ყვითელია.
ტერფიდან თმის ბოლო ღერამდე ყვითელია.
ხედავ?!
ჰაერიც აყვითლებს შინაგან სამყაროს.
ნოემბერი წეღან მოვიდა.შენ სულამოფსკვნილი გაჰყურებ სახლის წინა ტერიტორიას.წვიმა მიცვალებულზე დაყრილი ბოლო მუჭა სილასავით გეცემა წამწამებზე.მუხის ხე წინ რომ გიდგას, გაოცებული უყურებს შენს ქაჯურ ბუნებას, რომელსაც ასე ერთგულად მალავ.ისიც ახლახან გაყვითლდა.გახსოვს, ბავშვობაში, როცა შემოდგომა მოვიდა, ბევრი მანდარინი ჭამე, სულ გაყვითლდი სახეზე და ყვითელი ფერი პირველად მაშინ შეგიყვარდა.ისე მიეჩვიე სახის სიყვითლეს, მერე უკვე ყველაფერზე ნერვიულობდი, იქნებ ასე მაინც დავკარგო თოვლის ფიფქის ფერი და ძველი, ყველასგან მიტოვებული წიგნის ფერი მივიღოო.გადაშალე სულის ბლოკნოტი და ძველი ჩანაწერების ფრაზები მოწყურებულმა გადაყლაპე, თმის ფერი შეიცვალე და იმ მუხას ფესვები დაუკოცნე, რომელიც ერთგულად გიცქერს და თვალს არ გაშორებს, დედ-მამასავით ზრუნავს შენზე....
*******-გესმის?! სწრაფად გაიღვიძე !! გესმის?!! - სასოწარკვეთილი ხმით უყვირის თეჰიონი ნამჯუნს.
-რა გინდა?! შემეშვი.ისევ 2 წლის ბავშვივით იქცევი. რაღა პირველად ნახე თოვლი?-ასოები ჩაუყლაპა ნამჯუნმა თეჰიონს და მარჯვენა ხელი ვერტიკალურად ჩაიქნია.
-არა, ადექი, მიშველე.ზამთარი მოვიდა.პირველი დღე და პირველი თოვლი წელს გესმის?! პირველი თოვლი, ადექი, მამას გაუხარდებოდა, ხომ გახსოვს როგორ უყვარდა.მისი ხათრით, გთხოვ, ადექი.
-ბოლოჯერ გეუბნები, თავი დამანებე.
**********
დამწუხრებული თეჰიონი შავ მანტიაში გახვეულ დედას კალთაში ჩაუსკუპდა, თითქოს, ისევ 10 წლის პატარა ბიჭი ყოფილიყო და სუნთქვაშეკრული(დედა არ შეეწუხებინა თავისი სუნთქვით) მიინაბა.
YOU ARE READING
ɴᴏᴠᴇᴍʙᴇʀ
Fanfictionყვითელი ფოთლები მიწას უსულოდ ეცემა, რაღაც კვდება, მაგრამ ახალი იბადება.