Till we meet again.

819 114 61
                                    




მაშინ თოთხმეტი წლის ვიყავი, როცა პირველად შევხვდი მის ყავისფერ თვალებს სკოლის დერეფანში. თვითონ თექვსმეტის იყო, მაგრამ ისეთი გამოხედვა ჰქონდა, არც კი იფიქრებდი, ასეთი ახალგაზრდა თუ იყო. მეშინოდა თავიდან მისი, ახლა რომ ვუფიქრდები, ძალიან სასაცილოდ ჟღერს, როგორ შეიძლებოდა მისი შეგშინებოდა, მაგრამ მაშინ ბავშვი ვიყავი, მისი თვალებიდან წამოსული ენერგია კი, იმის საშუალებასაც კი არ მაძლევდა, თვალებში ნორმალურად ჩამეხედა. დღემდე არ მახსოვს, საერთოდ, როგორ მოვახერხე მასთან დაახლოება, იმ საფეხურამდე მისვლა, რომ თვალები გამესწორეინა მისთვის და ერთი სიტყვა მაინც მეთქვა, მაგრამ შევძელი, როგორღაც მოვახერხე და ეს ნაბიჯი გადავდგი.

არ ვიცი რისი დამსახურება იყო, იმის, რომ ბავშვობიდან თითქმის არავის ყურადღებას არ ვიქცევდი თუ იმის, რომ ჩემში რაღაც სხვა დაინახა, ვიდრე უბრალო ნერდი, მაგრამ ერთ დღეს, როცა სრულიად შემთხვევით შევხვდით სკოლის ეზოში ერთმანეთს და ის იყო, გვერდით გავლას ვაპირებდი, მაჯაში ჩამავლო პირდაპირ ხელი და მისკენ მიმატრიალა. რამდენჯერმე მყავდა ნანახი აქამდე, ჩვენი დირექტორის დამსახურებით ისე მოხდა, რომ ერთსა და იმავე სკოლის აქტივობაში მივიღეთ მონაწილეობა, რომელიც, როგორც ჩანს, საერთოდაც არ სიამოვნებდა, მაგრამ იცოდა, რომ სხვა გზა არ ჰქონდა და საქმე ბოლომდე უნდა მიეყვანა. თუმცა, მაშინაც საერთოდ არ გვილაპარაკია, უბრალო მითითებების მიცემას თუ არ ჩავთვლით, რომელიც სკოლის აქტივობასთან იყო დაკავშირებული. სულ ეს იყო, მას შემდეგ იშვიათად ვნახულობდით ერთმანეთს. მაგრამ მაშინ, როცა გვერდით ჩავუარე, უბრალოდ ხელი ჩამავლო მაჯაში და გამაჩერა.

-მინ იუნგი მქვია.

არსაიდან თქვა ისე, თითქოს ვკითხე, მისი სახელი და გვარი, თუმცა, არც გამიპროტესტებია. მისი სახელი კარგად დამამახსოვრდა გონებაში, ისე, არასდროს ამომეშლება, მაგრამ ის მაინც ვერ გავიგე, რატომ გამაჩერა იმ დღეს ასე მშვიდად, მისი სახელი მითხრა და პირგამშრალი დამტოვა სკოლის ეზოში. არ მახსოვს კლასამდე როგორ მივედი ან კიდევ, საერთოდ რას ვფიქრობდი, როცა ვაანალიზებდი, რომ ბიჭზე ვფიქრობდი გამუდმებით. არ იყო ადვილი თემა, შეგეხედა ბიჭისთვის და მით უმეტეს, მისდამი გრძნობები გაგჩენოდა, მაგრამ მე ეს მოვახერხე.

Till We Meet Again - .Taegi. 🍂Where stories live. Discover now