Chapter 5

177 20 11
                                    

დილით მანამ ვიღვიძებ, სანამ სასტიკი მაღვიძარის გამაყრუებელ რეკვას გავიგონებ.

სკოლამდე ჯერ კიდევ საათნახევარია დარჩენილი, ამიტომ შხაპს ვიღებ და ველოდები თმის გაშრობას, შემდეგ შავ ჯინსის შარვალს, ლურჯ მოკლემკლავიან მაისურს, შავ ვანსებსა და შავ მოსაცმელს ვიცვამ და პირველ სართულზე ჩავდივარ სადაც მხოლოდ ლიამი მხვდება.

-ჰეი, ახლა ვაპირებდი შენს დაძახებას. ღიმილით მეგებება იგი და თავზე მკოცნის.

-მმმ რაკარგი სუნია. ვამბობ, როდესაც სამზარეულოს ვუახლოვდებით.

-ტოსტები მოვამზადე. მპასუხობს ამაყად და ერთ ტოსტს მიწვდის.

-უგემრიელესია. ვეუბნევი გულწრფელად.

-ყავას დალევ თუ ჩაის? ვგიჟდების მის მზრუნველობაზე.

-არ აქვს მნიშვნელობა, რომელსაც შენ დალევ ის მომიმზადე მეც.

-კარგი. მპასუხობს და წყალს გაზქურაზე ადგამს. -დღევანდელის გამო ხომ არ ნერვიულობ? მეკითხება მზრუნველად.

-ცოტა. გამოტენილი პირით ვპასუხობ, რაზეც ორივეს გვეცინება.

-არ ინერვიულო, ბევრ მეგობარს შეიძენ, ამაში ეჭვიც არ მეპარება.

-არ ვაპირებ სკოლაში მეგობრების ყოლას. ვპასუხობ უდარდელად და ჩაის ფინჯანს ვიღებ რომელიც წამის წინ ლიამმა შეავსო.

-რა? რატომ? ცოტა არ იყოს დაიბნა.

მე მხრებს ვიჩეჩავ და თემა სხვარამეზე გადამაქვს.

-შეყვარებული გყავს? ჩემმა მოულოდნელმა კითხვამ გააკვირვა.

-კი, რატომ მეკითხები?

-ისე, უბრალოდ. ვპასუხობ და ჩაის ბოლო ყლუპს ვსვამ.

-აბა წავედით? მეკითხება ლიამი მას შემდეგ, რაც ჩემსა და მის ჭიქას ვრეცხავ და თავის ადგილას ვაბრუნებ.

-კი, ჩანთას ავიღებ და...

***
როგორც კი ლიამმა მანქანა გააჩერა, ჰარი და ზეინი მაშინვე ჩვენთან გაჩდნენ და ასე ერთად შევაბიჯეთ სკოლის ეზოში.

Sunset N.H Where stories live. Discover now