ხელები ამიკანკალდა, ჩემში უამრავმა ემოციამ გაიღვიძა,გადმომცვივდა შიშისა და გაოცების ცხარე ცრემლები. სწრაფად გავიქეცი საფულისკენ სადაც სახლის ქირა იყო და ასევე ჩემი პირველი ხელფასი. მივვარდი, გავხსენი მაგრამ აღარაფერი დარჩენილა. იქაურობა არეული იყო. კედელს მივეყუდე და ავქვითინდი.
- ყველაფერი შენ როგორ უნდა დაგემართოს? ახლა რითიღა უნდა გადაიხადო ქირა? უეჭველად გარეთ დარჩები როგორც ადრე, თან ეს გადახდის ბოლო დღეა. -ჩემთვის მწარედ ვჩურჩულებდი.
შემდეგ ძლივს ძლივობით წავედი საწოლისკენ, გაუხდელად დავწექი და ტირილში ჩამეძინა.მეორე დღეს, როცა სკოლაში მივდიოდი დერეფანში შემხვდა ბინის მეპატრონე, რომელოც ალბათ ქირისთვის მოდიოდა. ავუხსენი ყველაფერი, რა როგორ მოხდა, მაგრამ ეს კაცი
ერთი და იგივეს იმეორებდა.-ახლა მომისმინე თეჰიონ, ცუდია ასე რომ მოხდა, შენს მდგომარეობაში შევდივარ, მაგრამ სამწუხაროდ თუ ვერ გადაიხდი ამ ბინის ქირას, დატოვებ აქაურობას. არ გეგონოს, რომ სხვა კლიენტები არ მყავს, მხოლოდ ერთ დღეს გაძლევ, ფულს ან მოიტან ან დაემშვიდობები ამ სახლში ცხოვრებას.
იმ დროს, რა თქმა უნდა, ვერ გადავიხდიდი ამ ქირას, ამიტომ საღამოს დავიწყე ბარგის ჩალაგება. გონზე ვერ მოვდიოდი რომ ისევ ქუჩაში ვაპირებდი ცხოვრებას.
ოთხშაბათ დილას ჩემი ბარგი გამომქონდა სადარბაზოში, როცა იმ დროს ჯონგუკი კიბეებზე ჩარბოდა.
-უი ბატონო თეჰიონ როგორ ბრძანდებით, რა ხდება სადმე გადადიხართ საცხოვრებლად?
-ჯონგუკ, რა გიპასუხო...
უბრალოდ გუშინ გამქურდეს და
არ ვიცი ახლა რა გავაკეთო.დუმილი ჩამოწვა, ჯონგუკი რაღაცაზე ფიქრობდა და ბოლოს გაეღიმა.
-ბატონო თეჰიონ, თუ გინდათ ჩემთან იცხოვრეთ. ძალიან გამიხარდება თუ დამთანხმდებით.
უცებ დავიბენი. ეს ხომ სიგიჟე იყო. როგორ უნდა მეცხოვრა ჩემი მოსწავლის სახლში?!
- არა, მადლობა. რამეს ვიზამ,
თან სირცხვილია რას იტყვიან შენი მშობლები..- არა რა სირცხვილი. თან ორი ოთახია ამ ბინაში, და მშობლები ქალაქგარეთ ცხოვრობენ, ისინი მიხდიან ქირას. არ იქნება არანაირი პრობლემა.
ბევრი ყოყმანის შემდეგ მაინც დამითანხმა მასთან დროებით გადასვლაზე. ვიცოდი რომ ეს არასწორი იყო, ისიც ვიცოდი, რომ არ უნდა მოვქცეულიყავი ასე, მაგრამ სხვა გამოსავალი არ მქონდა და დროებით ეს ფიქრები უკანა პლანზე გადავწიე.
ბარგი ნელა ავიტანე მეექვსე სართულზე . დიდი რკინის ყავისფერი კარი შევაღე, იქიდან დიდ კალიდორში მოვხვდი. თვალებს აქეთიქით ვაცეცებდი, ჭერი განათებული იყო პატარა ნათურებით. ჯონგუკმა ოთახის კარი შეაღო რომელიც ახლა ჩემი უნდა ყოფილიყო.
-თავი ისე იგრძენით, როგორც საკუთარ სახლში. - მითხრა ღიმილით.
-მადლობა ჯონგუკ, შენ რომ არა... უბრალიდ არ ვიცი ახლა სად ვიქნებოდი, რომელ მიყრუებულ უბანში..
-არა რა მადლობა. ძალიან გამიხარდა რომ ჩემს შეთავაზებაზე დამთანხმდით.
ოთახში ნელა შევედი. ერთი პატარა საწოლი იდგა დიდი კარადით. კედლები მოხატული იყო. ძალიან გამიკვირდა.
-ჯონგუკ! -დავუძახე ბიჭს.
-რა მოხდა, ბატონო თეჰიონ?
- მაინტერესებს ეს კედლები ვინ მოხატა?
-იცით, მე მოვხატე.. ეს ბინა ჩემი ოჯახის ნაცნობისია და მომცა ამის უფლება.
- არ ვიცოდი ასე კარგად თუ ხატავდი, ყოჩაღ. სკოლაში კარგად დაგაკვირდები. ნიჭი გაქვს, ეს საქმიანობა უნდა განაგრძო.
-ვეცდები..-შერცხვენილმა ჩახარა თავი.
- და კიდევ, ბატონოთი ნუ მომმართავ თუ შეიძლება..-გავუღიმე.
-კარგით ბატ... კარგი თეჰიონ. - მასაც გაეღიმა და ოთახიდან გავიდა.
YOU ARE READING
Art Teacher.
Fanfiction-მე შენი მასწავლებელი ვარ.. ეს არასწორია.. -არა, თეჰ.. ეს ყველაზე სწორი რამ არის, რაც ოდესმე გამიკეთებია.