1

85 15 3
                                    


იუნგიმ ნელა გადაჭრა გზა-ჯვარედინი და საკუთარი სახლისაკენ მიმავალი ჭიშკარი შეაღო. სახლის კარი გამოაღო და მისკენ მომზირალ 6 წყვილ თვალს გადახედა. კარები მიკეტა და ხელი ასწია, მცირე მისალმებით შემოიფარგლა და ჯიმინის გვერდით დივანზე მძიმედ დაეშვა.

უყვარს თეჰიონის სახლი. წყნარია. ლამაზი და ადამიანზე მორგებული. თითქმის ბედნიერია კიდეც ბიჭი იმის გამო, რომ ორ-სამ დღეში ერთხელ შეკრებებზე უწევს მოსვლა. ჯიმინი ლუდის ქილას აწვდის ბიჭს და უღიმის. მას კი ისღა დარჩენია ისიამოვნოს შემდგომი საათებით. თვალს ოთახს ავლებს და ბიჭებს ათვალიერებს. სავარძელში ჯინი ზის და მასთან ახლოს მიწეულ ჰოსოკს რაღაცას გამწარებული უყვება. შემდეგ იცინიან და სითხეს ორგანიზმში უშვებენ. ჰოსოკის მოპირდაპირედ მდგარ დივანზე პირველი ნამჯუნი ზის. ხელში დიდი ყურსასმენები უჭურავს და მომტვრეულ ნაწილს იმედგაცრუებული უყურებს. თვითონ დააჯდა ნახევარი საათის წინ სხვა კიარა. ნამჯუნის გვერდით ჯიმინი ზის რომელიც ჯინის მონაყოლს ისმენს, ნახევარს ვერ იგებს, თუმცა მაინც იცინის. თავად იუნგი ჯიმინის გვერდით ზის.

მათ პირდაპირ, ჰოსოკის გვერდით თეჰიონი ზის რომელსაც ღრმად ჩახსნილი ბლუზი ამშვენებს . ბოლოს კი ვიღაც უცნობი, რომელიც თვალებში შესციცინებს სახლის პატრონს. ამას აქ რა უნდა? ჯიმინს ბარძაყზე ხელს უჭერს, რომელიც უმცროსს ბიჭის ფეხებზე დაედო და ატრიალებს
-ეს ბიჭი ვინაა?- ეკითხება თითქმის ხმის ამოუღებლად, ტუჩების მკვეთრი მოძრაობით. ჯიმინი ბიჭის ყურთან იხრება და ასევე ჩურჩულით პასუხობს -თეჰიონმა მოიყვანა, არ ვიცი პირველად ვხედავ.
-ახალი ძუკნა ყავს? -ეღიმება
-თვითონ უფროა ძუკნა -იცინის ჯიმინი და ჯინს უბრუნდება გონებით.

კი. თეჰიონი ნამდვილი ძუკნასავითაა. ერთ დღეს ერთი ჰყავს, მეორე დღეს მეორე. არ ცდილობს სერიოზული ურთიერთობა დაამყაროს ვინმესთან. თუმცა მეგობრობაში მასზე ერთგული არავინ ეგულებოდა იუნგის. თანაც უნდა აღინიშნოს, რომ წამიერი პარტნიორების მიუხედავად არასოდეს წოლილა ვინმესთან .

You've reached the end of published parts.

⏰ Last updated: Sep 02, 2019 ⏰

Add this story to your Library to get notified about new parts!

DIFFERENTSWhere stories live. Discover now