1.

12 2 0
                                    

-რვა,ცხრა,ათი.
ვიხილები და მოვდივარ ,ვინც არ არის დამალული, ჩემი ბრალი არ არის.
-ადა,ხომ აგიხსენი როგორ უნდა ითამაშო დახუჭობანა? რატომ არ დაიმალე?
-რა უაზრო თამაშია, 20  წლის მე კი არა, შენ ხარ და ნუ წამიღე ტვინი.
წავედი  ოთახში,ძილს ვაპირებ და შემოსვლის უფლებას არ გაძლევ.
-კარგი რააა,კედლების ფერი ხარ უკვე.
-და მერე მაგაში ცუდი რა არის? კორეაში მაინც ყველას ფითქინა გოგოები მოსწონს.
-მე უბრალოდ... შენი დახმარება მინდოდა.-ჩაიბურტყუნა ტორიმ და თვალი კიბეებზე ამსვლელ ადას გააყოლა.
ადამ,როგორც ყოველთვის მობეზრებული ხმით მიუგო მას:
-ძილინებისა,ტორი.-და კარები ხმაურიანად მიიხურა.
გოგონამ შავი მარკერი აიღო და ოთახში ჩამოკიდებულ კალენდარში კიდევ ერთი დღე გადახაზა.
-სულ რაღაც 1 კვირა და 20 წლის გავხდები -ხმადაბლა ჩაიჩურჩულა  და თეთრ ჭერს მიაპყრო მზერა.
-4 წელი ველოდი ამ დღეს და როგორც იქნა დავაღწევ ამ წყეულ ადგილს თავს.
აქაურობას რომ მოვშორდები,მსახიობობაზე ხომ არ მეფიქრა? -ისტერიკული სიცილი ატეხა გოგონამ,ამით კი გვერდით ოთახში მწოლი სამი ჩვილი გააღვიძა.
-ადა გთხოვ,სიდო ცუდად გახდა და ბავშვებს მიხედე,ვერ ამოვალ მანდ.-გაისმა ქვემო სართულიდან ერთ-ერთი ძიძის ხმა.
-კარგი მისს.-უპასუხა ადამ და მისი საყვარელი ოთახის კარი შეაღო.
-აბა რა ხდება აქ? ჩემი სამი მუშკეტერი ვინ ამიტირაო?-სიმღერ-სიმღერით წარმოთქვა ადამ და ყველას სათითაოდ მოუჭირა ლოყებზე ლამაზი გრძელი თითებით.-უი ჩემმა სიცილმა გაგაღვიძათ,სულ დამავიწყდა.
უხაროდა პატარა ბავშვებთან დროის გატარება.
არ უწევდა უხეშობა,რადგან ისინი არ გათქვამდნენ მის ნამდვილ სახეს და არც არავინ მოისურვებდა ადას აყვანას.
-აბა რა ხდება მომიყევით? ჩაისვარე ? არ გრცხვენია? ამხელა ბიჭი ხარ უკვე.. ბიჭი მე ვთქვი? კაცი უნდა მეთქვა.
შენ რაღა დაგემართა? მუცელი გაწუხებს?მოიცა წამალი დაგალევინო, სად არის? აჰჰ ვიპოვე,აბა გამიღე პირი. ყოჩაღ. შენ რა გჭ...
-ადა,ჩამოდი გეძახიან.-შეაწყვეტინა ძიძამ 8 თვის ბავშვებთან საუბარი. ისევ ჩვეულ სახეს დაუბრუნდა გოგონა.
გულში გაიფიქრა:ალბათ მორიგი,მარტოხელა მშობლები იქნებიან-ო და მან უკვე კარგად იცოდა რაც უნდა გაეკეთებინა,მაგრამ შეცდა.
თვალებში ორი,სრულიად ახალგაზრდა ბიჭი შერჩა მას,ცოტა არ იყოს იმედები გაუცრუვდა და დაიბნა,რადგან არ იცოდა როგორ მოქცეოდა მათ.
-ეს არის ადა,მისი აყვანა გსურთ?იცით რამოდენიმე დღეში 20 წლის ხდება და მაინც აიყვანთ?
-დიახ,ავიყვანთ.-წარმოთქვა ოდნავ ბოხი ხმით საშუალო სიმაღლის ბიჭმა და გვერდზე მდგარი ბიჭიც დაეთანხმა.
-დიახ,ავიყვანთ-ო. მაგრამ გვერდით მდგარ ბიჭში იყო რაღაც განსხვავებული.
ის ისეთი თბილი ღიმილით უყურებდა გადაფითრებულ გოგონას,გეგონებოდა რომ კარგი ხნის ნაცნობები იყვნენ და ადას მეხსიერების დაკარგვის გამო აღარ ახსოვდა.
-ლევი,სასიამოვნოა.-წარუდგინა თავი მომღიმარმა ბიჭმა და თავი დაუხარა.-იცი ტოლები ვართ,მეც მალე ვხდები 20 წლის.-გოგონა რომ უკვირდებოდა, ეუცნაურა ის ფაქტი,რომ ბიჭს ღიმილი 15 წუთის განმავლობაში არ შორდებოდა და უემოციო ხმით წარმოთქვა სიტყვები-და თქვენ?-და მზერა იმ პიროვნებაზე გადაიტანა,რომელსაც ის ბოხი ხმა ეკუთვნოდა.
-იოო კი ჰიუნი.-მაღალი ტონით წარმოთქვა,ისე,რომ ადასთვის არც კი შეუხედავს და ძიძას შეუტრიალდა შეკითხვით:
-შეიძლება, თუ არა მისი აყვანა?
-დიახ შეიძლება.
-შევძლებთ თუ არა ამას დღესვე?
-დიდო ძმაო,სად გვეჩქარება?
-ლევი,შენ გაჩუმდი.-მიუხედავად იმისა,რომ ლევის დიდმა ძმამ ასეთი ტონით მიმართა რაც მე ნამდვილად მეწყინებოდა,ღიმილი მაინც არ მოშორებია და ვითომც არაფერი:
-კარგი..-უპასუხა და ეზოში ყვავილების თვალიერება დაიწყო.
-ადა,საყვარელო ოთახში შენი ნივთები მოაგროვე,ჩვენ აქ მოვაგვარებთ რაღაცეებს.
გოგონას გაბრაზება დაეტყო სახეზე:
-მე არ მეკითხებით აზრს?-წარმოთქვა მან და წარბები შეკრა.
-მასე არ ხდება აქ ადა ,საყვარელო,მიდი თორემ ვერ მოასწრებ.
-არ ვაპირებ წასვლას,აქ ვრჩები.-წარმოთქვა ადამ და ორ უცნაურ ბიჭზე გადაიტანა მზერა და ისინი კიდევ ერთხელ შეათვალიერა.
-დამიჯერე,ეგ უკვე შენი გადასაწყვეტი აღარ არის.-მიუგო კიჰიუნმა და წამებში გაქრა.
გოგონა ფიქრობდა,როგორ შეიძლება ისინი ძმები ყოფილიყვნენ? ერთის თვალებში წყვდიადი  ჩანს,მეორეში კი ვერ გაიგებ,რადგან ის მალავს ღიმილის უკან რაღაცას.
არ იცოდა ადამ,ეს რაღაც იყო თუ არა წყვდიადი.
არ იცოდა იყო თუ არა მისი ძმა მისნაირი,თუ ამ ორის მსგავსი.
გოგონა თავისუფლებას ელოდა წლები.
უნდოდა თავისუფლება,არა თავისთვის,არამედ იმისთვის რომ საკუთარი ძმა ეპოვნა,მაშინ როცა მისი სახე არც კი ახსოვდა.
ახლა კი მას ხელი ეშლებოდა. გოგონა თავის ხასიათით,მომავალ ოჯახის წევრებს აზრს ვერ შეაცვლევინებდა,რადგან ისინი თავიანთ გადაწყვეტილებაში დარწუნებულები იყვნენ.
რატომ იყვნენ ასე დარწმუნებულები,ან რა სურდათ არავინ იცოდა,გარდა ერთი ადამიანისა...
                                 ***
-აი შენი ოთახი.-თავით მიანიშნა კარსაკენ გოგონას,მომღიმარმა ლევიმ.
-შეკითხვა ხომ არ გაქვს ?
-სახლის დათვალიერება შეიძლება?-უპასუხა სილამაზით გაოცებულმა ადამ,პასუხად კი მიიღო:
-რატომაც არა? ეს ხომ შენი სახლიც არის უკვე?- და ადას წინ გაუძღვა-ეს მისაღებია,ყველა საძინებელი მეორე,მესამე სართულზეა.სარდაფში აუზიც არის,სავარჯიშო დარბაზიც,ბიბლიოთეკაც გვაქვს. ეს კი სამზარეულოა,საკმაოდ მუქი ფერებია არა? მშობლების იდეა იყო.
-გასაგებია.სად არიან ახლა ისინი?-შეეკითხა ძალზე ცნობის მოყვარე გოგონა და სახიდან გრძელი,შავი თმა მოიშორა.
-ამერიკაში.სასტუმრო ახალი გახსნილი გვაქვს,ამიტომ ბატონმა იოომ გადაწყვიტა ბიზნესისთვის თვალი ახლოდან ედევნა.
-ბატონმა იოომ?
-ჰო,ნამდვილი ძმები არ ვართ.
-ამმ? აბ..
-ადა,ახლა უნდა დაგტოვო დიდ ძმას უნდა დავეხმარო.
ჩემ ნომერს გეტყვი, თუ რამე დაგჭირდა შეგიძლია დამირეკო,ან მოახლეებს დახმარება სთხოვო.-შეაწყვეტინა ლევიმ და კარისკენ წავიდა.
-კარგი,დროებით ლევი.-უპასუხა გოგონამ.
-უი, სულ დამავიწყდა-გაახსენდა ლევის-მეც აქ ვცხოვრობ. არა მარტო მე,კიდევ რამოდენიმე ბიჭი.-უთხრა,ცალყბად გაიცინა და კარი გაიხურა.
უზარმაზარი სახლით გოგონა ნამდვილად გაოცდა,მაგრამ
რატომღაც მას თეთრი ჭერიც კი ისეთივე ბნელი ეგონა,როგორიც აქაურობა იყო..
                                ***
მწვანე,კამკამა თვალები ოთახს მოავლო.
ურეაქციოდ მივიდა საწოლთან, ამოიხვნეშა და მზერა ისევ ჭერს მიაპყრო.
უყურებდა და გრძნობდა როგორ უვლიდა ტანში ჟრუანტელი. ეს უბრალო თეთრი ფერი ვერ ხვდებოდა რას წარმოადგენდა მისთვის.
იწვა და ფიქრობდა.
ეგონა,რომ უცხო სახლში თავს დაუცველად იგრძნობდა. არ იცოდა შეეგუებოდა თუ არა ყველაფერს. გაუჭირდებოდა ძმის მოძებნა? როგორი იქნებოდა მისი მომავალი,შეძლებდა სწავლის გაგრძელებას? მაგრამ ახლა უბრალოდ იმისთვის იყო მადლობელი,რომ სანდო ხალხთან ერთად უწევდა ცხოვრება.ასეთ უდაბურ ცხოვრებას უკვე მიჩვეული იყო. არასდროს იცოდა სად იყო მისი ადგილი.
                              ***
სახლის მყურდოება ადასთვის სრულიად უცხო ხუთმა ბიჭმა დაარღვია.
წამიერად ისეთი ხმაური გაისმა თითქოს მეხი ჩამოვარდა.
წამოხტა საწოლიდან და კიბეებს ნელი,აკანკალებული ნაბიჯით ჩაუყვა.
გოგონას ნელ-ნელა შიში ეუფლებოდა.
შეამჩნია როგორ ჩამოსდიოდა სისხლის წვეთი ორ საშუალო სიმაღლის ბიჭს.
მაგრამ რატომღაც სისხლზე რეაქცია არ ჰქონია. თითქოს ეს მისთვის ახალი არც ყოფილა.

You've reached the end of published parts.

⏰ Last updated: Nov 22, 2019 ⏰

Add this story to your Library to get notified about new parts!

THE CLANWhere stories live. Discover now