Author's Pove
ფენიქსიდან მიმავალ გზაზე უამრავი მანქანა ირეოდა. ერთ ერთში კი სამი გოგონა იჯდა და ორი უფროსი. თავიდან, რომ შეგეხედათ წინ მჯდარ ქალსა და კაცს ამ გოგონების მშობლებად ჩათვლიდით. სინამდვილეში მათ მამა რომ დაეღუპათ ავტოკატასტროფაში, ჯერ კიდევ პატარები იყვნენ. მას შემდეგ დედა გაღიმებული აღარ უნახავთ, მაგრამ ერთდღესაც მან მისტერ სპროუსი (ქოულის მამა) გაიცნო და ყველაფერი შეიცვალა. შვილებმა იგრძნეს დედის მზრუნველობა, რომელიც უკვე ყველაფერს ხალისით აკეთებდა და ახლაც ამ მანქანაში მხოლოდ მისი ბედნიერებისთვის იჯდნენ. ისინი თავიანთ ბავშვობის სახლს ცრემლებით გამოეთხოვნენ და დედას ბედნიერებისთვის გაჰყვნენ მისტერ სპროუსს - მდიდარ ბიზნესმენს ფენიქსში.
ახლა კი მოდით ამ მანქანაში შევიხედოთ.
-აუუ! ლილი რა მოგივა ცოტა ხნით რო დამსვა?!-ლილის თავისი უმცროსი და ეწუწუნებოდა და ფანჯარასთან დაჯდომას, დასმას სთხოვდა.
-რა მომივა და ცუდად გავხდები!
-მგზავრობისას ცუდად როდის ხდები ერთი!
-ახლა ვხდები! - წაბები აწია ლილიმ.
-აუუუ! დეეე! ლილის რამე უთხარი თორე თმით ვითრევ!
-ტეს ასე ნუ ლაპარაკობ შენ დაზე! - გაუბრაზდა დედა. ლილიმ ეშმაკურად ჩაიღიმა.
-ქლოოო! - ახლ მეორე დას მიუბრუნდა ტესი. ქლო ტუჩსაცხს ისვამდა და ტესიმ გაათხაპნინა.
-ახლა კი ნამდვილად ვერ გადამირჩები პატარა კუდიანო! - დაიყვირა ქლომ. ლილიმ მაშინვე ყურსასმენები გაიკეთა, რომ მათი ხმა არ გაეგო და ფანჯრიდან ბუნების თვალიერებას შეუდგა. უკვე გვიანი იყო, როდესაც ფენიქსში ჩავიდნენ. მისტერ სპროუსმა მანქანა გააჩერა.
-გადმოდით გოგონებო! - უთხრა მის შვილობილებს, მაგრამ გოგონები პირდაღებულები უყურებდნენ დიდ, სამსართულიან სახლს, რომელსაც სასახლე უფრო ეთქმოდა. უზარმაზარი აივნებით, მდიდრული ფანჯრებით და ბოლო სართულზე დიდი ვერანდით ყველას მოხიბლავდა.
-ჩვენ აქ უნდა ვიცხოვროთ? - ბოლოს ქლომ გაბედა შეკითხვის დასმა.
-არ არსებობს! - აყვა ტესიც.
-ვაუ მაგარია! - გაიცინა ლილიმ და მანქანიდან გადავიდა - ჩემი ოთახი ბოლო სართულზეა დაგასწარით!
-ლილი მოიცადე, იქნებ ჯერ მეთიუსთვის გეკითხა? - თვალები დაუბრიალა ემიმ და ანიშნა გაჩერდიო. ლილიმ ტუჩზე იკბინა
-არა რა უნდა ეკითხა? - ახლა ეს თქვენი სახლიცაა - გაუღიმა გოგონებს მისტერ სპროუსმა - ჩემ ბიჭებსაც გაგაცნობთ! - მისტერ სპროუსი ბავშვებს სახლში შეუძღვა. მისაღებში შუქი ენთო, როგორც ჩანს სახლის ბინადრები ჯერ კიდევ ელოდებოდნენ მას. გოგონები პირდაღებულები ათვალიერებდნენ მდიდრულ ოთახებს. - მეი? - დაიძახა მისტერ სპროუსმა და სამზარეულოდან მაშინვე ფუშფუშა ქალი გამოვიდა. წინსაფარი ჰქონდა გაკეთებული და ლოყები წითლად აღაჟღაჟებოდა.
-დიახ მისტერ სპროუს! - უპასუხა ქალმა და გოგონები და ემი შეათვალიერა.
-გაიცანი ჩემი მომავალი ცოლი და მისი შვილები - მეიმ ყველას სათითაოდ ჩამოართვა ხელი.
-ქოული და დილანი სად არიან? სძინავთ? - ჰკითხა მისტერ სპროუსმა.
-ქოული და დილანი სახლში არ არიან, თომასთან დარჩნენ - უპასუხა მეიმ. მისტერ სპროუსს სახეზე გაკვირვება დაეტყო, შემდეგ გოგონებს გადახედა და უთხრა : -არაუშავს, ქოულს და დილანს ხვალ გაგაცნობთ, მანამდე კი ადით და ოთახები აირჩიეთ, მეიმ ყველა ოთახი მოამზადა! - გოგონები მაშინვე კიბისკენ გაიქცნენ. ლილი პირველი ავიდა ბოლო სართულზე, რომელზეც მხოლოდ ორი ოთახი იყო. ერთ-ერთს კი კარზე ეწერა :
,, ეს ჩემი ოთახია
So don't touch bitches "
ლილიმ დამცინავად გააქ ია თავი ამ წარწწერის დანახვისას და მის მოპირდაპირე ოთახში შევიდა. მყუდრო ოთახი იყო, დიდი საწოლი, ორი სავარძლით, საწერი მაგიდით დს ერთ მხარეს დიდი ფანჯრით. ფანჯრიდან ლამაზი ხედი იშლებოდა.
-აუუ ეს ოთახი მე მინდოდა! - შემოვარდა ტესი
-პირველმა მე ვთქვი და პირველი ამოვედი! - შეეწინააღმდეგა ლილი - ახლა კი გადი უნდა დავიძინო.
-ბავშვებო ნუ ჩხუბობთ! ახლა დაიძინეთ, რადგან ხვალ სკოლაში უნდა წახვიდეთ და სკოლის მერე ამოალაგეთ თქვენი ნივთები! - ოთახში შემოვიდა ემი.
-რა დამაძინებს, სექტემბერია და ისე ცხელა თითქოს შუა ზაფხული იყოს! - განაცხადა ტესიმ და ოთახიდან ბუზღუნით გავიდა.
-რას ვიზამთ კალიფორნიის შტატი ცხელი ჰავით ხასიათდება - უკან გაყვა ემჯ და ლილიმ კარები დახურა. მთელი ოთახი გულდასმით დაათვალიერა და ძალიან გაუხარდა, როდესაც აღმოაჩინა, რომ თავისი აბაზანაც ჰქონდა. შხაპი მიიღო, საღამურები ჩაიცვა და ლოგინში ჩაწვა. უკვე გვიანი იყო, მაგრამ არ ეძინებოდა. თავის სახლზე ფიქრობდა, რომელიც ამ სასახლეს მართლა ვერ შეედრებოდა, მაგრამ მისთვის საუკეთესო იყო. ღია ფანჯრიდან გრილი ნიავი აღწევდა ოთახში და ლილის სახეზე ცრემლებს უშრობდა. საბოლოოდ ვერც კი შენიშნა როგორ ჩაეძინა.
-აეე! გაიღვიძე იდიოტოო! - კარზე აბრახუნებდა ტესი. ლილიმ თვალები გაახილა. წამით ვერ მიხვდა სად იყო და იქ როგორ აღმოჩნდა, მაგრამ შემდეგ ყველაფერი გაახსენდა.
- ჯანდაბაა! რა გინდა ტეს?
-რა და სკოლაში დაგვაგვიანდება, გირჩევნია დროზე აეთრიო! - დაუყვირა ტესიმ და კარებს მოშორდა. ლილი მაშინვე წამოდგა, კბილები გაიხეხა, ჩაიცვა და დაბლა ჩავიდა. ტესი როგორც ყოველთვის ბუზღუნებდა, ქლო კი მაკიაჟს იკეთებდა.
-კიდევ უფრო მოკლე კაბა ვერ ჩავიცვი? - დამცინავად შეხედ ლილიმ ქლოს.
-გაიარე რა!
-ბავშვებო მძღოლი მოვიდა, ის წაგიყვანთ და მოგიყვანთ ხოლმე! - გამოვიდა მისტერ სპროუსი და გოგონებს კარი გაუღო, ისინიც მაშინვე გაიქცნენ და მანქანაში ჩაჯდნენ.
-წინ მე ვჯდები - თქვა ქლომ და წინ დაჯდა.
-წამოსვლისას მე დავჯდები! - წამოიძახა ტესიმ და ნიშნისმოგებით გადახედა ლილის.
-კარგი - თავი დაუქნია ლილიმ - ხვალ წასვლისასაც და წამოსვლისასაც მე დავჯდები!
-ეგრე არ შეიძლება! - ერთხმად წამოიყვირეს ქლომ და ტესიმ.
-ჩემთვის შეიძლება!-ჰარი მალე მიდით თორემ დაგაგვიანდებათ! - გააფრთხილა მძღოლი მირტერ სპროუსმა და მანქანაც დაიძრა. ლილი ხვდებოდა, რომ მისთვის ახალი ცხოვრება იწყებოდა, მაგრამ იყო ამისთვის მზად? ეს თვითონაც არ იცოდა
ეს მოთხრობა ჩემი არ არის, Facebook _ზე დევს. ძალიან მომწონს და ვიმედოვნებ რომ თქვენც მოეწონებათ 💖 მოთხრობა არის SprouseHart_ზე 💘💘 შევეცდები შემდეგი მალე დავდო 💖💘💘 Comment, Vote & Follow20ry02 💘💖💘💖💘 💖💘
YOU ARE READING
Stars [COMPLETED]
Romanceმოთხრობა ჩემი არ არის! ძალიან მომწონს და ვიმედოვნებ თქვენც მოგეწონებათ 💖 💖 💖