WTF

526 45 13
                                    

ჯინის თვალთახედვით:

5 წუთიანი გაქვავების შემდეგ ისევ მისაღებში ვბრუნდები იმ ვაჟბატონს უკვე დაუკავებია ადგილი. მეც მალევე ვიკავებ ჩემს ადგილს და ვცდილობ არ შევიმჩნიო აქ არსებული დაძაბულობა რომელიც მარტო მე მაწუხებდა

-ჯინ როგორც გეტყობა იცნობ ნამჯუნს

მიღიმის ჯუნმიონი

-ერთ კოლეჯში ვსწავლობთ

დამასწრო იმ იდიოტმა

-ხომ

გავიღიმე და ჭამა გავაგრძელე. ჩემთვის გემრიელად ვილუკმებოდი როცა ბარძაყზე რაღაცის შეხება ვიგრძენი.ჩანგალი მაგიდაზე დავდე და დაბლა დავიხედე ხელში კი ნამჯუნის ხელი შემრჩა.

-თუ შეიძლება თქვენი ხელი მოაშორეთ

ხმადაბლა ვუთხარი

-არა

გამიღიმა

-აუჩ

დავიყვირე და სკამიდან წამოვხტი როცა ბარძაყზე მომიჭირა

-ჯინ რა მოხდა შვილო?!

ყველა გაკვირვებული მიყურებდა

-მე .... არაფერი უბრალოდ ხელი ამტკივდა.... ცოტახნით დაგტოვებთ

მოვიტყუე მაგრამ მეი უეჭველი მიხვდა სიტუაციის დაძაბვა არ მსურდა ამიტომ საპირპარეშოში შევედი. აუხ ფეხი მტკივა თანაც საშინლად. შარვალს ვიხდი და ჩემს ბარძაყს დავყურებ რომელიც ჩალურჯებულია.

"ასეთი რა ხელი აქვს სულ დამალურჯა ადამიანი"

-ვოვ არ მეგონა ასე მალე თუ გნახავდი საცვლებში

გავიგე ნამჯუნის ბოხი ხმა

"ფუ შენი კარების დაკეტვა დამავიწყდა"

ხელები პირსახოცს დავავლე და მალევე შემოვიხვიე წელზე

-რა ჯანდაბა გინდა გადი ახლავე!

დავიყვირე და მივაწექი რათა გარეთ გამეგდო მაგრამ ადგილიდან ვერ დავძარი

wRoNgWhere stories live. Discover now