[ეძღვნება სინესთეზიას]
(- ავტორი)
ცაში ღრუბლები აბობოქრებული ოკეანესავით ღელავენ.
მთვარე აღარ ჩანს.აღარც შუქი ჩამოდის.
წვიმა სავსე ციური ზღვიდან გადმოსხმული წყალივით მოდის. თითოეული წვეთი ყინულის კრისტალია, მათი ბასრი ზედაპირის შეხებისას აჟრიალებს ეტლში მჯდარ მამაკაცს, როდესაც ერთ დროს წყალგაუმტარი ნაჭერი წვიმას ატარებს და ისინი მისი სავარძლის გვერდით მეგობრებივით უსხდებიან.
არ წუწუნებს.
მისთვის ეს ის უმცირესია, რაზეც ვერც კი გაეცინება.
წინ იყურება, გარეთ წვიმის მორევიდან მოსულ მელოდიისა და ხმაურისაკენ.
შეუწყვეტელ თქეშში ცხენების ფლოქვების თქარუნის ხმა ოდნავ ისმის.
ცხენები ფრუტუნებენ და მეეტლე სასტიკად წყევლის ორივეს, როგორცვე ხმას იღებენ. ყელში ამოსდის, რომ მისი ბატონი ასე მშვიდად ზის შიგნით და თვითონ იძულებულია კისერში გველივით ჩასრიალებული ცივი წყლის ჭავლი აიტანოს.
თუმცა ხმას ვერ ამოიღებს.
ყელში მომდაგარი ბოღმა თავის ადგილას რჩება, როგორცვე პატრონი მის ამოშვებაზე ფიქრობს.
ჩამოღადრული ძველი ჭიშკარი ხმაურიანად იღება და წვიმის ხმას წამებით ფარავს.
სახლი ცოცხალი არსებასავით დგას.
ეტლი ხმაურით შეგრიხინდა ეზოში, საუკუნის წინ მოკირწყლულ ბილიკზე.
იგი დიდ, უკვე ღია კართან ჩერდება, სადაც ქოლგით მხლებელი დგას.
ეტლის კარი იღება.
ეტლიდან მაღალი ფიგურა გადმოდის.
გამხდარი კიდურები სხეულს მოჰყვება. მისი ჩაცმულობა ვერ ფარავს ტანსაცმლის შიგნით ფართო მხრებზე ჩამომდნარ, მილეულ სხეულის ნაწილებს.
YOU ARE READING
ტიტანიუმ თეთრი [Stray Kids°Seungmin]
Fanfictionისინი ყოველთვის ყვებოდნენ მიმქრალ კოცონთან საშიშ ისტორიებს ეშმაკებზე, ჯადოქრებზე, დემონებზე, სულებზე, მოჩვენებებზე. მაგრამ სინამდვილეში, მათ უკან მათი ორიგინალი ჩამდენები დგანან.