საქმე N11ს-457-80
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
სამხრეთ კორეის სახელით
28 სექტემბერი, 2017კორეის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა შემდეგი შემადგენლობით
თავმჯდომარე: სან დოჰიუნ
მოსამართლეები :ლი სო-იუნ, პაკ მინ-ჯუნ
სხდომის მდივანი : კიმ იეჯუნბრალდების მხარე
პრუკურორი : კანგ ჩონვუდაცვის მხარე :
მსჯავდებული კიმ თეჰიონი, დაბადებული 1995წლის, 30 დეკემბერს , რეგისტრირებული სეულში.ადვოკატი : გა სონჯე
კვალიფიკაცია :
კორეის სისხლის სამართლის კოდექსის 206-ე მუხლი _ ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოაქტიური ნივთიერების შეძენა, შენახვა , გამოყენება
კორეის სისხლის სამართლის კოდექსის 19, 108-ე მუხლი _ განზრახ მკვლელობა
კორეის სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლი მეორე ნაწილი _ განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში.სასჯელი :
დანაშაულთა ერთობლიობით , 20 (ოცი) წლით თავისუფლების აღკვეთა.სასამართლომ დაადგინა :
კორეის სასამართლომ 2017 წლის , 28 სექტემბერს კიმ თეჰიონი სცნო დამნაშავედ განზრახ მკვლელობასა და ფსიქოაქტიური ნივთიერებს გამოყენების ბრალდებით .
2017 წლის 2 სექტემბერს კიმ თეჰიონი იმყოფებოდა ღამის კლუბში.
ალკოჰოლური ზემოქმედებისა და ნარკოტიკული საშუალების მიღების შემდგომ მან 3 სექტემბერს , გამთენიისას დატოვა ზეაღნიშნული ტერიტორია კლუბის წევრ , ვინმე ჰიონ ჯი-ა-სთან ერთად.
3 სექტემბერს 14:57წუთზე სასტუმროს აპარტამენტში ნაპოვნ იქნა ჰიონ ჯი-ა-ს ცხედარი დამამძიმებელ გარემოებაში.
ცხედარს აღენიშნება ძალადობის ნიშნები, ცივი იარაღით აქვს მიყენებული ჭრილობა ყელის, გულმკერდისა და ბარძაყის მიდამოში.მარცხენა ყვრიმლის ძვალი აქვს ჩამსხვრეული. კისტრის მე-5 მალა აქვს გაბზარული.
აღენიშნება მრავლობითი სისხლჩაქცევები. მის სხეულში აღმოჩენილია მსჯავდებული კიმ თეჰიონის ბიოლოგიური ნივთიერება.ნივთიერი მტკიცებულებები:
●ჰიონ ჯი-ა_ს სამედიცინო ისტორია.
●ჰიონ ჯი-ა _ს ტანსაცმელი, პირადი ნივთები ,რომელიც ინახება სეულის პოლიციის დეპარტამენტში.
●შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებულ იქნა დანა, ჰიონ ჯი_ას სისხლის ლაქებით .
●აპარტამენტში ნაპოვნია 700გრ ფსიქოაქტიური ნივთიერება.სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შესაძლებელია გასაჩივრდეს საკასაციო წესით კორეის უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ერთი თვის მანძილზე.
მოსამართლეები :ლი სო-იუნ, პაკ მინ-ჯუნ
.. კიმ თეჰიონი , კორეული მუსიკალური ინდუსტრიის ყოფილი სახე , წარმატებული ბენდის 'ყოფილი' წევრი . კიმ თეჰიონი , აიდოლი , რომელიც 24 საათში არარაობად აქციეს.. ამ სახელით აღარ მომმართავენ. მე 23-ე ბანაკის, 197-ე საკნის პატიმარივარ , F4.. იმ ციხის პატიმარი, რომელშიც სახელმწიფო მოღალატეები და კრიმინალები არიან გამომწყვდეულნი.. რომელთაც რეალურად არანაირი ბრალი არ მიუძღვით.. დიახ ეს უდანაშაულოთა საპატიმროა, კრიმინალური და სასტიკი მოპყრობის ბანაკი.

YOU ARE READING
ICHOR / იხორი
Mystery / Thrillerყველაზე უთანასწორო ორთაბრძოლა საკუთარი თავის და ბედის ჭიდილია. ცხოვრება ერთხელ მაინც მოიტანს იერიშს. მიწაზე ისე სწრაფად დაგცემს , რომ გააზრებასაც ვერ მოასწრებ. გაუძლებ? ხარ ტალოსის შთამომავალი? ჩქეფს კი შენში იხორი? ბანაკი 23 საკანი 197 პატიმარი :...