" 🍁 "

215 29 27
                                    

2019-11-11. 23:30

წვიმას შერეული თოვლის სიფრიფანა ფიფქები ნაზად ეშვებიან ქვემოთ და სველ მიწასთან შეხების თანავე კარგავენ თავიანთ სიწმინდეს. ისე ერევიან უბრალო, არაფრის მთქმელ, შავ სისველეს, თითქოს არც არასროს ეარსებოს მათ თეთრ სისპტეკეს.

ირგვლივ გამეფებული სიბნელის იდუმალებას ალაგ-ალაგ ფანტავს ლამპიონის ყვითელი შუქი. სიჩუმეს კი სულის გამყინავად ცივი ქარის ზუზუნი არღვევს.

ადამიანებისგან დაცლილი ქუჩები პირამდე ივსება სიცივით.

ასეთ ამინდში მარტო გიჟი თუ გამოვა გარეთ... ან იქნებ ის, ვისთვისაც მხოლოდ ნოემბრის ამ სიცივეში სუფევს შვება... შეგრძნება, როდესაც იმდენად გეყინება სხეული, რომ შენში გაბატონებულ შინაგან გამყინვარებას ვეღარ გრძნობ და თითქოს იმდენად აღარ გტკივა.

ალბათ მეც ერთ-ერთი მათგანი ვარ. ადამიანი სულიერი გამყინვარებით... და ეს ყველაფერი მხოლოდ შენ გამო ჩემო პატარავ... ჩემო ნოემბრის გოგო.

🍁

1997-11-11

-ნინი, პატარავ, გაიღვიძე შენი დაიკო დაიბადა - ნაზად ჩამესმის ბებოს ტკბილი ხმა და ოდნავ ვახელ თვალებს.

-დაიკო? - ვეკითხები ნამძინარავი ხმით.

-მჰმ, შენი პატარა დაიკო - ღიმილით ამბობს და თმაზე მეფერება.

-არაფერიც, პატარა მე ვარ - ვამბობ ბუზღუნით და მთლიანად ვძვრები საბანში.

-ჩემო დათუნია - ოდნავი სისცილით ამბობს ის და საბნის ზემოდან მეფერება.

ნაშუადღევს დიდ საავადმყოფოში მივყავარ ბებოს. იქ მამა გვხვდება და ჯერ დედას სანახვად მივყავართ, შემდეგ კი ჩემი დის. დიდი ფანჯრიდან გვანახებს მას თეთრ ტანსაცმელში ჩაცმული ლამაზი ექთანი დეიდა. ბებო მართალი იყო. ის მართლა ისეთი მოცუცქნულია, რომ მეღიმება... უცებ გულში ღარაცას ვგრძნობ. მამა მეუბნება, რომ ეგ რაღაც სიყვარულია.

ნოემბრის გოგოWhere stories live. Discover now