Liam James Payne ☀️

598 43 9
                                    

დღეს 29 აგვისტოა, ლიამ ჯეიმს პეინის დაბადების დღე.

მოდით სულ სულ თავიდან დავიწყებ, ჩემი და ლიამის "შეხვედრის" ისტორიის მოყოლას.

ჩემი ახლო მეგობრის ბებია ლონდონში ცხოვრობდა, ემიგრანტი იყო უკვე წლები. 2010 წლის შემოდგომა ახალი დაწყებული იყო. 7 წლის ვიყავი, მეორე კლასში ახალ გადასული, გუშინდელი დღესავით მახსოვს ამ ჩემი ახლო მეგობრის ბებიას 'სკაიპით' როგორ ველაპარაკებოდით, მაშინ კომპიუტერის გამოყენებაც ახალი დაწყებული მქონდა, ნუ მოკლედ რომ ვთქვა მართლა ძალიან პატარა ვიყავი.

მან გვითხრა რომ ძალიან უხაროდა ჩვენი ახალი სასწავლო წელი, გვიხაროდა მე და ჩემს მეგობარს, ერთი ასაკისანი ვიყავით და ოჯახებით ახლოს, სხვა რა გვსურდა მაშინ ბედნიერებისთვის?

ხოდა, ამ ჩემი მეგობრის ბებიამ კარგად იცოდა რომ გვიყვარდა სიმღერების მოსმენა, მაშინ hello kittyს ტელეფონი ჰქონდა ჩემს მეგობარს, მე კი HTC-ს ნახევრად სენსორული ტელეფონი, ორივეს Big Time Rushის სიმღერები გვქონდა გადმოწერილი და კიდევ ჯესი ჯეის დიდიიი ფანები ვიყავით. სწორედ იმიტომ რომ იცოდა ჩვენი დიდი სიყვარული მაშინდელი სელენა გომესის, ჯანსტინ ბიბერის და მაილი საირუსის ერასთან, მოგვიყვა X factorში შექმნილ პატარა ბიჭების ჯგუფზე, One Directionზე.

გვითხრა რომ კარგად მღეროდნენ, ჩვენ რომ მოგვწონდა ისეთი სტილი ჰქონდათ და მოგვეწონებოდა.

იმდღესვე მოვაძებნინეთ დედაჩემს ინფორმაცია ამ ტელეშოუზე და შესაბამისად ამ ბენდზეც.

მერე იყო ყოველი ახალი ლაივ-შესრულების დაგვიანებით ნახვა იუთუბიში, მათი ფოტოების რასაც ქვია ძლივს გადმოწერა ჩვენს საყვარელ ტელეფონებში, სახელების ძლივს დამახსოვრება.

გეფიცებით, ლიამი რომ დავინახე რაც ვიფიქრე იყო ნეტავ ვიცოდე რა ჰქვია და რამდენი წლისაათქო. ვნატრობდი ნეტავ ნაილი მაინც იყოს ჩემხელა რა იქნება მეთქი, მაშინ ყევლაზე მეტად ჰარი მომეწონა. მაგრამ, ასე წლების გასვლასთან ერთად ჩემი ფავორიტი სულ იცვლებოდა სანამ საბოლოოდ არ ჩამოვყალიბდი ეს ბოლო ორი წელია და მივხვდი რომ ხუთივე ერთნაირად მიყვარს.

Devil Eyes (შეწყვეტილი) Where stories live. Discover now