Happy

148 26 49
                                    

ორი ბიჭი ოთახში გამწარებული დარბის,საჭირო ნივთებს ეძებენ და მხიარულად კისკისებენ.

ერთ-ერთს მუქი ყავისფერი თმა აქვს,მეორეს კი ღია ქერა. ორივეს თბილად აცვიათ და წასვლამდე კიდევ ერთხელ ამოწმებენ ყველაფერს.

ყავისფერ თმიანმა თავის ოთახში შეირბინა,ხელთათმანები აიღო,ტელეფონი სატენიდან გამოაერთა და გასასვლელისკენ წავიდა.

ლამაზი,სქელი,წითელი კურტკა ჩაიცვა,თეთრი ქუდი მოხდენილად დაიხურა და თმა შეისწორა. სარკეში კმაყოფილმა ჩაიხედა და გაიღიმა.

-მზად ვარ,გელოდები - გასძახა ქერას და მოუთმენლად მოჰყვა ცქმუკვას. ერთი სული ჰქონდა როდის მივიდოდნენ დანიშნულების ადგილას და კარგად გაერთობოდნენ. დიდი ხანი იყო გასული,რაც ბოლოს მოილხინეს.

გადატვირთული გრაფისკის გამო ვერ ახერხებდნენ დასასვენებლად სადმე წასვლას და დროს ან სტუდიაში ატარებდნენ,ან დორმში. ყოველდღიურობად ჩამოუყალიბდათ ეს ყველაფერი და ახლა ცხოცრებაში ეს სიახლე სასიამოვნოც იყო.

ქერაც მალე გამოვარდა ოთახიდან,შავი კურტკა და შავი ქუდი დაიხურა,ყავისფერ თმიანს თვალი ჩაუკრა და სახლიდან გავარდა.

-კარს შენ კეტავ - ყვირის გარედან და ბიჭის სახის წარმოდგენისას მხიარულად კისკისებს.

-ხელში ჩაგიგდებ აუცილებლად და მერე ნახავ რაც მოგივა - ემუქრება მკაცრი ხმით,კარს ამოწმებს და ისიც მანქანისკენ მიდის.

-ვიცი რომ გიყვარვარ - მოჭუტული თვალებით უყურებს მანქანაში ჩამჯდარს და თვალს უკრავს.

-ჩონლო, შენ ნარცისო - ბურტყნებს დაღლილი და საზურგეს თვალდახუჭული ეყრდნობა,გადაწყვეტილი აქვს მისვლამდე ცოტა დაისვენოს.

ქერა ხედავს,რომ მეორე ძალიანაა დაღლილი და მთელი გზის მანძილზე ხმას არ იღებს. მხოლოდ უყურებს და დრო და დრო შუბლზე ჩამოყრილ თმას უსწორებს,ნაზად ეფერება. სიყვარულით უყურებს და გულში მადლობას უხდის მშობლებს,რომ ესემში მიიყვანეს. სწორად ამის წყალობით გაიცნო ბიჭი და სწორად ამის წყალობით დაახლოვდნენ.

DAY OFFWhere stories live. Discover now