Chapter 7

368 23 7
                                    

Author's Pove
დილანი ისევ იქ იწვა გათიშული. კამიმ და ლილიმ წამოაყენეს. ლილიმ ჯიბიდან ტელეფონი ამოაცალა და მამამისს დაურეკა.
-მისტერ ობრაიენ იქნებ მოხვიდეთ, დილანი მთვრალია და თვითონ ვერ მოვა!
-კარგი ლილი ახლავე მოვალ! - უპასუხა მან და გაუთიშა.
-რაო? - ჰკითხა კამიმ.
-მალე მოვა-თავი დაუქნია ლილიმ.
-კამ...
-რა იყო?
-მე დილანს ჰოლი ვეგონე
-მიკვირს საერთოდ ჰოლი რომ ახსოვდა ვინ იყო - გაიცინა კამიმ.
-კამ მან მაკოცა! - გააწყვეტინა ლილიმ.
-გაკოცა აბა ისე... გააგრძელა კამიმ სიცილით, შემდეგ უცებ გაჩუმდა და სახე შეეცვალა:
-მოიცა რა ქნაა?
ლილიმ მხრები აიჩეჩა.
-ეგ მკიდია მთვრალია! უბრალოდ მინდოდა მეთქვა... ახლა თავს უკეთესად ვგრძნობ.
კამიმ გაუღიმა და თავი დაუქნია. სასტუმრო ოთახიდან მუსიკამ შემოაღწია.
-იქ რა ხდება? - სამზარეულოში შემოვიდა მეი.
-აfთერ ფართი აქვთ! - გაიცინეს გოგონებმა.
-ამას რაღა სჭირს? - წამოიძახა დილანის დანახვაზე.
-დალევა ბევრი მოუვიდა - აუხსნა ლილიმ.
-უიმე! ამ თაობის ბავშვებმა რა იცით ზომიერება! სუ ტელეფონს ჩაჰკირკიტებთ! - წაიბუზღუნა მეიმ - დაგეხმაროთ?
-არა მალე მამამისი მოვა!
-კარგით მაშინ შევალ, დავისვენებ!
-კარგი მეი - დაეთანხმა ლილი და მეი თავის ოთახში შევიდა.
-წამო გარეთ გავიყვანოთ, თორე მამამისი ამ გიჟებს რომ დაინახავს ჩვენთან ურთიერთობას აუკრძალავს - გადაიხარხარა კამიმ. ლილიც აყვა და დილანი ერთად გაიყვანეს გარეთ.
-ჰარი! - ლილიმ ეზოში მომუშავე ჰარის დაუძახა, რომელიც ბუჩქებს ალამაზებდა.
-დიახ ქალბატონო! - გამოეპასუხა კაცი.
-ჰარი ხომ გითხარი ლილი დამიძახე მეთქი! ცოტა ხანი შეეშვი ამ ბუჩქებს და ჭიშკარი გააღე. დილანის მამა უნდა მოვიდეს.
ჰარი მაშინვე დაემორჩილა და ჭიშკარი გააღო. დილანის მამაც რამდენიმე წუთში გამოჩნდა.
-ასეთი რა დალია? - იკითხა მან, როდესაც მანქანიდან გადმოვიდა.
-რავიცი გათიშული კია!
-კარგით მადლობა გოგოებო! ნახვამდის და ლილი კიდევ ერთხელ გილოცავ! - დილანი მანქანაში ჩასვა მან.
-მადლობა! ნახვამდის...
მანქანა ჭიშკრიდან გავიდა და ჰარიმ ისევ დახურა ის.
-წამო ჩემ ოთახში ავიდეთ! - შესთავაზა ლილიმ და ორივე ერთად ავიდნენ მაღლა. სანამ ავიდოდნენ მადის უთხრეს მერე შენც ამოდიო, რომელიც უკვე ტრევისს ელაპარაკებოდა.
ქოულის ოთახიდან მისი და სელენას სიცილის ხმა გამოდიოდა.
-ცოტა ხმადაბლა არ შეუძლიათ? - ზიზღით დაიჭყანა ლილი.
-ლილ... შეამჩნიე ქოული შენ და ქეიჯეის როგორ გიყურებდათ? - ჰკითხა კამიმ როდესაც ოთახში შევიდნენ.
-როგორ? - ვითომ ვერ შეამჩნია ისე ჰკითხა ლილიმ.
-თითქოს ქეიჯეის ცემა უნდოდა - გაიცინა კამიმ.
ლილის ეგონა ახლა მეტყვის ალბათ იეჭვიანაო და კამიმ სულ სხვა რაღაც დაახეთქა.
-ალბათ უკვე დად გათვლის არა?
-აუ რა ი... -დაიწყო ლილიმ მაგრამ შემდეგ კამის ნათქვამი გააანალიზა - ხო ალბათ...
-რა იყო? რა მოგივიდა?
-არაფერი სელენაზე  ვფიქრობდი! ეგ არ მოისვენე ს სანამ რამეს არ დაგვიშავებს!
-ვერაფერს გვიზამს დამიჯერე! - გაუღიმა კამიმ.
-მოდი ჩვენ დავწვეთ და მადიც მალე ამოვა.-უთხრა ლილიმ და საწოლში შეწვა.

მეორე დილით კამის, მადის და ლილის ერთმანეთში ახლართულებს გაეღვიძათ.
-ჯანდაბა გოგოებო ადექით თორე დაგვაგვიანდება! - წამოიყვირა კამიმ და ლილიც და მადიც წამოხტნენ.
-ღმერთო თმა რას მიგავს? - დაიყვირა ლილიმ და დიახ ამის შემდეგ დაიწყო სახლში აურზაური. მარტო ამ სახლის ბინადრები კი არა ისინიც ვინც გუშინ მათთან დარჩნენ თავიანთ ტანსაცმელს ეძებდნენ და თავს იწესრიგებდნენ.
-ჯანდაბა ჩემი მაისური არავის გინახავთ? - კითხულობდა ქეიჯეი.
-აუ მგონი გუშინ იატაკზე რო წვენი დაგვექცა მადიმ მაგით მოწმინდა!
-რაააა? მააად ჩემი მაისურიიიი!
-სავარცხელი მათხოვეთ!
-ვერ ხედავ რომ ჯერ მე ვივარცხნიიი?
-აუ მეორედ აქ აღარ დავრჩები!!
-აბა რა ქენით გუშინ?
მარტო სელენა იყო მზად. ქოულის ოთახიდან დედოფალოვით გამოვიდა და კიბეებზე ჩამოვიდა.
-ღმერთო რა ფეთხუმებივით იქცევიან- გადაუჩირჩულა ქოულს სიცილით.
საბოლოოდ ქეიჯეის მაისური დილანმა ათხოვა და ყველანი გარეთ გავიდნენ.
-იმდენი ვართ ჰარის მანქანაში ვერ ჩავეტევით! - თქვა ვანესამ.
-ვანესა მართალია! - დაეთანხმა ეშლი.
-ხოდა მამას მეორე მანქანას გამოვიყვან - თქვა ქოულმა და ფარეხში შევიდა.
-აბა ბიჭები ჰარისთან ჩაჯექით ... გოგოებს შეგიძლიათ ქოულთან ჩაჯდეთ! - თქვა დილანმა და მანქანაში ჩაჯდა. სხვა ბიჭებმაც მას მიბაძეს.
-მეც ჰარის მანქანაში ვჯდები! - თქვა ლილიმ.
-მეგონა გოგო იყავი - გაიცინა სელენამ.
-შენ გირჩევნია მოკეტო! - გაბრაზდა ლილი.
-ნუ ჩხუბობთ! ლილი ჩვენთან ჯდება! - დაიყვირა ქოულმა მანქანიდან.
-მგონი გასაგებად ვთქვი რომ ჰარისთან ვჯდები! - გაჯიუტდა ლილი.
ქოული მანქანიდან გადმოვიდა და ლილის მიუახლოვდა.
-შენ მგონი ვერ გაიგე ძვირფასო! - ლილის ხელი მოკიდა და მანქანისკენ წაათრია, შიგნით ჩასვა და კარი მიუხურა.
-აი აქ დაჯდები!
ლილი ხმაამოუღებლად წარბშეკრული შეჰყურებდა.
-დანარჩენებიც ჩაჯექით და წავედით.
მადი, კამი, სელენა, ვანესა და ეშლიც ქოულის მანქანაში ჩანდნენ და ქოულმა მანქანა დაძრა.

_____________________________

შემდეგ თავში უფრო დიდი ამბები გელით 😍😍
Vote & comment 💖💖

Stars [COMPLETED]Tempat cerita menjadi hidup. Temukan sekarang