~

1K 130 243
                                    

"- ხელი გამიშვი, თეჰიონ! - ვუყვირე შიშისგან აკანკალებულმა, თუმცა პასუხად უფრო ძლიერად ჩამებღაუჭა მაჯაზე მასიური თითებით - მტკენ!

- რამდენჯერ გაგაფრთხილე, რომ ჰოსოკს არ შეხვედროდი... რამდენჯერ აგიხსენი, რომ ეგ ნაბიჭვარი უგონოდაა შენზე შეყვარებული, მაგრამ - არა! - იღრიალა ბრაზმორეულმა და სავარძელისკენ მიბიძგა - მაინც უზომოდ გჯეროდა მისი სიტყვის და, ჰა... რა მოხდა... ახლა კმაყოფილი ხარ?! - გაშმაგებული მხეცივით ბრდღვინავდა.

- ვწუხ...

- წუხხარ?! ეს რას ცვლის, ლილიან?! გამოასწორებს იმ ფაქტს, რომ გაკოცა?! თუ მეხსიერებას წამიშლის?! ხმა ამოიღე!!!

- არ მინდოდა... გეფიცები, მეგონა... ღმერთო... - თავი დამნაშავესავით ჩავქინდრე - რას უპირებ...

ისე შემომხედა, კინაღამ თვალებით შემჭამა. ვიგრძენი აკრძალულ ხილთან შეხების საფასური... მკლავებში ჩამავლო და მაგრად შემაჯანჯღარა...

- ახლა ამას აქვს მნიშვნელობა?! ჯონ ჰოსოკს?! გავაქრობ, ავაორთქლებ, ეჭვი არ შეგეპაროს!

- გეყოფა!!!

- და შენ... - ნესტოები დაბერა და ცალყბად გაიღიმა - შენ...

- რას იზამ, მომკლავ?! - ცრემლები ღაპაღუპით წამომცვივდა - დავიღალე, თეჰიონ, აღარ შემიძლია ასე ცხოვრება! ყოველთვის მაკონტროლებ, მიყვირი, მემუქრები... უკვე მეშინია შენი!

- ყოველთვის გაკონტროლებ? - ცდილობდა არ დანებებულიყო, მაგრამ ხმა მაინც გაუტყდა - გიყვირი? როდის... როდის დაგემუქრე... ან რატომ... ჩემი რატომ გეშინია, ლილი... შენ მაინც...

 𝓼𝓽𝓾𝓯𝓯 𝔀𝓮 𝓭𝓲𝓭Where stories live. Discover now