დილა გათენდა ,მზემ ოთახი გაანათა. პატარამაც გაიღვიძა და ატირდა ავდექი ავიყვანე ხელში დავუწყე ნელნელა რწევა თან ვუმღეროდი სიმღერას,რომელსაც დედა მიმღეროდა ბავშვობაში საკმაოდ ლამაზი ნამღერი გამომივიდა თან ბავშვობის ტკბილი მოგონებები ამომიტივტივდა სიმღერას მოვრჩი დავხედე ჩემ მკლავებში მშვიდად მძინარე პატარა ანგელოზს და გავიფიქერე ამ პატარა უსუსურ არსებას რა უნდა დაეშავებინა ისეთი ,რომ სასიკვდილოდ გაიმეტეს პატარები ხომ უცოდველი არსებები არიან უნდა ვიპოვო მისი მშობლები იქნებ რამე უჭირთ