Part 1

213 10 8
                                    

შევტრიალდი და ზურგი ვაქციე...გაქცევა მინდოდა მისგან,მაგრამ არ გამომივიდა.დამიჭირა,თავისკენ მიმატრიალა და წამში დაეწაფა ჩემს ტუჩებს...სითბო ვიგრძენი მთელს სხეულში.ისეთი გრძნობა დამეუფლა,თითქოს ის იყო ადამიანი რომელიც მჭირდებოდა როგორც ჰაერი...ვუყურებდი მას და ვტბებოდი.ვტკბებოდი მისი ღიმილით,სახის ნაკვთებით და ყველაზე მთავარით,თვალებით...
რაღაცის თქმას იწყებს.ესესაა მის ბაგეებს სიტყვები უნდა მოსწყდეს,რომ ტკივილს ვგრძნობ.დიახ ტკივილს...გადმოვვარდი.საწოლიდან.
რამდენიმე წამს ვერ ვაცნობიერებ მომხდარს.საბოლოოდ კი ვხვდები,რომ ჩემმა ქვეცნობიერმა ამჯერად რომანტიკულ სიზმარში მამოგზაურა.
იატაკიდან ავდექი და საწოლზე ჩამოვჯექი.სიზმრის გახსენება დავიწყე,მაგრამ რაღაც რიგზე არ იყო.თითქმის ყველაფერი გამახსენდა გარდა ერთისა,უფროსწორედ ერთი ადამიანის გამოკლებით.ვინ დამესიზმრა?ვინ იყო?ხომ შეიძლება ერთი სიზმარი მაინც დამამახსოვრდეს თავიდან ბოლომდე?ყველაფერი ისეთი რეალური იყო ამ სიზმარში,რომ ისევ ვგრძნობდი მის ტუჩებს,მაგრამ არ მახოვს ვინ იყო ან როგორ გამოიყურებოდა.მხოლოდ მისი თვალები მახსოვს,რომელიც აქამდე პირისპირ არ მინახავს,რადგან რომ მენახა არასდროს დამავიწყდებოდა და ახლაც ვიცნობდი.ალბათ მას ვერასდროს ვერ შევხვდები,მაგრამ ცხოვრება ხომ მოულოდნელობებითაა აღსავსე.
საბოლოოდ გადავწყვიტე,ავმდგარიყავი.სააბაზანოში შევედი თავის მოსაწესრიგებლად,შხაპი მივიღე და მალევე გამოვედი.საუზმე მოვიმზადე და ჩემს საუკეთესო მეგობარს,ანნას დავურეკე ვიდეო ზარით.
ის ესპანელია.ერთმანეთს საკმაოდ ხშირად ვნახულობთ.შეიძლება ითქვას ერთადაც ვცხოვრობთ და ვუვლით მთელ მსოფლიოს,მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო ბოლო ერთი თვის გატარება ჩემს მშობლიურ პარიზში მომიწია.
-კამილა?ცოცხალი ხარ?გუშინ გირეკავდი და არ მიპასუხე.როგორ ხართ?მამაშენი როგორ არის ოპერაციის შემდეგ?-კითხვები მომაყარა ეგრევე ანნამ.
-აჰჰ კარგად ვართ,მამაც კარგადაა.უბრალოდ გუშინ საავადმყოფოში ვიყავით ნაკერებზე და ვერ შეგეხმიანე.
-მომენატრე ძალიან.მგონი პირველად ხდება ჩვენი გაცნობის შემდეგ,რომ ამდენი ხანია ერთმანეთი არ გვინახავს.
-აბა მე მკითხე როგორ მომენატრე-ვუპასუხე მეც
-აუ რა კარგი იქნებოდა შენც წამოსულიყავი ლიამის დაბადების დღეზე.დარწმუნებული ხარ,რომ ვერანაირად ვერ მოახერხებ ჩამოსვლას?
-ჩემზე მეტად იქ ყოფნა არავის არუნდა,ასე რომ დამერწმუნე მეც ძალიან მწყდება გული.თან რო ვიცი როგორც გაერთობით და რამაგარ დროს გაატარებთ ბოღმით ვიხრჩობი
-ლიამიც ძაან გატეხილშია შენ რო არ იქნები იქ
-ვიცი ველაპარაკე და იმედია მაპატიებს.კარგი წავედი ეხლა ჩემებთან უნდა წავიდე და შეგეხმიანები მერე.
-კარგი კარგად,მიყვარხარ სისი.
-მეც კურდღელო.
ჩავიცვი,თმა დავივარცხნე,ჩანთა და მანქანის გასაღები ავიღე და სახლიდან გამოვედი,შემდეგ კი მშობლებთან წავედი.ისინი ცალკე ცხოვრობენ ჩემს ძმასთან ერთად კერძო სახლში.მე კი ბინა მაქვს საიდანაც პარიზის და ეიფელის ულამაზესი ხედი იშლება.მამაჩემი და ჩემი ძმა ფლობენ კომპანიას.მოკლედ რომ ვთქვათ ბიზნესმენები არიან,თანაც საკმაოდ წარმატებულები.საფრანგეთში და არა მარტო აქ,ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ოჯახი ვართ.დედა ქველმოქმედებითაა დაკავებული და ფონდს ხელნძღვანელობს.
მათთან სტუმრობის შემდეგ კი ლიამის საჩუქარზე წავედი.რაც შეეხება მას,ის გახლავთ ლიამ პეინი.ცნობილი მომღერალი და ჯგუფ 1D_ის ყოფილი ვოკალისტი.ის ჩემთვის უბრალოდ მეგობარს არ წარმოადგენს.ასე მგონია ჩემი ძმაა.ის ჯგუფის დაშლის შემდეგ გავიცანით მე და ანნამ და მალევე გავხდით ახლო მეგობრები.მისი დაბადების დღე 2 დღეშია.რატომღაც წელს გრანდიოზულად აღნიშვნა მოუნდა და ბაჰამის კუნძულებზე ერთ-ერთი კუნძული მთლიანად იქირავა და თავის მეგობრებთან ერთად რამდენიმე დღით წასვლა და იქაურობის თავზე დამხობა გადაწყვიტა.თავიდან მართლა ვერ ვახერხებდი წასვლას,მაგრამ როდესაც ყველაფერი მოვაგვარე სურპრიზის გაკეთება გადავწყვიტე,რადგან როდესაც ვუთხარი რომ ვერ წავიდოდი მართლა ძალიან ეწყინა იმიტომ, რომ მისთვისაც მნიშვნელოვანი ადამიანი ვარ და გული დაწყდა იქ რომ არ ვიქნებოდი.
საჩუქარიც ვიყიდე.ისღა დამრჩენია სახლში მივიდე და კუნძულზე წასაღები ტანსაცმელი ავარჩიო.
სახლში მოსვლის და ვახშმობის შემდეგ ჩემს საგარდირობე ოთახში შევედი და საქმეს შევუდექი.ალბათ ყველა გოგო დამეთანხმება,რომ ტანსაცლის არჩევა ხანგრძლივი და დამღლელი პროცესია,მაგრამ ამ ყველაფერში მე ხმამაღალი მუსიკა მეხმარება,ასე რომ ახლაც მუსიკის თანხლებით და ცეკვა-ცეკვით ვურევ ტანსაცმელს.
რამდენიმე საცურაო კოსტუმი,შორტები,მაისურები,კაბები,ფეხსაცმელები და დაბადების დღის წვეულებაზე ჩასაცმელი კაბა,ყველაფერი გავამზადე.
ლიამი და დანარჩენები ხვალ მიდიან კუნძულზე,ერთი დღით ადრე დაბადების დღემდე.მე კი პირდაპირ 29 ში ,წვეულებაზე ჩავაკითხავ.
ცეკვისგან და ტანსაცმელებში ძრომიალისაგან დაღლილი ლოგინზე დავემხე და მალევე ჩანეძინა.
დილით რომ გითხრათ მზის სხივებმა ტკბილად გამაღვიძესთქო მოგატყუებთ.ისევ სიზმარი მესიზმრა,ოღონდ ამჯერად საშინელება იყო.ღამე არ გავა,რომ რამე არ მესიზმროს,მე კი შევეგუე ამ ფაქტს.
როგორც ყოველთვის შხაპი მივიღე,მოვწესრიგდი და მსუბუქი საუზმე გავიკეთე.ჭამის შემდეგ კი ინსტაგრამის თვალიერება დავიწყე,მაგრამ მალევე ტელეფონზე ზარი შემომივიდა,ჩემი ძმა იყო.გუშინ საღამოს მეგობრებთან ერთად გასართობად წავიდა და ვეჭვობ ნაბახუსევზე იქნება.
-ნიკოლას როგორ მოხდა,რომ ასეთ დროს გღვიძავს?
-კამილ,დაო,როგორ ხარ?ძალიან მომენატრე.
-პირდაპირ მითხარი რა გინდა ძმაო
-ხო იცი როგორ მიყვარხარ
-ნიკოლასსს
-შენთან რომ მოვიდე შენს ყოვლისშემძლე წვნიანს გამიკეთებ?
-აჰჰ,როგითხრა არათქო მთელი ცხოვრება შენი ყბიდან ვერ ამოვალ,ასე რომ სანამ მოხვალ გავაკეთებ
-მიყვარხარ დაიკო
-მითხარი ეგ უკვე
-კაი ვიცი რო შენც
მართალია ნიკოლასი ჩემზე 4 წლით დიდია,მაგრამ ხანდახან ისე ბავშვურად იქცევა ხოლმე მაგიჟებს.
საუბრის დასრულების შემდეგ წვნიანის გაკეთებას შევუდექი.ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რამ რაც უნდა იცოდეთ ჩემზე ის არის,რომ კულინარია ჩემი საქმე.ყველა გიჟდება ჩემს გაკეთებულ კერძებზე.
ნიკო მალევე მოვიდა,ჭამის შემდეგ კი ფილმის ყურება დავიწყეთ.
მთელი დღე ერთად გავატარეთ.
საღამოს კი გადავწყვიტე ლიამისთვის და ანასთვის დამერეკა,რადგან უკვე ბაჰამებზე იქნებოდნენ.
-უკაცრავად მაგრამ მანდ ვინმეს ახსოვს ჩემი არსებობა?-განაწყენებულმა ვუთხარი ლიამს
-გამარჯობა ლამაზო,მგონი ერთმანეთს არ ვიცნობთ,მაგრამ ერთ ჩემს მეგობარს გავხართ რომელიც აქ არ არის ახლა-მითხრა ლიამმა სიცილით
-კაი რა ლი,ვიცი რომ ეგ შენი მეგობარი ძალიან გიყვარს.აბა რა ხდება მაქეთ?დაიწყეთ უკვე გართობა?
-ყველა ერთობა,მაგრამ ამისთვის მე ვიღაც მაკლია.
-კარგი ეხლა ნუ ამატირებ-ვუპასუხე მეც
-ლიამ კამილაა?ეხლა ვაპირებდი დარეკვაას-ანნაც ჩაგვერთო
დიდხანს საუბრის შემდეგ გავთიშეთ ვიდეო ზარი,რადგან მათ რაღაც გეგმები ქონდათ.
ნიკოლასმა ჩემთან დარჩენა არჩია,რადგან ხვალ აეროპორტში წამიყვანოს.
ხვალ ხომ დიდი დღეა.დილით ადრე მაქვს ფრენა,კომპანიის თვითმფრინავით მივდივარ.დანიშნულების ადგილას კი საღმოს ვიქნები,ზუსტად ლიამის დაბადების დღის წვეულებაზე მივალ...

~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~
ხოდააა არ მჯერა,რომ ჰარიზე წერა დავიწყეე!!!
იმედი მაქვს მოგეწონებათ.მივიღებ ყველანაირ შენიშვნას და ვეცდები შემდეგი თავები მალე დავდო...
და ბოლოს არ დაგავიწყდეთ VoTe✌🏻

without uWhere stories live. Discover now