ცოტა რამ მათზე

107 3 2
                                    

ორთქმავალი ლიანდაგებზე საათში სამოცი კმ-საათში მიდის. მის კუპეებში ბევრი საინტერესო ადამიანია, ვინც ფიქრობს, რომ ეს მატარებელი მსოფლიოში ყველაზე სწრაფია. ისინი აღტაცებულები ესაუბრებიან ერთმანეთს ორთქმავლის ინტერიერსა და ტექნიკურ მხარეებზე. ამ დროს კი მემანქანე ამაყად დგას საჭესთან და ეჭვიც არ ეპარება, რომ მისი უახლესი მატარებელი დანიშნულ ადგილზე დროზე ადრე ჩავა. არც უსაფრთხოება ადარდებს. იგი დროდადრო გადახედავს ხოლმე წინასწარ გამოთვლილ ფიზიკურ ფორმულებს და შემდეგ დარწმუნებული იმაში, რომ უველაფერი რიგზეა კვლავ ამაყად შეჰყურებს მალემსრბოლის გასავლელ გზას.
ერთ-ერთ კუპეში კი პატარა ბავშვი ზის. მისი თვალები ისეთივე ცივია, როგორც ზამთრის ცა ჩრდილოეთის ქვეყნებში.

-ღმერთის გწამთ? -მოულოდნელად კითხავს მას ერთ-ერთი თანამგზავრი.
-არა, ღმერთის არა! -უპასუხებს ბავშვი და ცივ მზერას მისკენ მიაბრუნებს.
-ძალიან კარგი... მე ანტუანი ვარ, პარიზიდან ჩამოვედი...-თითქოს საინტერესო ამბის მოსაყოლად მოემზადა 25 წლის მამაკაცი და თან შავი, ვიწრო სახელოებიანი ფრაკი ცერემონიულად გაისწორა.

ბავშვი 13 წლის ანა იყო, რომელსაც სულ არ აინტერესებდა ახლა ამ გამხდარი პინგვინის ლაყბობა. ლაყბობა, რადგან სწორედ ასე თუ აღიქვამდა მისი ყურები იმ არასაჭირო ინფორმაციის მოსმენას, რომელსაც მისტერ პინგვინი სთავაზობდა.

-მე ანა ვარ, ბრიუსელში გასასეირნებლად არ მივდივარ ბატონო, არც ღმერთზე სასაუბროდ... მხოლოდ ის მინდა, რომ დროზე ადრე ჩავიდე და თუ შეიძლება ნუ შემაწუხებთ... -ერთ ამოსუნთქვაში ჩატია სათქმელი და თავაწეული, გაშეშებული მზერა სარკმელს მიაპყრო.

ანტუანმა თავიდან დააპირა გოგონას მტკიცე პასუხისთვის ლოგიკური კომენტარი ეთქვა, თუმცა მალევე გადაიფიქრა და უბრალოდ მიაშტერდა. ამ გაშტერებული ყურებისას მან გოგონას ყელზე მედალიონი შენიშნა. მედალიონს ჰქონდა ამოკვეთილი პენტაგრამა, ხოლო გვერდით კი საკეტი, რომლის გაღების შემთხვევაში მედალიონი ორ ნახევარსფეროდ განაწილდებოდა.

მინიატურები და მოთხრობები უცნაურ, ზოგჯერ კი საცნაურ ამბებზეWhere stories live. Discover now