*1

25 1 0
                                    


04:37
გამთენია.
სიჩუმეს ბადრაგის მძიმე ჩექმებისა და რკინის დაჟანგული კარების ჭრიალის ხმა არღვევს.
- მსჯავდებული F4 , მნახველია .
წელიწადი, 7თვე და 13 დღე გავიდა. ერთადერთი მნახველი ადვოკატია .. ისიც მხოლოდ განსაზღვრულ დღეებში, შუადღის 12 საათზე მოდის, უცვლელად.
- მე არავინ მყავს. შეცდომაა..
- F4, მნახველია ! ადექი !
ვყოყმანობდი ..
ხელებზე ბორკილები გამიკეთეს.
გრძელი კორიდორი.
მიმავალს 4 დაცვა დაგვემატა.
ისევ რკინის კარები.
ოთახში მბჟუტავი სინათლე.
შესვლის თანავე ხელები შემიხსნეს, მთავარმა ბადრაგმა მიბიძგა წინ წავსულიყავი.
დიდი გამჭირვალე მინა ჰყოფდა ოთახის ერთიან სიცვრცეს. მასზე უამრავი ნათითური ამჩნევია.. რამდენის უხილავი მონატრებაა.. უხილავი ტკივილ ნარევი სითბო...
- მხოლოდ 7 წუთი _ ფიქრებიდან დაბალმა ტონალობამ გამომიყვანა , კარები დროებით ჩაირაზა.. მინის მეორე მხარეს , კუთხეში სახე დაფარული მუქი სილუეტია. ბევრი აღარ შევყოვნდი და მისკენ დავიძარი.
მივუახლოვდი თუ არა ქუდთან ერთად პირბადე მოიხსნა..
ჯიმინია..
სკამზე მოწყვეტით დავჯექი და გავიყინე. თვალებში არ მიყურებდა..
ხმას არ იღებდა. ვერც მე ვბედავდი.
მზარავდა მისი დანახვა.. უფრო მზარავდა მისი დუმილი. თითქოს
საუკუნე გაგრძელდა სიჩუმე მაგრამ შეხვედრის დრომ მალე გაირბინა.
- დარჩენილია 1 წუთი.
უამრავი მძიმე, უთქმელი აზრები..
ერთდროულად რამდენი რამის თქმა მინდოდა და თან არა.. ვიხრჩობოდი..
ბოლო წამს ბაგე ძლივს გავაღე და ამოვილუღლუღე :
- ჩვენ პირობა მივეცით ერთმანეთს..
-დიახ,შენ კი დაარღვიე ... _ზარივით ჩამესმა მისი ხმა..
კარები გაიღო,ოთხივე ბადრაგი თავს შემომეხვია .. ხელები ისევ შემიბოჭეს და გამიყვანეს.
ხმა ვერ ამოვიღე.
ჯიმინის სიტყვებმა სრულიად გამანადგურეს. თითქოს მისმა პასუხმა დანით სხეული დამისერა..
საკანში მისვლამდე პანიკური შეტევა დამეწყო.. ისევ... ბადრაგებს წინააღმდეგობას ვუწევდი.. ვღრიალებდი რაც კი ძალ-ღონე მქონდა .. კეტებს მირტყავდნენ. ტკივილი არც მიგრძვნია. ყვირილს ვაგრძელებდი.. ბოლოს ექთანმა ნემსით გამაბრუა..
სისხლით მოსვრილი ძირს დავეცი.
მძულს უძლური საკუთარი თავი..
მხოლოდ ერთხელ ვცხოვრობთ ამ სამყაროში.. იმედი მაქვს..

-------------

Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.

-------------

Happy Min yoongi day
💜
ფიკის გაგრძელებას არ ვაპირებდი..
მაგრამ .. why not? ㅠㅠ

ICHOR / იხორიWhere stories live. Discover now