Chapter 16

641 47 17
                                    

A/N - თავი შეიცავს ძალადობას და ფიზიკურ დაპირისპირებას. Be ready. You have been warned.

თავი 16

| Upcoming war |

***

კარებზე ძლიერი კაკუნი გაისმა. 

ჰენრის დასასრული მისივე კარზე კაკუნით დაიწყო, ოჰ როგორ მომწონს ეს საღამო. 

სანამ ზეინი კარს გააღებდა, უჯრიდან პატარა ჯიბის დანა ამოვიღე და ქამარში ჩავიდე, კაცმა არ იცის, შეიძლება თავად იარაღი ჰქონდეს, მაგრამ შანსი არ არსებობს ამაღამ აქედან ცოცხალი გაბრუნდეს.

ჩემს ერთ-ერთ ბიჭს ვანიშნე კარები გაეხსნათ და მანაც მალევე ჰენრის და მის ფინიებს შემოსვლის საშუალება მისცა. მისი ამაზრზენი სახის დანახვისას და იმის გაფიქრებისას რომ შეიძლება ამ უსიცოცხლო, მლიქვნელი და ყალბი თვალებით მარტენის ტკივილს გაუსწორა მზერა, რომ მისი ბინძურ საქმეებში ამოსვრილი ხელებით მარტენს ტკივილი მიაყენა მომინდა რომ იქვე ჩამეძაღლებინა. თუმცა ახლა სულელურად მოქცევა მთელ გეგმას წყალში ჩააგდებს. 

-სწრაფად ვისაუბრებთ და მერე წავალთ. ბევრი არც არაფერია განსახილველი. - მიაყარა ერთმანეთს და ჩემი სახლის მისაღებში ისე შეაბიჯა თითქოს ერთად გავიზარდეთ, იქვე სავარძელზე ჩამოსხდნენ. 

-ხო, სწრაფად მოვრჩებთ. - ჩავილაპარაკე ჩემთვის და მთელი ძალით ვცადე ირონიული ღიმილი არ გამპარვოდა. ზეინის გვერდით ჩამოვჯექი, დანარჩენი ჩემი ბიჭები არ დამსხდარან.

-აქამდე რომ გაგეკეთებინა ყველაფერი რაც ემირმა გიბრძანა ეს ყველაფერი არ მოხდებოდა - კვლავ აგრძელებდა იმის მცდელობას რომ საკუთარი თავი დამედანაშაულებინა და ემირის მიერ 'ნაბრძანები' რაღაცეები სულაც არ მოქმედებდა ჩემზე ისე როგორც მას ეგონა. -პირველი, სატვირთო უნდა დააბრუნო საბაჟოს ხაზში. მეორე, ცამეტი ათასი სტერლინგი დასაბრუნებელი გაქვს. მესამე კი მამაშენს უნდა დაელაპარაკო, ემირთან შეკვრაზე უნდა დაითანხომ, გადაეცი კარგი იქნება ორი ყველაზე მთავარი ბრიტანელი დილერის დაკავშირება, სიცილიამდე ხმა ჩააღწევს, ყველაფერი მშვენივრად წავა. 

Devil Eyes (შეწყვეტილი) Where stories live. Discover now