამდე იქნებოდნენ. გაკვირვებით მიყურებდნენ. მე კი ჩემი თავის გაცნობა დავიწყე.პირველმა დღემ ძალიან კარგად ჩაიარა. მინდა რომ მხოლოდ ის საქმე ვაკეთო, რაც გამომდის. უბრალოდ ქუჩების კედლებზე ვხატო, მაგრამ ფულიც მჭირდება.
დილით ვიღაცის ხმა შემომესმა. კარები გავაღე და ჩემი ახალი მოსწავლე დამხვდა. ისევ ყვითელი ფორმა ეცვა, თმები გვერძე გადაყოფილი, გამხდარი,ლამაზი თვალებით და ასევე ღიმილი ეფინებოდა სახეზე.
- გამარჯობა, ბატონო თეჰიონ. გავიგე რომ აქ ცხოვრობდით და ერთად ხომ არ წავიდეთ სკოლაში?- შემომთავაზა თბილი ტონით.
თავიდან დავიბენი და გაკვირვებული თვალებით ვუყურებდი, რადგან მის აქ გამოჩენას არ ველოდი. შემდეგ აზრზე მოვედი და მცირედით გავიღიმე.
-რა თქმა უმდა, ახლავე გამოვალ. - იმ დროს არ შემიპატიჟებია სახლში. სიმართლე რომ გითხრათ, შემრცხვა, ჩემი მდგომარეობის გამო.ხუთი წუთიც არ იყო გასული რომ სახლიდან გავედი.
-იცი, შენი სახელი დამავიწყდა და შეგიძლია გმახსენო?- ღიმილით ვკითხე.
-რათქმა უნდა, მე ჯონგუკი ვარ.
-აა... გამახსენდა ჯონგუკ.. შენ სად ცხოვრობ ?
-თქვენი მეზობელი ვარ..
-აქამდე არ შემიმჩნევიხარ.
- არაუშავს, ბატონო თეჰიონ.
მე კი ყოველ ღამე გიყურებდით თუ როგორ ხატავდით ქუჩის კედლებზე ორნამენტებს.-იცი ჯონგუკ, მინდა მხოლოდ თეჰიონი დამიძახო . ჩვენ ხომ უკვე ვიცნობთ ერთმანეთს, ასევე მეზობლებიც ვართ და ისე არც ვარ შენზე ძალიან დიდი. მხოლოდ ოთხი წლით ხარ პატარა ჩემზე.
ამასობაში სკოლაშიც შევედით. გაკვეთილი სიხარულით ჩავატარე. თითქოს ჩვენმა დიალოგმა რაღაც პოზიტიურად იმოქმედა ჩემზე .
სკოლის დამთავრების შემდეგ ერთად უნდა წავსულიყავით სახლში. მაგრამ ჯონგუკი მის თანატოლ ბიჭთან ერთად მიდიოდა სადღაც.
მე მარტო წავედი სახლში. სახლის კარი შევაღე და გაოცებისგან მუხლებში სისუსტე ვიგრძენი..
YOU ARE READING
Art Teacher.
Fanfiction-მე შენი მასწავლებელი ვარ.. ეს არასწორია.. -არა, თეჰ.. ეს ყველაზე სწორი რამ არის, რაც ოდესმე გამიკეთებია.