ხატვა უყვარდა. მის ყველა ნახატში შეამჩნევდით პატარა ჩრდილს . ჩრდილს? შეიძლება ნადღაბნიც ვუწოდო. თითოეულ ტილოს კი კუთხეში ჰქონდა მინაწერი
"ნამჯუნისათვის".
არავინ იცოდა , ვინ იყო ეს ნამჯუნი , რას წარმოადგენდა. თითქოს "მისი სამყაროს" გარეთ არც არსებობდაო. დიახ , სწორედ გაიგეთ, მისი სამყარო. გოგონა თავის სახლს "თავის სამყაროს" უწოდებდა და შიგნით არც არავის უშვებდა, ამბობდა ჩემს სამყაროში შემოსვლის უფლება მხოლოდ ნამჯუნს აქვსო.უნდა გენახათ, როგორი გაბრწყინებული თვალებით საუბრობდა ხოლმე მასზე , სამსახურიდან კი როგორი ბედნიერი მირბოდა, ნამჯუნი უნდა დავხატოვო წამოიყვირებდა და ყველასთან დაუმშვიდობებლად ტოვებდა იქაურობას. უყვარდა , და თან როგორ უყვარდა. ღმერთო, განა ოდესმე კიდევ გავხდები ასეთი ბრმა სიყვარულის მომსწრე?
ნეტავ ვინ არის ის კაცი , ნამჯუნი? როგორ გამოიყურება, ან რა აქვს ასეთი,ჭკუიდან რომ გადაჰყავს ეს პატარა გოგონა? ხშირად ესმოდა მსგავსი კითხვები თუმცა როგორც ყოველთვის უპასუხოდ ტოვებდა მათ. ნამჯუნთან შეხვედრის უფლებას არავის აძლევდა , თითქოს ის თავის პატარა საიდუმლო გახლდათ, რომლითაც ყველასთან თავს იწონებდა, მაგრამ არავის აჩვენებდა.უცნაური გოგონა იყო , მისაკუთრება უყვარდა.ვინმე რომ ნამჯუნს უხსენებდა, ბრაზდებოდა და ამავე დროს თვითონ ყოველ წამს მასზე საუბარი სურდა.
YOU ARE READING
for namjoon.
Short Story"რა გინდა..ბოლო წამამდე მის გვერდით მდგარა ის ნამჯუნი. კარგი მეგობარი იქნებოდა" გადაუჩურჩულა ახალგაზრდა ბიჭმა მტირალ გოგონას და საფლავის ქვაზე გამოსახულ მეგობარს ნაღვლიანად გაუღიმა. 4.08.2019