იტალია, ვენეტოს რეგიონი.
_________________________ტრევიზოს ჩრდილოეთ ფერდობი, არ ივიწყებს საუკუნოვან ტრადიციას და დღესაც ისევე ეფიცხება შემოდგომის მზეს, როგორც მაშინ, როცა პირველად დაამუშავეს მიწა დალოცვილი ვაზის დასარგავად. ეს არის დრო, როდესაც ზომიერი კლიმატი, ცისფერი ზეცა, მზიანი დღეები და გრილი ღამეები ტყით შემოსილ ბორცვებს თანდათანობით ყვითელი, ნარინჯისფერი და წითელი ფერების ათასგვარი ელფერით ამკობს. ეს არის დრო, როდესაც ქალი თუ კაცი, დიდი თუ პატარა, უკლებლივ ყველა, ჯონების მამულს რთველის დაწყებისთანავე სტუმრობს.
სამხრეთ კორეელი ჯონები, წლებია იტალიის მიწებზე უზარმაზარი ვენახებით იწონებენ თავს. ყოველწლიურად უხვ მოსავალთან ერთად, სტუმრების რაოდენობასაც არ უჩივიან. თუ ვინმეს სურს მზით გაჯერებული ტკბილი ყურძნის დაგემოვნება და არც ახლად დაწურული შუშხუნა ღვინის გასინჯვაზე ამბობს უარს,მაშინ უზარმაზარი ვენახები, კეთილშობილ მასპინძლებთან ერთად დაუვიწყარი მოგონებების შესაქმნელად ძალ-ღონეს არ დაიშურებენ.
ცხელი ამინდების, მხიარული დღეების და გულწრფელი ურთიერთობების მიღმა ყოვეთვის გამოჩნდება ხოლმე ვიღაც, ვისაც რთველის დაწყებისთანავე სახეზე ღიმილი ეყინება და მისი ბედნიერი განწყობაც გაჩეხილ ვენახთან ერთად, შამფურზე მოცეკვავე წვნიანი ხორცის ქვეშ იფერფლება.
ვენახში მომიშავე იტალიელებს შორის, ადვილად გამოარჩევთ სამ კორეელ ბიჭს, რომლებიც დილიდან საღამომდე და საერთოდ, უკვე შვიდი წელია, თავდაუზოგადავად მუშაობენ ჯონების მამულში.
სამი მეგობარი, ბავშვთა სახლიდან წამოსვლის შემდეგ, ჰაერში დარჩა. არც სახლი ქონდათ და ის ფულიც, რომელიც ახალი ცხოვრების დასაწყებად ჩაურიცხეს, რამდენიმე თვეში დაეხარჯებოდათ. მათ სახლი ჭირდებოდათ, ადგილი საიდანაც არასდროს მოუწევდათ წასვლა. სახლის ყიდვას კი ფული და რა საკვირველია, ფულს კარგი სამსახური სჭირდებოდა. მარტივი არ არის ცხოვრება დაიწყო იმ სამყაროში, სადაც არავინ გყავს, ვინც ხელს გამოგიწვდის, დაგეხმარება ან თუნდაც, ცხელ წვიანს დაგახვედრებს მაშინ, როცა მთელი დღის ნამუშევარი, სახლში დაღლილი და გაყინული მიხვალ.