Part title

485 39 23
                                    

                                                                                               —

მისი საყვარელი სეზონი ზამთარი იყო.

დიდი ხანი ელოდა თოვლის  მოსვლას.
  
თოვლის მოსვლა ოცნებად ექცა და ეს ოცნება ერთ წელიწადს აუსრულდა.
 
როგორც თვითონ იტყოდა:
     "ოცნებები ხდება."
                                                                                             —


* * *

    ერთ უდაბურ ტყეში, პატარა მყუდრო ხის სახლი იდგა. ირგვლივ სხვადასხვა სახეობის ხით გარშემორტყმული. ისეთ ადგილას მდებარეობდა, რომ ხშირად მზის სხივები ძლივს აღწევდა. ამ ადგილს არ ჰყავდა ხშირი სტუმრები, მანამ სანამ არ გამოჩნდა ორი, ერთმანეთზე უზომოდ შეყვარებული პიროვნება.

გაცნობის დღიდან ისინი სახლს სითბოთი ავსებდნენ და სიცოცხლეს მატებდნენ.

ახლაც, დეკემბრის სუსხის მიუხედავად ტყეში გამოიქცნენ, რათა განმარტოვდნენ და საკუთარი სიყვარულით დატკბნენ, შეიგრძნონ ერთმანეთი, მოსწყდნენ იმ სამყაროს, რომელიც სავსეა ყალბი ხალხით, გაუზიარონ სითბო ან სულაც ერთმანეთის ცქერით დატკბნენ.

საკვამლედან კვამლი ამოდის და ღრუბლებს ერწყმის, სადღაც მაღლა მიდის და წამშივე უჩინარდება. როგორც ჩანს, რომელიღაცას უვაჟკაცია და ბუხარში ცეცხლი დაუნთია.

— უკვე მერამდენედ ვიპარებით. - აღმოთქვა ბავშვური ხმის ტემბრით და სახე დაიფარა თლილი თითებით.

— ჰო და ძალიან მომწონს. - ცალყბად გაუღიმა. ბიჭის სახის ნაკვთების კარგად დასანახად, მის თითებს შეეხო და მისგან განთავისუფლება სცადა. — არასდროს დამალო სახე, როცა ჩემთან ერთად იქნები.

WINTER BEARWhere stories live. Discover now