ჩემი თვალები დატყვევებული უყურებდა მას ვინც მე მომშტერებოდა ისეთი ამოუცნობი და ლამაზი სახით როგორიც მას ჰქონდა,მისი თვალები,სახე წარბები და თვალებიც კი მატყვევებდა და სიბნელეში მითრევდა.
მე დაბნეულმა გადავხარე თავი, კვლავ პასუხს მოლოდინში, მაგრამ უშედეგოდ.
ოთახში ისევ სიჩუმე იყო,რომელიც მაგიჟებდა და სიჩუმეზეც კი უკვე ნერვები მეშლებოდა."რამე მოხდა? სახეზე რამე მაქვს? - დავპანიკდი და მთლიანი სახე მოვისინჯე. ჭრილობების გარდა ყველაფერი მწყობრში მქონდა.
"რა? არა ყველაფერი რიგზეა, მაპატიე"
-ამოილაპარაკა ადამიანმა ბოხი ხმით და თვალები დახარა.
'ეს ძალიან საყვარლობაა'
გავიფიქრე და მისკენ გადავიხარე.
"და რა გქვია?"
შევხედე ბიჭს თვალებში და სახეზე მივაშტერდი,შემდეგ კი ისევ ვიკითხე ჩემი მხიარული ხმით.
"ოჰ მე ნამჯუნი ვარ"
ნამჯუნმა თვალი გამისწორა, ღიმილმა მოიცვა მისი სახე და ლოყებზე საყვარლად გამოუჩნდა ნაჩვრეტები ღიმილის შედეგად.
თვალები მოვავლე ოთახს. ნამდვილად პატარა და ბნელი იყო, განსხვავებით იმ ადგილისგან სადაც მე მეძინა,ყველაფერი რომ ვთქვათ უხეში და შეუსაბამო იყო,ფერები არ ემთხვევოდა ერთამნეთს,მაგრამ ეს ყველაფერი მის ლამაზ და უხასიათო ემოციას გამოხატავდა,რამაც აქაურობის მიმართ ნამდვილად გამიჩინა ინტერესი."უუმ.. ჯინ?"
მკითხა ნამჯუნმა მამაკაცურმა ხმით,რომლის გაგონებაც ამ დროის მანძილზე სულ მინდოდა,მისი ხმა ისეთი ბოხი და ლამაზი იყო,რომ გამოქვაბულში ექოსგან გამოცემულ ღრმა ხმისგან არაფრისგან განსხვავდებოდა.ნამჯუნს ავხედე ისევ ღიმილიანი სახით და თვალებში ჩავხედე,ჩავხედე იმ იმედით,რომ მის თვალებში დავინახავდი იმას რასაც ვერ და არ დამინახავს სხვა ადამიანის თვალებში,უკვე შიგნიდანვე ვგრძნობდი,რომ ის ჩემი ბედისწერა იყო.
"ამიხსნი რა მოხდა? ანგელოზები საერთოდ ასე არ ვარდებიან ხოლმე არსაიდან"
მე ჩუმად ამოვიოხრე და ხელი ფრთხილად დავადე მის ფეხს.
მისი ფეხი ისეთი რბილი და ნაზი იყო,რომ სულ არ გამოხატავდა იმ უხეში ადამიანის პიროვნებას ვინც ჩემს წინ იდგა.
რბილი და სასიამოვნო ფეხი ჰქონდა,ისეთი ნაზი იყო როგორც მისი თეთრეული ლოგინზე."ეს უბრალოდ უბედური შემთხვევა იყო"
ვუთხრი მას ჩემი ნაზი ხმით,რომელიც რომ არასდროს არ მაქვს ხოლმე მაგრამ არ ვიცი ახლა რატომ ჩავილაპარაკე ასე.
ზოგადად თქვენ ადამიანებმა,ვერ უნდა დაინახოთ თუ როგორ შემოვდივართ ჩვენ ანგელოზები ამ პლანეტაზე,მაგრამ მე რაღაც არასწორად გავაკეთე და ყველაფერი გავაფუჭე!-
ფარდას ხელი მოვკიდე და ნელა გადავწიე,ისე,რომ მზის სხივებს ჩემამდე არ მოეღწია და სახე არ დაეწვა.
გარეთ სიჩუმე იყო არავინ და არაფერი არ მოძრაობდა,ყველაფერი ერთ დიდ საშინელებათა ფილმს გავდა,სადაც მიყრუებულ უბანში ხდებოდა მოქმედება.
უბნის ჰაერი თითქოს და ისეთი იყო,რომ ჰაერში სნეულება ტრიალებდა და სიცოცხლეს ხალისი ჰქონდა დაკარგული,რაც ნამჯუნის ხასიათს გამოხტავდა,მაგრამ ერთი რამ მაოცებდა თუ სად იპოვა ასეთი შესანიშნავი ადგილი.
შესანიშნავი სტილი მისთვის და ყველაზე მთავარი სად მიპოვა მე?
ასეთი ლამაზი და გამორჩეული.?!