Chapter 17

586 44 2
                                    

თავი 17

| Caterham - little town for hide a little girl |

***
თავი 17

(ლიამის თვალთახედვა)

ერთი სრული დღე გავიდა მას შემდეგ რაც ემირს ველაპარაკე.

საბაჟოს ხაზში გუშინ ღმევე დავაბრუნე ის დედანატირები სატვირთო. ვიცი რომ საშინლად მოვიქეცი, ვიცი რომ საზღვარზე ძალნა, ძალიან დიდი დოზის ნარკოტიკი შემოვუშვი მაგრამ სხვა გზა არ მქონდა. სხვა არჩევანი არ მქონდა. 

რაისი გაკეთებაც უნდა დამჭირვებოდა ყველაფერს ვიზამდი რომ მარტენი უკან დამებრუნებინა, და ასეც ვაპირებ. მხოლოდ მამაჩემთნ საუბარი დამრჩა და მისი დარწმუნება რომ ემირ ბელფასტთნ ღირს საქმის დაჭერა, მასთან გაერთიანება თუ რასაც საჭიროდ ჩათვლიან საერთო საქმისთვის ის. 

წარმოდგენა არ მაქვს როგორ ვაპირებ მის დარწმუნებას რომ მისი ერთ-ერთი ყველაზე დიდი მტერი სწორი გარიგება გამოდგება, მაგრამ არ დავნებდები სანამ მამაჩემისგნ შეთანხმების პირობებს არ მოვისმენ და სანამ ამ პირობებს ემირიც არ ნახავს.

უკვე ნახევარი საათია, ან შეიძლება მეტიც რაც მამაჩემს ვუცდი როდის გამოვა შეხვედრიდან. მას სასტუმროების დიდი ხაზი აქვს. ბრიტანეთში საკმაო პოპულარობით სარგებლობს მისი ყველა სატუმრო, ისინი პოლიტიკოსების, ცნობილი სახეების და ასევე სხვა ბიზნესმენების ხშირი დასარჩენი ადგილია. ხუთ ვარსკვლავიანია მისი ყველა ასტუმრო და შემოსავალი იმდენი აქვს, ამიერიდან ფეხი ფეხზე რომ გადაიდოს და ისე გააგრძელოს ცხვორება, წელიწადში შვიდასი ათასზე მეტი მაინც შეუვა. სწორედ ესაა მიზეზი რატომაც ვერ ვიგებ რა ხელი აქვს მამაჩემს დილერებთან და მოვაჭრეებთან. 

ნარკომანი არ იქნება, ეს ზუსტად ვიცი. არასდროს მოსწონდა მსგავსი სიბინძურეების საკუთარ თავზე მოხმარება. სიგარეტიც კი არასდროს მოუწევია, ძალიან ცოტას სვავს და სიგარასაც ათასში-ერთხელ, მხოლოდ პოკერის თამაშის დროს თუ გააბოლებს. 

Devil Eyes (შეწყვეტილი) Where stories live. Discover now