Green mailbox

2.4K 57 33
                                    

***

ფოსტის მწვანე ყუთთან ვდგავარ და უკვე მეასედ ვიშვერ ხელს რომ კანისფერ კონვერტში მოთავსებული წერილი შიგ ჩავაგდო, მაგრამ წინა ათასი მცდელობის მსგავსად უკან ვიწევი. 

"მიდი მატილდა, ხომ დაწერე? ახლა გამბედაობაც გეყოს და გაგზავნე. მხოლოდ შენს თავთან ხომ არ იქნები გულახდილი, ამის დედაც!" - გაიფიქრა მატილდამ.

"მაგრამ მხოლოდ საკუთარ თავთან ვსაუბრობ ისე რომ განსჯას არ ველი. არ შემიძლია." - კვლავ გაიფიქრა ღვთაებრივი სილამაზის მქონე, სიყვარულის ქალღმერთთან გატოლებულმა 22 წლის ლამაზმანმა და უკან გადადგა რამდენიმე ნაბიჯი. 

-არაფერია, მომავალ წელს გავგზავნი. - ჩაილაპარაკა თავისთვის და წინა ორ წელს მომხდარი გაიხსენა უცბად. 

უკვე მესამე წელი ილეოდა მომხდარიდან მას კი არც ერთი  წამით არ დაუვიწყებია ის ძლიერი გრძნობათა მორევი რაც მაშინ დაეუფლა. 

არ იყო ისეთი ტიპის ადამიანი ვინც მარტივად ახერხებდა ხალხის შეყვარებას და მარტივადვე, ერთი ხელის მოსმით შლიდა მათ საკუთარი ცხოვრებიდან. თუ  მატილდა ლანისტერი შეგიყვარებდათ, ესეიგი საოცრად იღბლიანი ყოფილხართ. 

იმის მიუხედავად რომ ბავშვობიდანვე უამრავი თაყვანისმცემელი ყავდა, მას არასდროს შეჰყვარებია ვინმე. 

იქამდე სანამ მას არ შეხვდა. 

მატილდას და მისი ოჯახი ახლო მეგობრები იყვნენ, ამის გამო 18 წლის მატილდას ხშირად უწევდა თვალისმომჭრელ გრეისთან შეხვედრა. 

გრეი საოცარი გარეგნობის მქონე, მატილდას ასაკის ბიჭი იყო. 

ძალიან ლამაზი გარეგნობა ჰქონდ.ა გამოყვანილი თვალ წარბი, გამოკვეთილი ყბის ზოლი და სწორი ნიკაპის ხაზი, გრძელი ყელი და შემდეგ ზომიერად დაკუნთული მხარ-ბეჭი. თმის სტილს ორნაირად იცვლიდა ხოლმე, ხან კისრამდე სიგრძის ჰქონდა, ხანაც გადაპარსული, ახალამოწვერილი. მის ლამაზ თმას კი ბენდენები ამშვენებდა ზოგჯერ. სტილიც კარგი ჰქონდა, არაფერი განსაკუთრებული მაგრამ მის მაღალ ფიგურას ეს უბრალო სტილი ისე უხდებოდა ბერძენ მითოლოგიურ ღმერთს გავდა.  მისი ღიმილის ყურება ხომ ერთი სიამოვნებით აგავსებდათ, აღარ ვსაუბრობ ისცილზე რომელიც შეუდარებელ ხმას წააგავდა. ლაპარაკის მანერა მის დამჯდარ ხმის ტემბრს ისე შეეფერებოდა იფიქრებდით ნამდვილი ადამიანი კი არა, ხელოვნურად შექმნილი იდეალურობის ნიმუშიოა. სუნამოების გამოყენებაც უყვარდა, თან საკმაოდ დახვეწილი გემოვნება ჰქონდა ამ საკითხში. მის მამაკაცურ სურნელს დამატებული ის საოცარი სუნამო... ალბად მატილდამ რომ ჭკუა დაკარგა მისდამიმ გრძნობებით არც არის გასაკვირი. 

ვერასდროს მიხვდები... (სრულად) Where stories live. Discover now