სამყარო გაქრა, მეც ჩავიძირე მის მშვენიერებაში და ახლა მხოლოდ ის დამრჩა რომ ჩემი ხელის გული მის გამოწვდილ,თეთრ და ლამაზ ხელს შევახო.
არა ჯერ ამისთვის არ ვარ მზად, არ ვარ მისი შეხებისთვის მზად, მისი კანი ჩემი გონებიდან არასდროს გაქრება და ეს კიდევ უფრო მეტ შეხებას მომანდომებს, ხილის პირველი ნაყოფივით უფრო და უფრო მეტი მომინდება მას კი ვეღარ შევეხები, ან მხოლოდ მეგობრულად თუმცა მეგობრობა? მან ხომ უბრალოდ სახელი მითხრა.
და მაინც, თავს ძალას ვატან, ხელს ვუწვდი და ჩემს ხელის გულს მისას ვაკრობ.
- სასიამოვნოა, ემი.
უნდა ნახოთ თვალები როგორ უბრწყინავს, თითქოს საკუთარი პატარა გალაქტიკა აქვს, ვარსკვლავები უწვეტლივ მოძრაობენ, იწვიან, ბზინავენ... მინდა მისი გალაქტიკა შევისწავლო, საათობით ვუყურო მის ულამაზეს თვალებს თავისი საკუთარი, პაწაწინა სამყარო რომ აქვთ, უამრავი ვარსკლავითა და ლამაზ ლამაზი გაელვებებით, ჩრდილოეთის ნათებას რომ სჩვევია.
- ენი და ემი, მომწონს - მიღიმის, ხელს მალევე მაშორებს
წამში ვიგრძენი დანაკლისი, სულშიც და გონებაშიც, მისი შეხებისგან გამოწვეული გრძნობები გამიმძარფრდა და მინდოდა კიდევ და კიდევ მჭეროდა მისი ხელი, დიდხანს თუ საჭირო გახდებოდა სამარადისოდ.
ჩემს კანს მისი შეხება მხოლოდ 2 კვირა ემახსოვრება, გონებას კი არასდროს დაავიწყდება
ლექციის დრო დასრულა და მალევე ენიც გავიდა დარბაზიდან, თვალს ვერ ვწყვეტდი, ვიცი რომ ასე ადამიანს არ უნდა მიეჯაჭვო, თითქოს მის გარდა სხვა არავინ არსებობდეს, ისიც ჩვეულებრივი გოგოა არაფრით გამორჩეული, საყვარელი ლამაზი თვალებით და ბევრი მეგობრებით, მე კი მას როგორც სულიერად ახლა უკვე ფიზიკურადაც მივეჯაჭვე
იმდენად, რომ მისი საკუთარი გალაქტიკის გარეშე არაფერი ვარ.