• 𝕻𝖗𝖔𝖑𝖔𝖌𝖚𝖊 •

164 9 7
                                    



ჰაერი რომელიც ნამჯუნის სახეს ნაზად ეხებოდა ცივი და სუფთა იყო,როგორიც თოვლი ზამთრის მიწურულს.
ცივი და სასიამოვნოდ ნაზი დღე იყო. ნამჯუნი ქუჩაში სეირნობდა და მის გონებას განტვირთავდა.
სეირნობაში კი იგი ტყეს მიადგა,რომლის ხეების სიმაღლეც თვალ უწვდენელი იყო,წვდებოდა ცას და მაღლა იყო იქამდე გაზრდილი სადამდეც თვალი ვერ მიაღწევდა. ქვევით ფოთლები ეყარა და ზევიდან ნაწვიმარი სისველე და ნესტი ფოთლებს ნაზად ჰქონდა მოდებული.

ნამჯუნს განსაკუთრებით უყვარდა ბუნებუს სუნი წვიმიან დღეებში. მისი აზრით შემოდგომა ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და სასიამოვნო პერიოდი იყო წელიწადში,უყვარდა თუ როგორ ეცემოდა წვიმისგან დარჩენილი შემთბარი წვეთი.
უყვარდა იმის ყურება თუ როგორ იყრებოდა ფოთლები ხიდან და როგორ ლამაზდებოდა ბუნება დროის ცვლილებასთან ერთად.

ნამჯუნს ზევით ახედვა მოსწონდა და იმ ზმის ყურება უყვარდა,რომელსაც ღრუბლები საბანივით ჰქონდა მოფენილი.
თვალები უნდა დაეხუჭა მაგრამ მიწაზე დაცემულმა ნათელმა სხივმა მიიპყრო მისი ყურადღება. ჰუდი რომელიც ეცვა აიწია და იმ ადგილისკენ გაიქცა. გრძნობდა თუ როგორ უახლოვდებოდა იმ სინათლეს და როგორ იწევდა ტემპერეტურა მის გარშემო.
როგორც კი იმ სინათლეს მიუახლოვდა ის უბრალოდ გაშეშდა და მისი მზერა მხოლოდ ერთ ლამაზ სილუეტზს ხედავდა.მისი ფრთებით რომელიც ზურგიდან იყო გადმოყრილი ეხამებოდა მის თმის ფერს და კანს,რომელიც სიცივისგან ძალიან ნაზი ვარდისფერი იყო.

ბიჭმა  ფრთხილად მოატრიალა თავი ბიჭისკენ რომელსაც ჰუდი ეცვა,მისი ნაზი და მოვლილი ვარდისფერი თმა სახეზე ეყრებოდა და მის გადაწევას თავისივე ლამაზი გრძელი თითებით ვდილობდა.

სიჩუმეა...

ისინი ერთმანეთს აშტერდებოდნენ.ორივე გაოცებული იყო იმ სილამაზით რომელიც არასდროს ენახათ.

ბიჭი ფრთხილად ეცადა რომ ფეხზე ამდგარიყო, მაგრამ მისი მუხლები ძალიან სუსტი იყო,როგორც ნაზი ვარდის ტოტი,რომელიც სიცივეზე თავს ქვევით ხრის და სიალამაზეს აფრქვევს.

ამ დროს შეამჩნია ნამჯუნმა წითელი სითხე რომელიც იღვრებოდა მისი ჭრილიბებიდან და მთლიანი სხეულზე რჩებოდა კვალი.
ფრთხილად ჩაიმუხლა, დაადო მისი დიდი და სიცივისგან შელურჯებული ხელი ბიჭს წელზე და ადგომაში დაეხმარა.
ნამჯუნმა იცოდა რომ ამის შესახებ ვერავის ეტყოდა,რადგან ადამიანებმა არც კი იციან ასეთი არსების შესახებ და თუ ეცოდინებოდათ ვინ იცის რას მოიმოქმედებდნენ...

საათებად ეჩვენებოდა ბიჭს ის დრო რომელიც პატარა და არეულ სახლში მისასვლელად გაიარა. ბიჭი საწოლზე მოწყვეტით დავარდა მისი სხეულის ყველა ნაწილი ერთნაირად დაეცა აბრეშუმის რბილ და სურნელოვან თეთრეულზე,რომელზესაც გაზაფზულის ბალახის და წვიმის შერწყმის ნაზი სურნელი ასდიოდა.
ნამჯუნი კი სააბაზანოში გავარდა,სამედიცინო ყუთის მოსატანად,რაც მალევე ქნა და თვალის დახამხაბემაში ბიჭთან გაჩნდა.
მისი ჭრილობების დამუშავება ნელ-ნელა დაიწყო,ბიჭი გრძნობდა თუ როგორ ეხებოდა ნამჯუნის თბილი ჰაერი თავის სხეულს.

მთელი ეს დრო, დასაწყისიდან დასასრულამდე არცერთს ამოუღია ხმა, ისინი სიჩუმეს აევსო, ნამჯუნმა ერთი პერიოდი ისიც კი იფიქრა დავყრუვდიო. რომ არა ძლიერი წვიმა და წვეთები, რომლებიც ხმაურიანად ეწვეთებოდა ფანჯარას და სახურავს, ამაში მართლად დარწმუნდებოდა.

ბიჭმა ახედა ადამიან ნამჯუნს და პატარა, უცნაურმა ღიმილმა გაირბინა მის სახეზე როცა გააანალიზა, რომ ნამჯუნიც მამრობითი სქესის იყო.

ასე იყვნენ სუჩუმეში კიდევ ცოტა ხანს, მაგრამ ბიჭი პირველი იყო რომელმაც დაარღვია წყვდიდადისავით ბნელი და უემოციო სიჩუმე.

"მე ჯინი ვარ, და შენ ?"

———————————————-
ამ ფიკის წერისას სახეზე ღიმილი დამთამაშებდა,ეს ის ფიკია რომლითაც შემიძლია ნამდვილად ვიამაყო და მართლა ძალიან მომწონს,იმედი მაქვს თქვენ იგივეს მეტყვიტ?! რას ფიქრობთ?!

Crying Angel Where stories live. Discover now