-შეიძლება?-შეღებულ კარზე მცირედი კაკუნი ისმის, რასაც კითხვა მოყვება. ხმის პატრონს ათასში ამოვიცნობ ამიტომ ისე, რომ ჭერს თვალს არ ვაშორებ, დამცინავი ღმილით ვუბრუნებ კითხვას, პასუხის სანაცვლოდ.
-უარი რომ გითხრა, გაბრუნდები და წახვალ?
-შესაძლოა-მხრებს იჩეჩს და იღიმის.
-არ მინდა ისეთ ადამიანთან საუბარში დავხარჯო დრო, ვინც პირველი უარის შემდეგვე ფარ-ხმალს ყრის და მიდის-კვლავაც არ ვაშორებ თვალს ერთ წერტილს და ვცდილობ გაბზარული ხმა, განსაკუთრებით კი მასთან საუბრისას, რამენაირად გადავფარო.
-ანუ უნდა წავიდე? -ხმის მიხედვით ვხვდები, რომ ტემბრში ღიმილი დასთამშებს.
-როგორც წესი, ხალხი იმისთვის მკვლელობაზეც კი წამსვლელია, რაც მართლა უნდა. ეს იმაზე მეტყველებს რომ, ჩემთან საუბარს, შენთვის არანაირი გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონია. ასე რომ, ხო ჰარი, წადი...
-არ წავალ-აცხადებს მტკიცედ და ამჯერად მართლა მეღიმება. ბალიშიდან თავს მისკენ ვაბრუნებ და წამიერად, თუმცა ისე რომ ყველაფრის აღქმა შევძლო, ვაკვირდები. არ შეცვლილა, კვლავ ის სტილი აქვს. ტანზე მომდგარი ჯინსი და შავი, უბრალო მაისური, რომელიც შესანიშნავად მიდის ამავე ფერის ვანსებზე. თმის სტილი კი მართლაც შეუცვლია. ადრე სულ ვეწუწუნებოდი კულულები გაიზარდეთქო, თუმცა არასდროს მიჯერებდა, ვინ იცის იქნებ ჩემს ჯინაზეც. ახლა კი მის მხრებს კაკაოსფერი დალალები დასთამაშებდნენ. და თვალები? ჩვენს შორის ამხელა მანძილისდა მიუხედავად, მაინც გარკვევით ვახერხებ მის ჭაობისფერ თვალებში ჩაწდომას და მანამ, სანამ ,ადრინდელივით, საბოლოოდ ჩამითრევდნენ ისინი თავიანთ მორევში თვალებს, ვახამხამებ და დიალოგს ვუბრუნდები.
-უარი რომ გითხრა?
-რომც გამაგდო, პალატის კარს არ მოვშორდები-წარბები მაღლა აზიდა, თითქოს მანიშნა პასუხს ველიო, მეც აღარ დავაყოვნე და თავის დაქნევით თანხმობაზე მივანიშნე-ლამაზი გარემოა-აღნიშნა პალატაში შემოსვლისას და კიდევ ერთხელ, ზედაპირულად, გადახედა თეთრ ოთახს.
-თუ ასე მოგწონს, შემიძლია აქ ცხოვრება გისურვო-ირონიით ვუთხარი და თვალები ავატრიალე. თუმცა ვინ იცის, შესაძლოა მეც ასე მეფიქრა, მაგრამ ახლა, როდესაც ვიცი რომ ეს ოთხი კედელი ჩემს პირად სამყაროს წარმოადგენს და მისმიღმა ყველაფერი ჩემთვის უჟანგბადო ადგილივითაა, წამითაც კი არ შემიძლია მისი სილამაზე გონებაში გავივლო.
ჰარის ადგილი ჩემს გვერდით მდგარ სავარძელში დაეკავებინა და თავისივე თითებს მიშტერებოდა. თუ რამე არ შეცვლილა, ამას მხოლოდ ნერვიულობის ჟამს თუ მიმართავდა, ამიტომ გადავწყვიტე მე წამომეწყო
-საიდან გაიგე?
-მე... გუშინ ნაილი შემხვდა, ცუდ მდგომარობაში ჩანდა. მანამ არ შევეშვი, სანამ ყველაფერი არ მომიყვა, ისიც მთხოვა რომ შენთვის მასზე არაფერი მეთქვა თუმცა...
-ყველაფერი ისედაც ვიცი. ჩემთან არაფერ იმჩნევენ, იღიმიან და ამით ცდილობენ თავიანთი იმედი მეც გამინაწილონ, თუმცა ყალბი ღიმილი ყალბი იმედია.
-ანუ იმედი აღარ გაქვს?-რაც მოვიდა, ბედნიერ ხმას არ იშორებდა, ისც ზუსტად იმგვარად ცდილობდა ჩემს გამხნევებას, როგორც სხვა, თუმცა როგორც ჩანს არც იმდენად შეუძლია თავის მოჩვენება, რომ ამწამინდელი გაბზარულად წარმოთქმული სიტყვები შენიღბოს
-იმედი?ხომ მიცნობ, მცირე შანსიც რომ არსებობდეს მერწმუნე, ჩემზე მეტად არავის ექნებოდა იმის წარმოდგენა, რომ მე მომავალში კვლავ დაბუბრუნდებოდი ცხოვრების იმ მხიარულ რითმს, სადაც უშენოდაც კარგად ვგძნობდი თავს, თუმცა ამ მდგომარეობაში ის სიზმრებიც კი აღარ მინდა, სადაც ჩემს თავს წლების შემდეგ ვხედავ, იცი რატომ? რადგან ის ტყუილია ჰარი, მე კი ტყუილი მეზიზღება. არ მინდა ვხედავდე სიზმარებს, რომელსაც ახდენა არ უწერიათ...
-მაპატიე-შემაწყვეტინა და ჩემი ხელი თავისისაში მოიქცია. ისევ ის რეაქცია, რაც წლების წინ. მაშინაც სწორედ ასე მიჩქარდებოდა სუნთქავა, კანი მეწვოდა და სისხლის წნევა, რომელიც თავში მიტყამდა, ისეთ შეგრძნებას მიტოვებდა, რომ მეგონა თავს ქალა გახეთქავდა. მაგრამ რატომ ვეღარ ვგრძნობ სითბოს? რატომ აღარ მაბენიერებს მისი ხმის გაგონება? რატომ არის ის ახლა ისეთ უცნობად ქცეული, რომელსაც თითქოს შევეცოდე და ამბის გასაგებად შემოიარა. ვფიქრობ ძალა აღარ მაქვს, საიმისოდ არ მაქვს ძალა რომ ვინმე მიყვარდეს. აღარც სურვილი, რადგან არ მსურს აქაურობას ისე მოვშორდე, რომ ჩემს გულს იმ ქვეყნად ვინმეს ტარება მოუწიოს.
-ეს შენი ბრალი არაა, ხომ იცი?-ვეცადე გამემხნევებინა და ძალაგამოლეული თითები ძალივსძლიობით მოვუჭირე ხელზე.
-მე შენთან ვარ დამნაშავე. შეძლებ ჩემს პატიებას?-იმედიანად შემომანათა მწვანე თვალები, რა წამსაც კვლავაც დამიბინდა გონება და მზერს არიდებითა და ღიმილით ვუპასუხე
-მე უკვე გაპატიე. იმ დღეს გაპატიე, როდესაც ტირილით მივაბიჯებდი წვიმიან ამინდში, შენ კი მასთანერთად ბედნიერი დაგინახე. იცინოდით, არაფერი გადარდებდათ,თითქოს სამყაროს მოწყვეტილები იყავით და თქვენივე ღერძზე ბრუნავდითო. გაზაფხულის წვიმა იყო, თქვენ კი ხელჩაკიდებული დარბოდით და ამ წამებით ტკბებოდით. იმას რაზეც მე შვიდი წელი ვოცნებობდი, მან ერთთვეში აქცია რეალობად, ამდროს კი, წამით, მისი შემშურდა. ვიფიქრე ხომ შეიძლებოდა მის ადგილას მე ვყოფილიყავი, ხომ შეიძლებოდა ჰარისთვის ‘სამუდამოდ ჩემი’ მე მეწოდებინათქო და იცი ამის გაფიქრებისთანავე გაქრა ის ბოღმაც და წყენაც, რომელიც ნებასაც კი მომცემდა მოვსულიყავი და ის სახით ასფალტზე მეხოხიალებინა. იმ დღეს ჩემი დაავადების შესახებ მითხრეს, ჩემი სიცოცხლის წამებიც უკვე დათქმული იყო და როდესაც ეს გამახსენდა მივხვდი, რომ უბრალოდ ძალა არ მეყოფოდა საიმისოდ შენთვის ეს მეწოდებინა. იმ დღეს გაპატიე, რადგან მივხვდი, რომ სწორი არჩევანი გააკეთე...
-არა! არა! არა! ამას ნუ ამბობ გთხოვ-მისი ამღვრეული თვალების დანახვისას ისედაც დამსხვრეული გული უარეს დღეში მექცა, თუმცა იქნებ სხვა შესაძლებლობა არც მომცემოდა, მისთვის ის უნდა მეთქვა, რასაც ამდენხანს ვინახავდი და თუ ახლა ვერ ვიტყოდი სამუდამოდ მომიწევდა ამის გაგრძელება.
-უბრალოდ იცოდე რომ მადლობელი ვარ ჰარი, კარგი? და მართლა გულწრფელად მიხარია რომ მაშინ ჩემზე უარი თქვი. ვინ იცის, როგორ გაგწამებდი ჩემი წიკებით, ან როგორ მოგიშლიდი ნერვებს შენი ვაშლის წვენის დალევით-ცრემლის დენაის პარალელურად გამეღიმა-მე არ ვიყავი ის ვინც გჭირდებოდა. მე არ ვარ ის ვინც შენს გვერდით დგომას იმსახურებდა. და მე არ ვიქნები ის ვინც წლების შემდეგ საკურთხეველში შენს გვედით დაიკავებს ადგილს. მაგრამ გთხოვ უბრალოდ მინდა დავრჩე შენთვის სწორედ იმ მეგობრად, რომელსაც დღედაღამ ათას გაუგებარ სისულელეზე წრდი და შემდეგ ამაზე ორივე ვბჟირდებოდით. მინდა დაგამახსოვრდე ადამიანად, რომელთან ერთადაც გაიზარდე და რომლის გამოც შრამი გაქვს მარჯვენა მუხლზე. მინდა ის ადამიანი ვიყო, ვისაც რთულ სიტუაციაში რჩევას ეკითხებოდი და ის ვინც პოზიტივს ასხივებდა, შეძლებ ამას ჩემთვის? შეძლებ დამივიწყო ასეთი ფერმკრთალი, უთმო, თვალებჩავარდნილი და უღიმღამო, მის მაგივრად კი შენს გონებაში ძველი ანასტასია ვიყო, ზღვისფერი თვალებით, წელამდე ჩამოშლილი თმით და რაც მთავარია, არცთუ ისე მომხიბვლელი, თუმცა გულწრფელი, ყველას ამყოლი სიცილით? გთხოვ ჰარი მითხარი
-კი, პატარავ კი. შენ ყოველთვის ჩემი პატარა სტასი იქნები, რომელმაც პირველი შეხვედრისას ლამის დამაინვალიდა-ორივეს გაგვეცინა
-ანუ გახსოვს-ამოვილაპარაკე და ცრემლები მოვიწმინდე და მანაც იგვე გაიმეორა
-მაგას რა დამავიწყებდა-ისევ გაგვეღიმა და საბოლოოდ ოთახში სულისშემძვრელი სიჩუმე ჩამოწვა, ისევე როგორც ჩემს სულში. თითქოს შეიგნიდან დავცარიელდი, თითქოს ჩემმა რაღაც ნაწილმა სამუდამოდ უარი თქვა ჩემზე და უბრალოდ მომინდა კიდევ ერთხელ მომესინა ის, რაც ორი წელი ჩემს გონებაში უსასრულოდ ტრიალებდა.
-ჰარიი...
-გისმენ
-შეგიძლია უკანასკნელად მიმღერო?- ჩვენ დიდ ისტორიასთან ერთად სიმღერაც გაგვაჩნდა, რომელსაც მაშინ ვმღეროდით როდესაც ცუდ ხასიათზე ვიყავით, ან ერთმანეთი გვენატებოდა, მაშინაც როდესაც ნაჩხუბრები ვიყავით, ამ მელოდიის წაღიღინებით ვახვედრებდით ერთმანეთს, რომ წყენა გვიქრებოდა. ახლას სწორედ ეს აღმოჩნდა ის უკანასკნელი, რაც ჩემს ყურებს მალამოსავით ედებოდა და ველანაირ ტკივილს, ფიზიკურსა თუ სულიერს, საშუალებას არ აძლევდა შევეწუხებინე. ჰარი ტიროდა, თუმცა სიმღერას არ წყვტდა, მის ჰარმონიულ ხმას კი კანკალი უფრო და უფრო ეტყობოდა. ვეღარც მე შევძელი თავის შეკავება და მის არეულ, თუმცა მაინ არაამქვეყნიურად ლამაზ ჰანგებს ტირილით ავყევი.
-ჰარი მეძინება, შეიძლება დავიძინო?-მან უარყოფის ნიშნად თავი გაააქნია და ისე გააგრძელა ჩემი თხოვნის შესრულება-გთხოვ, უბრალოდ დაიმახსოვრე, მე სიკვდილის არ მეშინია, იმის მეშინია რომ საკმარისად ვერ ვიცოცხლე. ასე რომ დააფასე თითოეული წამი კარგი? ეცადე ყოველდღე იმაში დახარჯო დრო, რასაც მხიარულად გაიხსენებ მანამ, სანამ სიკვდილი თავისთან წაგიყვანს-თვალები მიმეხუჭა, ოღონდ არა ჩვეულობრივ ეს სულ სხვანაირი შეგრძნება იყო,ისეთი სიტყვით ახსნა რომ შეუძლებელია. და უკანასკნელი რაც ჩამესმოდა ჰარის ტკბილი ხმა იყო, რომელიც უკვე ბოლო ხმაზე ტიროდა, თუმცა სიმღერა ბოლომდე ჩაყავდა-„...და თუ ოდეს მონატრება ტირილამდე მიგიყვანს, გაიხსენე, ჩვენ რომ ერთ დღეს ვარსკვლავთ ცის ქვეშ ვისხედით“თქვენი არ ვიცი, თუმცა მე წერის პროცესში ბოლო ხმაზე ვტიროდი, რადგან ნაწილი ჩემი სიზმრიდან, ნაწილი კი ჩემი და იმ ბიჭის ურთიერთობიდანაა, ვინც 4წელი მიყვარდა. დიდი მადლობა ვინც წაიკითხეთ და გთხოვთ შთაბეჭდილებები გამიზიაროთ💜
პ.ს შესაძლოა მსგავს ერთთავიანებს მივჰყო ხელი💙😂
YOU ARE READING
The last song •H.S•/უკანასკნელი სიმღერა
Short Story"-ჰარიი... -გისმენ -შეგიძლია უკანასკნელად მიმღერო?" °ერთთავიანი ჩანახატი ჰარიზე°