1. ბავშვობის ტკბილ-მწარე ზმანებანი

265 22 21
                                    

"ჯერ ყველაფერი დაკარგული არ არის, 
ადამიანს კარგავ მხოლოდ მაშინ, 
როცა ის კვდება."
Erich Maria Remarque.


 
თექვსმეტი წლის წინ. 
 2003 წლის ნოემბერი


ბიჭუნა ბედნიერზე ბედნიერი ღიმილით უწვდის მასსავით პატარა გოგონას მანდარინს და უფრო ფართოდ იღიმის, თუ კი ეს მეტად შესაძლებელია, როცა სანაცვლოდ გოგოსგან თბილ ჩახუტებას ისაკუთრებს.
ორივეს ძალიან უყვარს მზისფერი ხილი.
კიდევ იცით რა უყვარდათ? ყვავილები. ციცქნა გოგონას ეს ლამაზი მცენარე ყველაფერზე მეტად უყვარდა. ხო-და ნოემბრის სუსხიან დღეებში, როცა ირგვლივ ყვავილები არ მოიძებნებოდა, ბავშვები თაიგულებით ხელში დარბოდნენ და ყვავილებს რგავდნენ.
მერე რა თუ ის არ გაიხარებდა?
მათ სჯეროდათ, მათ უყვარდათ, ბედნიერები იყვნენ - განა ეს საკმარისი არ არის?
 
განსაკუთრებით ელოდნენ გაზაფხულს. მათ პირველ გაზაფხულს. როცა საყვარელ ადგილს მინდვრის ყვავილთა საოცარი ფერთა გამა დაამშვენებდა. პატარები იყვნენ, პატარ ანგელოზები.

და მანამ სანამ გაზაფხულს ელოდნენ, დღეებს მზისფერი მანდარინით იფერადებდნენ. უყვარდათ მანდარინები.

მიუხედავად სუსხიანი დღეებისა, მუდამ შეამჩნევდით ორ მეტად უცნაურ პატარ გოგო-ბიჭს. მუდამ ერთად მოსიარულეებს. შემოდგომის პირველ თვეს დამეგობრდნენ, მაშინ როდესაც მერხის მეზობლობა გაინაწილეს და შემოდგომის პირველივე თვიდან იღებდა სათავეს უცნაური თავგადასავლები და გოგო-ბიჭის განუყრელი მეგობრობა. მაშინ, როცა თაიგულებით რთავდნენ და აღუწერელად ალამაზებდნენ ბავშვური მონდომებით საყვარელ ადგილებს, გარემოც მათთან ერთად ცოცხლობდა და ხარობდა.
 
ერთ ნაშუადღევს ბიჭუნამ, ჩვეულებისამებრ, გოგონას მიაკითხა. ეს უკანასკნელიც ფართო ღიმილით შეეგება, ხელში კი ფუნჯების მთელი კონა და ფერადი საღებავების ქილები შეაჩეჩა. 

The collapseWhere stories live. Discover now